„თბილისი ენერჯი“ სერვერული, სანახი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა-ინტალაციის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

შპს „თბილისი ენერჯი“ სერვერული, სანახი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა-ინტალაციის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათი ცნობით, შესასყიდი სერვერული, სანახი აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა-ინტალაციის ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები სატენდერო დოკუმენტაციაშია მოცემული. „დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში […]
კოჯორში „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში პროექტი – „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საზაფხულო ბანაკი მორიგ ნაკადს მასპინძლობს. კოჯორში იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებიც. „ეროვნული გმირების სახელობის ოცეულებში გადანაწილებულ მოსწავლეებს დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. გუნდური შეჯიბრებები ტარდება იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატური იარაღით […]
ბაიდენმა „ტრამპის კლონი“ უწოდა რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავს პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპსა და მის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულ ჯეიმს დევიდ ვანსს(ჯეი დი ვანსი) შორის. 15 ივლისს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლას-ვეგასში გამგზავრების წინ, ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვანსი ყველა საკითხში „ტრამპის კლონია“ და მათ ერთმანეთისგან არაფერი განასხვავებს. 15 ივლისს მილუოკიში გაიხსნა რესპუბლიკური […]
ჯო ბაიდენი – მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე – მესმის ხალხის: „ღმერთო, ის 81 წლისაა! როგორი იქნება, როცა 83-ის ან 84 წლის იქნება?“ – ეს ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ გონებამახვილობის კუთხით კარგ მდგომარეობაში ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს. ბაიდენმა განაცხადა, რომ კომენტარები მისი ასაკის შესახებ ლეგიტიმურია, მაგრამ აღნიშნა, რომ ის მხოლოდ სამი წლით უფროსია კონკურენტ დონალდ ტრამპზე. „მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე – ეს ერთი და მეორე, ჩემი გონებრივი სიმახვილე საკმაოდ კარგ […]
ინფექციონისტი – ზღვის კურორტებზე ხშირია ღებინებით, დიარეით მიმდინარე დაავადებები, მოერიდეთ უმ საკვებს – შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გადახურებას, „მზის დაკვრას“

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი განმარტავს, რა დაავადებებს უნდა უფრთხილდეთ, თუ ზღვაზე დასვენებას აპირებთ. როგორც მაია ბუწაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ზაფხულის სეზონისთვის, მით უმეტეს კურორტებისთვის, დამახასიათებელია ღებინებით და დიარეით მიმდინარე როგორც ვირუსული ისე ბაქტერიული ინფექციები. „როდესაც ვსაუბრობთ ინფექციურ დაავადებებზე, უნდა აღინიშნოს დიარეული დაავადებები, ანუ ნაწლავური ინფექციები. ადამიანები, რასაც მოწამვლას ეძახიან, უკავშირებენ ზღვის წყალს, მაგრამ უფრო მეტად კვების ობიექტებზე […]
ირაკლი კობახიძე IRI-ის საქართველოს პროგრამის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს პროგრამის დირექტორს, ჯონ დიპიროს შეხვდა. საუბარი შეეხო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სადამკვირვებლო […]
ომანში, მეჩეთთან ახლოს სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ომანში, მეჩეთთან ახლოს სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ომანის პოლიცია ავრცელებს. ომანის სამეფო პოლიციის ცნობით, სროლა ომანის დედაქალაქ მასკატში, უადი კაბირის რაიონში მოხდა, რის შედეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. „უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, მტკიცებულებების შეგროვებისა და საგამოძიებო პროცედურები დასრულებულია“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. ომანში აშშ-ის საელჩომ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ […]
დაბა წაღვერში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაბა წაღვერში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივმა მკვიდრმა 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი. მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“. „კანონდარღვევის აღკვეთის მიზნით, […]
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას დღეს ოფიციალურად გახსნის

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას დღეს ოფიციალურად გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღესვე გაიხსნება პარტიის ახალი ცენტრალური ოფისი. ღონისძიება დღეს, 20:30 საათზე გაიმართება.
ევროპარლამენტი დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევს

ევროპარლამენტი დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევს. ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატია წარდგენილი – მოქმედი პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ახლად არჩეული ევროპარლამენტარი ირენ მონტერო. შეგახსენებთ, რომ რობერტა მეცოლა ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს ევროპარლამენტს. ის ამ თანამდებობაზე 2022 წელს აირჩიეს. ირენ მონტერო კი, არის პოლიტიკოსი ესპანეთიდან, მემარცხენე პარტიის, “პოდემოსის“ წარმომადგენელი. ევროპარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი კენჭისყრა სტრასბურგში, ადგილობრივი დროით […]