სროლა ოკუპირებულ ცხინვალში | “ექსპრეზიდენტ” ბიბილოვის ძმისშვილებს ცეცხლი გაუხსნეს გამოქვეყნდა: 1 საათის წინ

სროლა ოკუპირებულ ცხინვალში – დღეს, დაახლოებით 2 საათისკენ მე-12 სკოლის წინ, “ექსპრეზიდენტ” ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს ცეცხლი გაუხსნეს. სერგო და ლევა კაბისოვები ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა სროლაში მონაწილე პირების უმოკლეს ვადაში გამოვლენისა და დაკავების ბრძანება გასცა. ტელეგრამ არხებით გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეა “პრეზიდენტის” […]
მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში – ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა

უიმბლდონის ფინალში ესპანელი კარლოს ალკარასი ლეგენდარულ სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:2; 6:2; 7:6 დაამარცხა. ახალგაზრდა ესპანელმა აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. 21 წლის და 70 დღის ასაკის კარლოს ალკარასი გახდა მეოთხე ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემი მეოთხედ მოიგო. იგი ამ მიღწევით ლეგენდარულ ბორის ბეკერს, ბიორნ ბორგსა და მატს ვილენდერს შეუერთდა. ალკარასის მოგებული […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 15 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალის, მარნეულის გზატკეცილის, ზემო ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფონიჭალის III, IIIა […]
როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტების წილი საქართველოს ბიუჯეტში – მსხვილი პროექტები

„უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონის შემდეგ, დასავლეთმა საქართველოს ფინანსულ ნაწილში დახმარება დროებით უკვე შეუჩერა. ამასთან, შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც. ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ ბიუჯეტის დახმარებას დროებით წყვეტენ, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დახმარებას კი აძლიერებენ. დასავლეთის ქვეყნები ფინანსურად საქართველოს როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხრივ უკვე წლებია ეხმარება. 2024 წელს ბიუჯეტში საერთაშორისო ორგანიზაციებისა […]
“ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფრო მძაფრად აღიქმება [ქვეყანაში მიმდინარე პროცესები], ვიდრე გვეგონა” – ბიზნესმენი

კომპანია Globalize-ის დამფუძნებელი, სალომე კუკავა, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ქართველი ბიზნესმენების ამერიკის შეერთებულ შტატებში, SelectUSA ბიზნესსამიტზე ვიზიტს აფასებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო არაერთი კითხვა აქვთ.
WSJ: ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს მანქანაში ფეთქებადი მოწყობილობები ჰქონდა

გამოცემა Wall Street Journal-ი, დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის მანქანაში ამერიკელმა სამართალდამცავმა ძალებმა ფეთქებადი მოწყობილობები აღმოაჩინეს. სროლაში ეჭვმიტანილი პირის, თომას მეთიუ კრუქსის მანქანა ტრამპის მხარდამჭერების წინასაარჩევნო ყრილობის მახლობლად იყო გაჩერებული. 13 ივლისის საღამოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა. […]
რუსეთმა უკრაინაში 3-ტონიანი ბომბების ФАБ-3000-ის ჩამოყრა დაიწყო-სარდლობა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განმაცხადა, რომ მისმა ბომბდამშენმა სუ-34-მა 3-ტონიანი ბომბი FAB-3000-ი ჩამოაგდო უკრაინის ტერიტორიაზე, „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილზე“. ბომბის სროლის მომენტი რუსეთის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოზეა ასახული. რუსი პილოტი ვიდეოში ტრაბახობს, რომ “ძნელი წარმოსადგენია ისეთი სამიზნე, რომლის განადგურებასაც ასეთი ნომინალური მასის საჰაერო ბომბი შეძლებდეს.“ უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ამ კვირის დასაწყისიდან (8-14 ივლისი), რუსულმა […]
ბერლინელებს ძველი ელექტროტექნიკის შესაკეთებლად ფულს გადაუხდიან

ბერლინის მერია სექტემბრიდან მოქალაქეებს ძველი გაჯეტების შესაკეთებლად, ახლის ყიდვის სანაცვლოდ, თანხას გადაუხდის. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს. თანხის ოდენობა 25-დან 200 ევრომდე შეადგენს და რემონტის ღირებულებას სრულად ან ნაწილობრივ დაფარავს. პროგრამა ეხება საყოფაცხოვრებო ტექნიკას, როგორიც არის ყავის აპარატები, ჭურჭლისა და სარეცხი მანქანები, ასევე, მობილური ტელეფონები და ლეპტოპები. გამოყენებული ძველი მოწყობილობების გადაყრა ელექტრონულ ნარჩენებს ქმნის, რისი გადამუშავებაც, პრაქტიკულად, […]
მედია – ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო – ცეცხლი ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს

ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო. როგორც მედია წერს, ცეცხლი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს. შემთხვევა მე-12 სკოლის წინ მოხდა. „უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“, – წერს მედია „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ […]
სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა

საქართველოში 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში, რომლის მიხედვით, ივნისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროების საშუალო ფასმა 518 ლარი შეადგინა. მაგალითისთვის, გურიაში მსგავსი ტიპის სასტუმროების 2-ადგილიან ნომრებში განთავსება საშუალოდ 757 ლარი ღირდა, კახეთში 641 ლარი, თბილისში 597 ლარი, აჭარაში კი 524 ლარი. რაც […]