ნოემბერში თბილისში $264 მილიონის ბინები გაიყიდა

ნოემბერში, თბილისში 3,739 ერთეული საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Colliers Georgia-ს მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში გაყიდული ბინების ღირებულება 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და დედაქალაქში 264 მილიონი დოლარის ბინები გაყიდა. ნოემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 5%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო […]

ირაკლი კობახიძის თქმით, ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა საქართველოს მთავრობის განცხადება წნეხის გამო უარყვეს

კაია კალასმა განაცხადა, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა წავიდა სანქციების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, გუშინ გაკეთებული განცხადება სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა. „ამ თემას მოჰყვა სპეკულაციები. მე გუშინ გავაკეთე განცხადება, 5 […]

დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ100 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. „ამასთან, აღნიშნული გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) […]

საარჩევნო კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება დაადასტურა

აშშ-ის 50 შტატის საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, იტყობინება ადგილობრივი მედია. ყველაზე ბოლოს არჩევნების შედეგები დადასტურდა ჰავაიში. იქ ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიიღო ოთხი საარჩევნო ხმა. ამრიგად, ეროვნული შედეგები ნოემბრის არჩევნების შედეგებს დაემთხვა: არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო 312 ხმა, ჰარისმა – 226. პრეზიდენტად ასარჩევად საჭიროა 538 ამომრჩეველთა ხმიდან 270. საარჩევნო […]

სალომე ზურაბიშვილი – ხალხმა, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და სამთავრობო ტელევიზიებს უყურებს, არც იცის, რომ მათი მთავრობა იტყუება და მოტყუების გარდა, შეურაცხყოფას აყენებს თავის პარტნიორებს

ხალხმა, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ახლა ამ [სამთავრობო] ტელევიზიებს უყურებს, არც იცის, რომ მათი მთავრობა იტყუება და მოტყუების შემდეგ ასევე შეურაცხყოფას აყენებს თავის პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ახლა ვხედავთ და თქვენც ხედავთ ტყუილებს, როდესაც [საქართველოს] ოფიციალური განცხადებები თქვენი ქვეყნების, თქვენი ზოგიერთი ქვეყნის პოზიციებს, აღწერენ საგარეო […]

ირაკლი კობახიძე იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის შესახებ განცხადებაზე – მთავრობას ჰქონდა სანდო, საიმედო ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე გაკეთდა განცხადება

კაია კალასმა განაცხადა, რომ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც სანქციების წინააღმდეგ წავიდა. რაც შეეხება რუმინეთს, თქვენმა კოლეგამ, ბატონმა იოზვიაკმა, რომელსაც ხშირად ეყრდნობით ხოლმე და ყველა ეყრდნობა, რუმინეთთან დაკავშირებით ეს ინფორმაცია დაადასტურა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც განმარტა, თუ რის საფუძველზე გადაუხადა მადლობა იმ ხუთ ქვეყანას […]

ქერჩის სრუტესთან რუსული ტანკერების მიერ განცდილი ავარიისას ზღვაში ჩაღვრილი მაზუთის დიდი ლაქა, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიული წყლების მიმართულებით გადაადგილდება და ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას – ნინო ჩხობაძე

ქერჩის სრუტესთან რუსული ტანკერების მიერ განცდილი ავარიისას ზღვაში ჩაღვრილი მაზუთის დიდი ლაქა, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიული წყლების მიმართულებით გადაადგილდება და ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას – ნინო ჩხობაძე ქერჩის სრუტესთან რუსული ტანკერების მიერ განცდილი ავარიისას ზღვაში ჩაღვრილი მაზუთის დიდი ლაქა, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიული წყლების მიმართულებით გადაადგილდება და ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას. ამის შესახებ „რეზონანსთან“ გარემოს […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 14:00 საათისთვის 2.7950 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 14:00 საათისთვის 2.7950 ლარად ივაჭრება · 1 აშშ დოლარი – 2.8117 ლარი. კურსის ცვლილება 0.43 თეთრი. · 1 ევრო – 2.9483 ლარი. კურსის ცვლილება 0.68 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5686 ლარი. კურსის ცვლილება 0.69 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0804 ლარი. ცვლილება 0.01 თეთრი; · 100 რუსული რუბლი – […]

“რუსული არჩევნები, 600 მილიონი და გაყალბება” – რას ამბობს პრეზიდენტი ევროპარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში რუსული არჩევნები ჩატარდა და გაყალბეების მასშტაბურ სქემაზე ისაუბრა: ასე მოვედით ჩვენ რუსულ არჩევნებთან, რომელზეც იყო სისტემატური, მასიური გაყალბება და ეს გაყალბებები იყო ძალიან დახვეწილი, ძალიან კარგად იყო დაგეგმილი იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეტანილი იქნა გაცილებით ადრე. საარჩევნო კომისიაში დანიშნეს, არა იმ წესებით, რომელიც ევროკავშირის რჩევა იყო, […]

,, კობახიძის მუქარა აღარავის ადარდებს, ბიზნესიც იგივე აზრზეა, რაზეც მოსახლეობის დიდი ნაწილი” – ირაკლი გურჩიანი

შპს ტოიოტა ცენტრი თბილისის დამფუძნებელი და დირექტორი, ირაკლი გურჩიანი ,,ტვ პირველთან” ამბობს: ,,ირაკლი კობახიძე ვის რას დაემუქრება, ეს აბსოლუტურად არავის აღარ ადარდებს. ძალიან კარგია, ბიზნესი რომ იგივე აზრზეა, რაზეც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი … ქართველი ერი ერთმანეთს ჭამდა, მაგრამ როცა ერთი საერთო მტერი გამოჩნდებოდა ხოლმე, საქართველოს კარიბჭეებთან იმპერიები დახეთქებულა … რუსეთი, ბელარუსი გველის, მეტი არაფერი – […]