„რა სფეროც არ უნდა ავირჩიო, შევეცდები ჩემი მაქსიმუმი ჩავდო მის შესწავლაში“ – „აგროსფეროს“ სტიპენდიატი

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა. წელს „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „საქკაბელს“ სოლარ კაბელის გამოშვებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს „საქკაბელს“ სოლარ კაბელების წარმატებულ წარმოებას, რომელიც კომპანიამ საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმზე წარადგინა. „საქკაბელმა“ საზოგადოებას ბაზარზე მოთხოვნადი კაბელის 50-მდე ნიმუში გააცნო, მათ შორის სოლარ H1Z2Z2-K კაბელი, რომელიც მზის პანელების ურთიერთკავშირსა და გრძელვადიან ფუნქციონირებას საიმედოდ უზრუნველყოფს. კომპანიამ ფორუმზე ასევე მზის ელექტრო სადგურების სამონტაჟოდ საჭირო სხვა საკაბელო და არასაკაბელო მიმართულების პროდუქტები წარადგინა, რომელზე […]
ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 18 ივლისს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციით ინფორმაციით, 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები. მთავრობის […]
შაჰინმა “ქართველი ხალხის აქტი” აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში შესწორების სახით წარადგინა

სენატორმა ჯინ შაჰინმა მის და სენატორ ჯიმ რიშის მიერ ინიცირებული – ქართველი ხალხის აქტი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა. ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. “ქალბატონმა შაჰინმა წარადგინა შესწორება ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში, რომელიც 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის ან სხვა მიზნებისთვის […]
ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარეებმა და წევრებმა გაერთიანება “დაიცავი არჩევნები” ჩამოაყალიბეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარეებმა და თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს, რომელზეც თქვეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროფესიული გაერთიანება “დაიცავი არჩევნები” ჩამოაყალიბეს. ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა ბრიფინგზე გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ არ გააყალბოს არჩევნები, მოამზადონ როგორც საარჩევნო მოხელეები, ისე დამკვირვებლები და კომისიის […]
ურეკში ზღვაში კაცი დაიხრჩო

დღეს დილით ურეკში ზღვაში 60 წელს გადაცილებული კაცი დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, კაცს, რომელიც ადგილობრივი იყო, ზღვაში შესვლის შემდეგ გული გაუჩერდა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, ცხედარი ბათუმის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა. ხაზზე მოძრაობა 06:00 საათზე განახლდა და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება ტექნიკური ხარვეზის გამო რამდენიმე საათით 16 ივლისის საღამოს შეფერხდა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 ივლისს ქუთაისში +32 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ფოთშიც. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +25 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, […]
როგორი ამინდი იქნება 17 ივლისს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით. 19 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 ივლისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი […]
სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც რიგი თანამდებობის პირებისთვის სანქციებს ითვალისწინებს, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა

სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ქალბატონმა შაჰინმა შესწორება წარადგინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში, რომელიც 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს“, – ნათქვამია […]