საქართველოს სახალხო დამცველმა ამბროლაურსა და ონში შეხვედრები გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რაჭის რეგიონს ეწვია და ამბროლაურსა და ონში შეხვედრები გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, იოსელიანმა შეხვედრები 16-17 ივლისს გამართა. „სახალხო დამცველი ამბროლაურში მოქმედი სამოქალაქო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახულ საკითხებზე ისაუბრა; მოკლედ მიმოიხილა უფლებების […]
„სელფის“ როუმინგის შეთავაზება გრძელდება – მეტი ინტერნეტი და Google Maps საჩუქრად

„სელფი მობაილმა“, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც საქართველოში 1,3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში მომხმარებლებს არაერთი სიურპრიზი შესთავაზა. „სელფის“ ინფორმაციით, გერმანიაში, ყველა ქალაქში, რომლებშიც საქართველოს ნაკრები თამაშს მართავდა, მოეწყო სელფის ფანზონები, სადაც ქომაგებს შეეძლოთ თამაშამდე გახურება და შეხვედრა ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან. „სელფიმ მომხმარებელს“, ასევე წარუდგინა სრულიად განახლებული როუმინგი, კიდევ უფრო შემცირებული ტარიფებითა და გაზრდილი […]
დონალდ ტრამპი – სანქციები არ მიყვარს – რასაც ჩვენ სანქციებით ვაკეთებთ, არის ის, რომ ყველას ვაიძულებთ მიგვატოვონ

სანქციები არ მიყვარს, ირანთან მიმართებაში ისინი სასარგებლო იყო, მაგრამ ირანთან სანქციები არც მჭირდებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვას, უფიქრია თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე, როგორც უკრაინაში ომის დასრულების „შეთანხმების“ ნაწილის, დონალდ ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა. „დიახ. რასაც ჩვენ სანქციებით ვაკეთებთ არის […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე გეოლოგიის, სამთო და გეოინჟინერიის, საინჟინრო გეოდეზიის, საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის, პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების, ასევე, სამთო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულ ბაკალავრთა, მაგისტრთა და დოქტორთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება დეკანმა, პროფესორმა ანზორ […]
თიბისის პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავების კომპანია „ვინ ვეის“ პრიორიტეტი ხარისხია

საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილობრივი სარგებლობს, თავად სასტუმროების თუ სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა კი 3000-მდეა. სასტუმროებთან დაკავშირებული ბიზნესებიც, მთელი სექტორის კვალდაკვალ, სწრაფად ვითარდება. სასტუმროების ხარისხიანი, გამართული მომსახურება სამრეცხაოთი და ქიმწმენდით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც მთლიანი სფეროს შეუფერხებელ ფუნქციონირებას განსაზღვრავს. […]
აბონენტების და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიზარდა – „თელასი“
2024 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,815 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6.4% (110 მილიონი კვტ.სთ-ით) აღემატება 2023 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას, – ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. აღნიშნულ მატებას „თელასი“ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდით ხსნის. „სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით […]
რუსეთი “ცრუ განგაშს” უკავშირებს სამხრეთში ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბურ წყვეტას

რუსეთის ბირთვული ენერგიის კომპანია “როსენერგოატომი” აცხადებს, რომ როსტოვის ბირთვული ენერგოსადგურის განყოფილების გამორთვა – რასაც სამხრეთ რუსეთში და ოკუპირებული ყირიმის არეალებში ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა მოჰყვა – “ცრუ განგაშის” გამო მოხდა. რუსეთის სამხრეთში და ყირიმში ელექტროენერგიის მიწოდება 16 ივლისს შეწყდა, მას მერე, რაც განყოფილება სასწრაფო წესით გამოირთო – “როსენერგოატომის” განცხადებით, ეს მოხდა “დამცავი მექანიზმის ამუშავების” შემდეგ. კომპანია […]
ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის შესახებ „ქართული ოცნების“ კვლევაზე – საინტერესოა, გივი მიქანაძის ორგანიზაცია თუ მოხვდა „მიქანაძის დავთარში“ – ეს კვლევა ზერელედაა გაკეთებული, მასში ბევრი ცდომილებაა

ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმა – „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია „გივი მიქანაძის დავთარს უწოდებს” იმ ორგანიზაციების სიას, რომელთა დაკავშირებითაც „ქართულმა ოცნებამ” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და ამბობს, რომ ეს კვლევა ზერელედაა ჩატარებული. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევაში ბევრი ინფორმაციაა გამოტოვებული. “ამ სიას დავარქმევდი “გივი მიქანაძის დავთარს”. საინტერესოა, მისი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოხვდა ამ სიაში და […]
დონალდ ტრამპი – პუტინს ვეტყოდი: არასდროს, არასდროს შეხვიდე უკრაინაში

პუტინს ვეტყოდი: არასდროს, არასდროს შეხვიდე უკრაინაში, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. „პუტინსა და მე ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ომის საფრთხე არ გვემუქრებოდა. ის უკრაინაში არასდროს ჩაერეოდა. მე ვეტყოდი: არასდროს, არასდროს შეხვიდე უკრაინაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპი შექმნილი ვითარების გამო აშშ-ის პრეზიდენტს, […]
გია ჯაფარიძე – ტრაგიკულია, როცა 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ებრძვი ისევ იმ პარტიას, რომელიც 12 წლის წინ დაამარცხე – გუშინ დადასტურდა, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება

ტრაგიკულია, როცა 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ებრძვი ისევ იმ პარტიას, რომელიც 12 წლის წინ დაამარცხე – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის გახსნაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებას განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ დადასტურდა, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება. „ეს იყო […]