რეზი ხარაზი – აჭარაში ნეპოტიზმი და კორუფციაა

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი, აჭარაში მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს. მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონში ნეპოტიზმი და კორუფციაა. „ნეპოტიზმი, კორუფცია და მისგან გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია აჭარის მთავრობასთან და პირადად ივანიშვილ-რიჟვაძის არასწორ და ამავდროულად, ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პოლიტიკასთან. ჩვენ, ერთის მხრივ ვხედავთ, თუ როგორ მდიდრდებიან რეგიონში თანამდებობის […]
ნათია მეზვრიშვილი – დადასტურდა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ამნისტიას დაჰპირდა – მოვითხოვთ ამნისტია ზონდერ ჯგუფებს არ შეახოს!

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გეგმავს ამნისტია იმ ე.წ. ზონდერ ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეახოს, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს უსწორდებოდნენ. როგორც მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება ე.წ. ზონდერების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს. „ამნისტიის შესახებ“ კანონმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, […]
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფლების – ტაბაწყური, მოლითი და ბალათა, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის ღონისძიება მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფლების – ტაბაწყური, მოლითი და ბალათა, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის ღონისძიება მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და საბჭოს წევრები ე.წ პლატოს ბორბალს ესტუმრნენ, შემდეგ კი, სოფელ ჩითახევში გადაინაცვლეს, სადაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში – ფრენბურთი, ზიპლაინი, მშვილდ-ისრის სროლა, კედელზე ცოცვა […]
GCCA-ის გადაწყვეტილებით სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრს აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), სამედიცინო ესთეტიკური ცენტრის შპს „მედ სტატუსი“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის – აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მომხმარებლის კლინიკაში ვიზიტისას, მოვაჭრე ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების მიზნით, შემჭიდროებულ ვადაში, ინტენსიურად […]
მეუფე შიო – მოინათლა და სულიერად იშვა 1200-ამდე ბავშვი, ისინი პატრიარქის ნათლულების რიცხვს შეუერთდნენ

მოინათლა და სულიერად იშვა 1200-ამდე ბავშვი, ისინი პატრიარქის ნათლულების რიცხვს შეუერთდნენ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) ბავშვთა საყოველთაო ნათლობის დღეს ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, ჩვენ უნდა ვიცავდეთ ბავშვებს სიყვარულით, ლოცვით, გონივრული მზრუნველობით, “რომ გაიზარდონ ისინი და გახდნენ ღირსი, შვილებად ღვთისა იწოდებოდნენ” “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა […]
თამარ კორძაია – პრეზიდენტთან ერთად, პარლამენტის წევრებიც შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსულ კანონთან” დაკავშირებით – ეს კანონი არავის უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში

პრეზიდენტთან ერთად, პარლამენტის წევრებიც შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსულ კანონთან” დაკავშირებით, რადგან ეს კანონი არღვევს კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს. ძალიან კარგია, რომ დღეს პრეზიდენტი ხსნის ამ პროცესს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სეგმენტი, არცერთი ნაწილი ამ კანონის არ დარჩეს გასაჩივრების გარეშე, რადგან ეს კანონი არავის არ უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში,- ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ […]
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა

„საქართველოს ბანკისა“ და Startup Grind Tbilisi-ის პარტნიორობა გრძელდება – ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბათუმში ბრიტანული კომპანია Mercaux-ის წარმომადგენელთან, ალინა გოლავასთან შეხვედრა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სტარტაპერები, მეწარმეები, პროდუქტის მენეჯერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს პროდუქტის იდეის დამუშავების, ბაზრის კვლევის და პარტნიორობების დამყარების საუკეთესო […]
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე 5 აგვისტომდე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ.შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა “დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ყოველი პარასკევის 15:00 სთ-დან ორშაბათის 10:00 სთ-მდე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება. შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის […]
კალაძე: გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე თვალთხარიას

არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე – თვალთხარიას. რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს, რაღაც ლოგიკა არსებობს, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება. ყველა აღებული ეს ოპოზიციური სპექტრი, გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად იყვნენ წარმოდგენილი, ცალ-ცალკე პარტიებად, მათი მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება, როგორმე საარჩევნო […]
კალაძე რუხაძეზე: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი მოსაზრება გამოხატოს

ევროინტეგრაციისკენ წინგადადგმული ყველა ნაბიჯი ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებული. ქართული ოცნება იქნება ის გუნდი, რომელიც ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს. ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს, მთავარია ეს კანონის ფარგლებში მოხდეს. თუ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაშინ ყველა აზრს უნდა მივცეთ არსებობის საშუალება. თუ ისეთ ქვეყანას ვაშენებთ, როგორიც იყო სააკაშვილის მეთაურობით რადიკალების ხელისუფლებაში […]