ბიძინა ივანიშვილი – მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ – ეს არის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, რომელსაც ქართველ ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ სთავაზობს

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას […]

მამუკა მდინარაძე – ჩვენ ვივლით ქართულ გზაზე, სადაც თანაბარი შანსი და გარანტია ექნება ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, დეოკუპაციას და ქვეყნის გამთლიანებას, რწმენის, ეროვნული იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წევრობას ევროპულ ოჯახში

ჩვენ არასდროს მივატოვებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხს. დარწმუნებულები ვართ, რომ ვერავინ მოატყუებს მათ და ქართველი ხალხიც ბოლომდე დაგვიდგება გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს არის ნამდვილი ერთობა და არა უბრალოდ სიტყვა, […]

ივანიშვილი ენმ-ზე: გლობალური ომის პარტიის შედეგია, რომ დღემდე ამ ბოროტებას ვებრძვით

ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობის წყალობით 2012 წელს დავამარცხეთ სისხლიანი რეჟიმი და ვფიქრობდით, რომ ნაციონალური მოძრაობა ვეღარასდროს განაცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ გადგმული ფესვები და წარმოადგენდნენ იმ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას, რასაც დღეს გლობალური ომის პარტიად მოვიხსენიებთ. სწორედ, გლობალური ომის პარტიის მფარველობის შედეგია, რომ ამ ბოროტებასთან დღემდე გვიწევს ბრძოლა.

ივანიშვილი: თუ აშშ-ში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს

ან იომებთ, ან წახვალთ – ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულებას, რასაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს. ყველასთვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს, ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს ქართული ოცნების მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება. გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება, […]

ივანიშვილი: კოლექტიურ ნაცმოძრაობას 2008-ში დაკვეთის შესრულებისთვისაც მოუწევს პასუხისგება

ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით, 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენ ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა. კონტროლი დავკარგეთ 125 დასახლებულ პუნქტზე, გარდაიცვალა 412 […]

რა თქვა ივანიშვილმა – სრულად

16 ივლისს, ქართული ოცნების ახალი ოფისის განხსნაზე სიტყვით პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა. გამოსვლისას ივანიშვილმა დიდი დრო დაუთმო 2012 წელს “სისხლიანი რეჟიმის” დამარცხებაზე საუბარს და ასევე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც. მან თქვა, რომ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა “გლობალური ომის პარტიის” სურვილია და ასევე დაიმუქრა, რომ არჩევნების შემდეგ “კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პასუხი უნდა […]

სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ – ირაკლი კობახიძე

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და „ქართული ოცნების“ ახალ ცენტრალურ ოფისს. პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის […]

დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას – ბიძინა ივანიშვილი

დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია, ვინაიდან ამომრჩეველი საქართველოში და მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ გათვითცნობიერებულია. „წლევანდელი არჩევნები ერთი რამით […]

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა – ბიძინა ივანიშვილი

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის შედეგი, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ გუნდი და პირადად მე წლების მანძილზე ვქმნიდით საფუძველს – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. „საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის, ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. […]

საკონსტიტუციო სასამართლო 17-18 ივლისს მოსამართლეების კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო 17-18 ივლისს მოსამართლეების კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს. რომელიც მოსამართლის უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების წესებს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსარჩელეები მოსამართლის უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების წესებს სადავოს ხდიან. სრულად წაიკითხეთ აქ.