ირაკლი კობახიძე IRI-ის საქართველოს პროგრამის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს პროგრამის დირექტორს, ჯონ დიპიროს შეხვდა. საუბარი შეეხო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სადამკვირვებლო […]
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება, პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ

ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ, განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს. ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება – მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცნო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ. სხდომა ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან […]
მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემს

საქართველოს მთავრობამ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა. პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მკაფიო საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობას, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალგაზრდებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება ექნებათ. პროექტის დეტალებზე პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება. პროგრამა 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს […]
ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ითხოვენ ამნისტია უფრო მეტ მუხლზე გავრცელდეს. ახლობლების ინფორმაციით, პატიმრები მეოთხე დღეა შიმშილობენ და ითხოვენ ჟურნალისტებთან შეხვედრას. “მიმართეს უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მეოთხე დღეა რაც შიმშილობენ. პატიმრები ითხოვდნენ ჟურნალისტებთან გასაუბრებას, როდესაც ოჯახის წევრებმა მივაწოდეთ ჟურნალისტის ნომერი, მარტო ჩემ ძმას არა, ყველა პატიმარს დაუბლოკეს ეს ნომერი. არ […]
ჭავჭავაძეზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძეზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი გზაზე გადადიოდა. ქვეითი მსუბუქად დაშავდა – მას მცირე დაზიანება წარბთან აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცნობილია 21 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც მდინარეში დაიხრჩო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 21 წლის მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო. ცნობილია, გარდაცვლილის ვინაობა. ის 21 წლის ნიკა გახარიაა. შეგახსეენებთ, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და თავი დაარტყა. იგი ადგილზე დაიღუპა. “საშინელება ტრიალებს… დედისერთა ბიჭია” ,- ამბობენ ადგილობრივები.
FBI-მ ტრამპზე თავდამსხმელის ტელეფონზე წვდომა მოიპოვა და 100-მდე ადამიანი დაკითხა – CNN

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ტრამპზე თავდამსხმელის თომას მეთიუ კრუკსის ტელეფონზე წვდომა მოიპოვა და გამოძიების ფარგლებში 100-მდე ადამიანი დაკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN-ი FBI-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც CNN აღნიშნავს, დაკითხულთა შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და მომხდარის თვითმხილველები არიან. FBI ასევე იკვლევს კრუკსის ელექტრონულ მოწყობილობებს. გამომძიებლებმა გაჩხრიკეს მისი სახლი და ავტომობილი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები […]
კურსკის ოლქში დრონის იერიშის შედეგად ელექტროქარხანაში ხანძარი გაჩნდა

უპილოტო საფრენმა აპარატმა რუსეთში, კურსკის ოლქში მდებარე დაბალი ძაბვის დანადგარების ქარხანაზე იერიში მიიტანა. გაჩნდა ხანძარი. როგორც ოლქის მეთაურის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა დაწერა, ცეცხლი კორენევოს დასახლებაში გაჩნდა. მისი მტკიცებით, უკრაინულმა დრონმა ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი დანადგარი ჩამოაგდო. ტელეგრამ-არხი SHOT-ის ცნობით, ადგილობრივებმა გაიგეს ხმა, თუ როგორ მიფრინავდა რამდენიმე უპილოტო აპარატი, რის შემდეგაც აფეთქებების ხმა გაისმა. Mash-ისა […]
კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მაიამიში კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ დააკავეს

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, 71 წლის რამონ ხესურუნი მის შვილთან, ხამილ ხესურუნთან ერთად მაიამიში კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობის გამო დააკავეს. კოპა ამერიკის ფინალში კოლუმბიის ნაკრები არგენტინასთან დამატებით დროში დამარცხდა. ინფორმაცია რამონ ხესურუნის და მისი შვილის დაკავების შესახებ მაიამის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა. ხესურუნს და მის შვილს, ასევე კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციას ამ შემთხვევის შესახებ […]
ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. ტაბულა დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.