სამინისტრო: ონკოპაციენტები მედიკამენტებს პირდაპირ კლინიკაში მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება, პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ. უწყების განცხადებით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ, განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის,პრეპარატების მიღების გზა მარტივდება – მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა […]
ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების ათი ყველაზე მსხვილი მიმღები სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები არიან

საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა 2019-2024 წლების მონაცემებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, სამინისტროებმა ევროკავშირიდან 11-ჯერ მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებამ. საქართველოს სამინისტროებმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ევროკავშირისგან 517 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღეს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა – 46,1 მილიონი ევრო და კერძო სექტორმა – 6,1 მილიონი ევრო. (მოიცავს 75 მილიონ ევროს […]
ჩემი საპროგნოზო ინფლაციის მოლოდინი 4%-საც აღემატება – ეკონომისტი

„ჩემი საპროგნოზო ინფლაციის მოლოდინი 4%-საც აღემატება, რადგან საარჩევნოდ განვითარებადი ქვეყნები ბევრ ფულს ხარჯავენ“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეკონომისტმა გიგა თვაურმა განაცხადა. მისი თქმით, Galt & Taggart-ის პროგნოზით, ინფალციის მოლოდინი 3.5%-ია, რაც 0.5%-ით აცილებულია ეროვნული ბანკის პროგნოზთან. ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებლი კიდევ გაიზრდება. ვინაიდან არ ვიცით, მთავრობა საარჩევნოდ რამდენ ფულს დახარჯავს. რაც შეეხება […]
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით უახლესი Mitsubishi L200-ის პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და მიცუბიში საქართველოს ორგანიზებით უახლესი L200-ის პრეზენტაცია გაიმართა. ყველგან მავალი, კიდევ უფრო მძლავრი, 2024 წლის პიკაპი დაინტერესებულ პირებს სპეციალური პირობებით და მარტივი დაფინანსებით შეუძლიათ შეიძინონ: „თიბისი ლიზინგი ახალი ავტომობილების დაფინანსების განსაკუთრებით მოქნილ შესაძლებლობას იძლევა. გავითვალისწინეთ მომხმარებლის განსაკუთრებული ინტერესი, გასულ წლებში გამოვლენილი სიყვარული თუ ერთგულება მიცუბიშის, როგორც ბრენდისადმი და უახლეს L 200-ზე 1 […]
3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული საჯარო სამსახურში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის

საქართველოს მთავრობამ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მკაფიო საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობას, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალგაზრდებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება ექნებათ. პროექტის დეტალებზე პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება. პროგრამა 3 […]
ბოლო 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტები 38.8%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვს თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 38.8%-ით გაიზარდა. „საქართველოში იანვარ-ივნისის პერიოდში, სპარსეთის ყური ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან 42,905 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +38.8%-ით მეტია. ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან +44.3%, ქუვეითიდან +45.8% და კატარიდან +29.7%. საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების […]
მიხეილ ლომთაძის ქონებამ $7 მლრდ-ს გადააჭარბა – Bloomberg

ყაზახური ფინტექ პლატფორმის Kaspi.kz-ის დამფუძნებლის, მიხეილ ლომთაძის ქონებამ Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში $7 მლრდ-ს გადააჭარბა. ის ბოლო 3 თვეში 23 პოზიციით დაწინაურდა და 403 ადგილს იკავებს. 2024 წლის 16 ივლისის მონაცემებით, მიხეილ ლომთაძის ქონება $7.02 მლრდ-ია. Fintech Leaders-ის ინფორმაციით, Kaspi.kz-ის აქციების მთლიანი საბაზრო ღირებულება 24 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანია Nasdaq-ზე და ყაზახეთის წამყვან ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ვაჭრობს. […]
თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის

თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში – სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს. თელავის, ქუთაისის, მცხეთის, ფოთის და ბაკურიანის შემდეგ, ახლა უკვე ახალციხის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის მოსწავლის ბარათით გადახდისას იმგზავრონ უფასოდ. თიბისის შეთავაზება ასევე ვრცელდება სტუდენტებზე – თელავის, ქუთაისის, მცხეთის, […]
„სასიამოვნოა, როცა ხედავ, როგორ ფასდება შენი შრომა და ცოდნის შეძენის სურვილი“ – „აგროსფეროს“ სტიპენდიატი

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა. წელს „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის […]
დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად გახსნის
დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღესვე გაიხსნება პარტიის ახალი ცენტრალური ოფისი. ღონისძიება დღეს, 20:30 საათზე გაიმართება.