ივანიშვილის თქმით, “გლობალურ ომის პარტიას” ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება სურს

ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კვლავ ისაუბრა “გლობალურ ომის პარტიაზე” და განაცხადა, რომ მათ საქართველოს მთავრობაში “აგენტურის” დაბრუნება სურთ. მისივე თქმით, “აგენტურა” სააკაშვილის, გვარამიას, ზურაბიშვილის, ხაზარაძის, გახარიას, ბოკერიასა და “სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებისგან” შედგება. “გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს […]
ივანიშვილი: ჩინეთი არ არის აშშ-ის და ევროკავშირის ალტერნატივა, ის თანამშომლობის შემავსებელია

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობა არ არის აშშ-ის და ევროკავშირის ალტერნატივა, არამედ შემავსებელი ფაქტორია. ამის შესახებ მან პარტიის ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც პარტიამ ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც მისივე თქმით, საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. “ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ჩვენი […]
,, დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს” – ივანიშვილი

,, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველებისთვის ესაა ბოლო გაბრძოლება საქართველოში არეულობის შემოსატანად და მეორე ფრონტის გასახსნელად. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში მშვიდობის საბოლოოდ განსამტკიცებლად, გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დასასრულებლად, სიმშვიდის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის შესანარჩუნებლად, ეროვნული ღირსების დასაცავად და ამ ყველაფრის შედეგად, საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად. წლევანდელი არჩევნები ერთი […]
,,ხალხის ძალა” საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” სიით მიიღებს მონაწილეობას

,,ხალხის ძალა” საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” სიით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ახალი ოფისის გახსნაზე თქვა: ,,მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ჰქვია და ეს შემთხვევითი არ არის, ეს მისალმებაც, მათ შორის, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, დღეს გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან, საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას“
,, საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ” – ივანიშვილი

,,დღეს, საქართველოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეს. საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ. იმისათვის, რომ ასეთი კრიტიკული არჩევანის წინაშე აღარასდროს დავდგეთ, აუცილებელია საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ აგენტურა, რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა სწრაფი ტემპით განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას. სამწუხაროდ, კონკრეტული […]
,, ისეთი პირი უჩანს, ეს კიდევ უფრო დიდ შარში გახვევს ქოცებს” – ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ერთხელაც მომეცით ხმა და მერე ტრამპი დაალაგებს ყველაფერსო 🤡 ისეთი პირი უჩანს, ეს კიდევ უფრო დიდ შარში გახვევს ქოცებს.”
,, მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა” – ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა ,,ქართული ოცნების” ოფისის გახსნაზე განაცხადა: ,,საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის, ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის შედეგი, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ გუნდი […]
შალვა პაპუაშვილი – ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა, ეს არის ევროპა – ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა. ეს არის ევროპა. ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა’’, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი […]
მამუკა მდინარაძე – „ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებს მონაწილეობას – ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს, რომ „ნაცობა“, როგორც აგენტურული, ბნელი და სისხლიანი იდეოლოგია, საბოლოოდ დამთავრდეს და გასამართლდეს

ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად დღეს, გავკადნიერდები, რომ „ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩვენებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებს მონაწილოებას , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, წელს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, რადგან დამოუკიდებელი ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებას, გლობალური ომის ძალების აგენტურა ცრუ […]
კახა კალაძე – არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ – მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ!

არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენ მიერ დაწყებულ პროცესს, ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ – საქართველო იყო და არის ევროპა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ – „მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“. […]