“საჯარო მოხელეებო, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალს” – გახარიას მიმართვა

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის საგანგებო ბრიფინგისას, ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, ამბობს: ქვეყანა სისტემურ პოლიტიკურ კრიზისშია. არჩევნების გაყალბების შემდეგ, „ოცნებამ“ მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი, იძალადა საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც თავის განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ. ამ ყველაფრის პარალელურად „ოცნება“ ახერხებს იმას, რომ არალეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოში გააქვს ისეთი კანონები, რომლებითაც საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი – პრეზიდენტის ინსტიტუტი […]
ვიდეო – ფეხზე წამოდგომა და უწყვეტი, ხანგრძლივი ტაში – როგორ შეხვდნენ ევროპარლამენტარები პრეზიდენტის მწვავე გამოსვლას

საქართველოს პრეზიდენტის უმწვავეს გამოსვლას ევროპარლამენტში, სადაც მან თქვა, რომ მაშინ, როცა ქართველი ხალხი დღე და ღამე იბრძვის, ევროპა ნელა მოქმედებს და თუ ევროპას არ შეუძლია საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის ე.წ. მთავრობის წინააღმდეგ გამოიყენოს ბერკეტები, როგორ მოერევა დიდ გიგანტებს, სადაც ასევე თქვა, რომ რუსეთი ერეოდა არჩევნებში და ე.წ. ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ხალხს, პრაქტიკულად, 1921 წელია და ითხოვა […]
„ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს!“ – 20 დეკემბერს აქცია-მსვლელობა გაიმართება

ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს! მსვლელობა 20 დეკემბერს, 19:00 საათზე – ბარათაშვილის ქუჩიდან (კონკა) პარლამენტამდე გაიმართება. ხაზგასასმელია, რომ: · მსვლელობის საინიციატივო ჯგუფს არ აქვს პრეტენზია ისაუბროს დარგის სახელით, რომელიც აერთიანებს რამოდენიმე ათას ადამიანს და ასობით ორგანიზაციას. · მსვლელობას არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი ან ლიდერი. ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს სექტორს და გააჩნია […]
The Guardian-მა გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია 2024 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian-მა 2024 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. ამჯერად მათ 100-დან 41-ე პოზიციამდე ფეხბურთელები დაასახელეს და რაოდენობას ნელ-ნელა გაზრდიან. მოცემულ რეიტინგში მე-80 ადგილს საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი იკავებს, ხოლო 49-ე ადგილზე საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.
ჩვენ გვინდა მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვინდა მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იმეორებს ზუსტად იმ სლოგანს, რა სლოგანითაც აგვირჩია ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგებით მმართველი გუნდის რეიტინგი უცვლელია, ანუ იმეორებს იმას, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა […]
სალომე ზურაბიშვილი – ევროპას გამოწვევისთვის ბოლომდე არ უპასუხია, ბევრად მეტი შეიძლება და ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს – როცა ქართველები დღე და ღამე იბრძვიან, ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს

ევროპას გამოწვევისთვის ბოლომდე არ უპასუხია, ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რასაც რუსეთი ახლა ჩვენთან ცდის, ინტერვენციის გაცილებით იაფ ფორმას წარმოადგენს. ფორმას, რომლითაც ქვეყანაში თავის მარიონეტებს იყენებს, იყენებს ჩვენს საერთო დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არჩევნებს და არჩევნების გზით თავის წესებს აწესებს. თუ გულწრფელები ვიქნებით, ევროპას გამოწვევისთვის ბოლომდე არ […]
შალვა თადუმაძე დასანქცირების გამო, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე, რომელიც ლიეტუვის მიერ დასანქცირებულ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირთა სიაშია, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ამასთან, თადუმაძე საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს მიმართავს, მოიწვიოს ლიეტუვის ელჩი, უზრუნველყოს აღნიშნულ შეხვედრაზე მისი დასწრება და ოფიციალური პირისაგან განემარტოს, “თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ […]
ირაკლი ჭეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე – თავს რომ პრეზიდენტს უწოდებ და ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 5 კაცი დაგხვდება დარბაზში და ადამიანების სიმცირის გამო ჩაწერილი ტაშით შეგეგებებიან, ესე იგი არც შინ ვარგიხარ და არც გარეთ!

თავს რომ პრეზიდენტს უწოდებ და ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 5 კაცი დაგხვდება დარბაზში და ადამიანების სიმცირის გამო ჩაწერილი ტაშით შეგეგებებიან, ესე იგი არც შინ ვარგიხარ და არც გარეთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. ჭეიშვილი აზუსტებს იმასაც, რომ ევროპარლამენტი 720 წევრისგან შედგება. „თავს რომ პრეზიდენტს უწოდებ და […]
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იუსტიციის მინისტრს, ანრი ოხანაშვილს მოუწოდებს, არ დაუშვას ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იუსტიციის მინისტრს, ანრი ოხანაშვილს მოუწოდებს, არ დაუშვას ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს – მიანიჭოს აფგან სადიგოვს საერთაშორისო დაცვა და „ამ გზით დაიცვას ჟურნალისტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან, ასევე თვითნებური დევნისკენ“. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმიანება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ მიღებულ […]
პრეზიდენტი – მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში წააგო, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში დამკვიდრება, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო მოლდოვაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?

მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო სირიაში, უკრაინაში, მოლდოვასა და რუმინეთში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. “ეს ევროპის სტრატეგიულ ინტერესებსაც ეხება. საქართველო არის, იყო და, დარწმუნებული ვარ, იქნება დასავლეთისა და ევროპის დასაყრდენი რეგიონში. ისეთი, რომელზე კონტროლის მოპოვებასაც რუსეთი ცდილობს, ვინაიდან რუსეთს ახსოვს თავისი იმპერიის დროინდელი გენერლები, რომლებიც ამბობდნენ: […]