ცოტნე ზედგინიძის შვეიცარიული აღიარება

XXI საუკუნის მოცარტად წოდებული ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე შვეიცარიაში ვერბიეს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავს. 21 ივლისს 15 წლის ქართველი ხელოვანი დირიჟორ ჯეიმს გაფიგანთან და ვერბიეს ფესტივალის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს და ბელა ბარტოკისა და მოდესტ მუსორგსკის ნაწარმოებებს შეასრულებს. – 21 საუკუნის მოცარტი ევროპას საქართველოდან დაუბრუნდა – ასე აფასებს ცოტნეს მსოფლიო ლეგენდა, დირიჟორი […]
რუსეთში სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებული გენერალი შინაპატიმრობაში გადაიყვანა

რუსეთში სასამართლომა პატიმრობაში მყოფი გენერალ-მაიორი ივან პოპოვი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანა. პოპოვის გარდა ასევე შინაპატიმრობაში გადაიყვანეს საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი მოისეევი. გენერლის დაკავებას საზოგადოების ნაწილში უარყოფითად შეხვდნენ. სასამართლოს შენობასთან პოპოვის მხარდამჭერები და მეგობრები შეიკრიბნენ. 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი ივან პოპოვი თაღლითობის ბრალდებით მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, პოპოვმა თითქმის 2 ტონა მეტალის […]
„აგენტების კანონის“ გასაუქმებლად პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა

15 ივლისს, სამუშაო დღის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი შევიდა. პრეზიდენტი ითხოვს გაუქმდეს „აგენტების კანონი“, რადგან მიიჩნევს, რომ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის შესახებ ჩანაწერს. რადიო თავისუფლებას სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, რომ სარჩელი, დაახლოებით, 18:59 საათზე შევიდა, სამუშაო საათების დასრულებამდე 1 წუთით ადრე. სარჩელი კანცელარიამ დაარეგისტრირა, თუმცა წარმოებაში მიღების საკითხი მოსამართლეთა გადასაწყვეტია. პრეზიდენტს, ამ დრომდე, არასდროს მიუმართავს […]
პრეზიდენტმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რუსული კანონის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში, სარჩელი შეიტანა. პრეზიდენტი სარჩელში მიუთითებს, რომ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაარღვია, რადგან რეპრესიული კანონი ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. პრეზიდენტი მოითხოვს, რომ სარჩელის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედება შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს. “ე.წ. რუსული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი […]
“საზოგადოება ერთიანია და ოპოზიცია არა, ვის დავაბრალოთ თუ კიდევ დარჩა რუსული რეჟიმი ხელისუფლებაში ?!” – ლუკა ჭოხონელიძე

გავიარეთ 2 თვიანი პროტესტი, 2 თვე ჩვენი სახლი რუსთაველის გამზირი იყო, კითხვები ჩნდება თუ რისთვის ვიდექით, რისთვის ვიბრძოდით თუ კანონი მაინც მიიღეს , ამ აქციებმა საზოგადოების ოპოზიციური განწყობა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ განამტკიცა, ამის ნათელი გამოვლინება იყო მოსახლეობის რეაქცია ირაკლი კობახიძის გამოსვლაზე , როდესაც იქ ფეხბურთელების დასახვედრად შევიკრიბეთ, მუხტი გაჩერდა რუსთაველზე , მაგრამ არ გაჩერებულა […]
“უცებ უდიდესმა ჯიპმა გადაუარა… დიდი დრო დამჭირდება რომ ეს კადრი მეხსიერებიდან გადავმალო” – ხვიჩა ყალაბეგაშვილი

ბორდიურიდან, ასე 10 მეტრში შევნიშნე მტრედი, რომელიც პარკინგის სივრციდან დაჭრილივით მოიწევა ბორდიურისკენ, ძალიან უჭირდა სიარული, ფეხს კი ავუჩქარე, მაგრამ უცებ უდიდესი ჯიპი მოვარდა, გადაუარა და დააპარკინგა… ისე დავმძიმდი, ისე იმოქმედა, დიდი დრო დამჭირდება რომ ეს კადრი მეხსიერებიდან გადავმალო… მე ვფიქრობ, ფრინველებს აქვთ წყლის პრობლემა ქალაქში… არ არის ფანტანები, არ არის შადრევნები, არსად წყალი არ არის, […]
“თქვე უზრდელებო… როგორ გაბედეს ჩემი პოსტის დამახინჯება?!” – რა ფოტოს ავრცელებს ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია: დღევანდელი სოცქსელების ფავორიტი ბანერია ესსსს!!!! ვაპროტესტებ!!! არა… იმას კი არა, მტრედი რომ ვარ! აბა, სკვინჩა ხომ აე ვუქნები?! როგორ გაბედეს ჩემი პოსტის დამახინჯება?! მე დავწერე – აშშ, შენ არ ხარ სახელმწიფო! ფუ, შენი! თქვე უზრდელებო, აშუშუ()-ს დაწერას როგორ ვაკადრებდი ჩვენ პარტნიორ ქვეყანას ჰააა?!… მერე რა, რომ ღირსეული() პარტნიორობა შეწყვიტა!!!… ის ხომ […]
“ხანდახან მაჯარიმებენ, ამ ჯარიმას ვასაჩივრებ და ვიგებ სასამართლოში” – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, შალვა თადუმაძე ამტკიცებს, რომ “ვეტინგის სისტემა საქართველოში განსასჯელების და მსჯავრდებულების ანგარიშსწორებაა”. თადუმაძე აცხადებს, რომ მისი, ან მის ოჯახთან დაკავშირებული ქონება დეკლარაციაშია ასახული, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება. საქართველოში ვეტინგი არის განსასჯელების და მსჯავრდებულების ანგარიშსწორება სასამართლოზე. მე ერთხელ ვთქვი უკვე, ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც დღეს ჩემი და კოლეგების შემოწმებას კეთილსინდისირების კუთხით ფიქრობს და გულისხმობს, […]
“თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა” – გიორგი მიქაუტაძე

“ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ” – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს. ქართველი სპორტსმენი საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთხელ ულოცავს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზს. ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ საოცარ გუნდს [საქართველოს ნაკრებს], თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა”, […]
ესპანეთმა უკრაინას ტანკები გადასცა

ესპანეთმა უკრაინას ტანკები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში Leopard 2A4-ის 10 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები შედის. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტანკები მომავალ შაბათ-კვირას პოლონეთში იქნება და შემდეგ მათი ტრანსპორტირება უკრაინაში მოხდება. „ამ მნიშვნელოვანი გადაადგილების ყველა ეტაპზე უსაფრთხოების შესაბამისი ზომებია მიღებული“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში. აღნიშნული სამხედრო დახმარების […]