აფხაზეთში ხელი მოაწერეს აფხაზური გვარების აღდგენის პროგრამას

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ და რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტმა ხელი მოაწერეს უწყებათაშორისი თანამშრომლობის პროგრამას ეთნიკური აფხაზების (აბაზა) აფხაზური გვარების აღდგენის უფლებების განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროგრამის მიზანია ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, აფხაზი ხალხის ეთნიკური იდენტობის შენარჩუნება და აფხაზური გვარების აღდგენის პროცედურის დასრულება. როგორც იუსტიციის სამინისტროს [დე ფაქტო] პრესსამსახური იუწყება, პროგრამა […]
რუსი გიდები აფხაზებს ჩაანაცვლებენ? – მოსკოვის კიდევ ერთი მოთხოვნა

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი აფხაზეთის ტურიზმის მინისტრმა თანამდებობა რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების გამო დატოვა აფხაზეთის ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მიზეზი რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მინისტრთა კაბინეტის ინიციატივა გახდა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთში რუსული ტურისტული კომპანიებისა და გიდების მუშაობაზე შეზღუდვების სრულ მოხსნას. ამჟამად კანონით, უცხოელებს ეკრძალებათ ექსკურსიის განხორციელება აფხაზეთის ტერიტორიაზე. გავრცელებულმა […]
აგვისტოს შემდეგ გლდანის თეთრი ტბის წყლით შევსება დაიწყება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, აგვისტოს ბოლოს გლდანში თეთრი ტბის შემავსებელი სისტემის მოწყობა დასრულდება და შემდგომ ტბის წყლით შევსება დაიწყება. “თეთრ ტბას წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, პრობლემა გახდა მისი წყლით შევსება, რის გამოც, მან დაიწყო დაშრობა, რაც გლდანის მცხოვრებთათვის პრობლემას წარმოადგგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი წერილი შემოვიდა. ამიტომ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა პრობლემის გამომწვევი […]
ავტომობილთა იმპორტიორებისთვის პროცედურები მარტივდება – დეტალები

ავტომობილთა იმპორტიორებისთვის პროცედურები მარტივდება, – ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა. შემუშავდა და განხორციელდა ცვლილებები ავტომობილის ემისიის ევრო 5 (Euro 5b) სტანდარტის შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც გაადვილდება და გაუმჯობესდება ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებისა და მანქანების რეგისტრაციის პროცესი. ცვლილებების მიხედვით, გამარტივებული დოკუმენტაციური კონტროლი დაწესდა, როგორც უკვე […]
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში

წელს ბათუმი უკვე მე-17 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ერთგული მხარდამჭერიც, კვლავაც, თიბისი კონცეპტია. ისე როგორც ყოველ ზაფხულს, თიბისი კონცეპტი მოხმარებელს, წელსაც განსაკუთრებულ საზაფხულო შეთავაზებებს უმზადებს. იმისათვის, რომ კონცეპტ მომხმარებლის ზაფხული დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდეს, ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, თიბისი კონცეპტმაყველა დეტალზე იზრუნა. გამგზავრება თბილისიდან ბათუმში: 26-29 ივლისის, თბილისიდან ბათუმში მატარებლით მგზავრობას, შეიძინეთ ბილეთები თიბისი […]
რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა ანგარიშში არ შეიტანა მონაცემები, ომის მსხვერპლის დასამალად

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა ყოველწლიურ ანგარიშში არ შეიტანა “გარე მიზეზებით” დაღუპული ადამიანების შესახებ მონაცემები – იუწყება მედიასაშუალება Meduza დემოგრაფიის ექსპერტზე, ალექსეი რაშკაზე დაყრდნობით. რუსეთი ამ დრომდე აცალკევებდა ავადმყოფობით და გარე მიზეზებით, მაგალითად, მკვლელობით და თვითმკვლელობით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებს. ამ მონაცემის მოტანის შემთხვევაში, ექსპერტები შეძლებდნენ მის გამოყენებას იმის დასადგენად, რამდენი რუსი დაიღუპა უკრაინაში მოსკოვის ძალების შეჭრის […]
კალაძის თქმით, გლდანის ტბის შემავსებელი სისტემის მოწყობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის ღონისძიებებზე ილაპარაკა. კალაძის თქმით, ტბის საკითხზე მერიაში მოქალაქეების ბევრი წერილი შევიდა, რის გამოც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაევალა. მიზეზების დადგენის შემდეგ, ტბის ხელოვნურად შევსების გადაწყვეტილება მიიღეს. „კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტბის შევსება/გაჯანსაღებისთვის მისი მოცულობის საჭირო ნიშნულამდე გაზრდა დაიგეგმა. იქედან […]
,, არჩევანი დგას არა მშვიდობასა და ევროკავშირს შორის, არამედ ევროკავშირში მშვიდობასა და რუსეთში ომს შორის” – შოთა დიღმელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი: ,,ივანიშვილი გვეუბნება, რომ ოქტომბერში ვირჩევთ ომსა და მშვიდობას შორის ოპოზიცია გვეუბნება, რომ ოქტომბერში ვირჩევთ ევროპასა და რუსეთს შორის სხვა თანაბარ პირობებში, მოქალაქეების უმრავლესობა მშბიდობას და ევროკავშირს შორის აირჩევს მშვიდობას ამიტომ ოპოზიციის კამპანიის გამოკვეთილი ფოკუსი უნდა იყოს მოქალაქეების ინფორმირება, რომ მშვიდობა ევროპაშია. ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად ხალხმა უნდა იცოდეს შემდეგი ფაქტები: 1 ევროკავშირი […]
,,ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ,,ქართული ოცნების” შეკრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: ,,ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა. 1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი. განსხვავება იმაშია, რომ: ბიძინას მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო კითხვაა – ომი გინდათ, თუ მშვიდობა? პრეზიდენტი გვთავაზობს კითხვას – დასავლეთისკენ ვაგრძელებთ სვლას, თუ ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში? […]
,,იქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა უჟმურად შეხვდა ხალხს და იყო უხასიათო“ – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს: ,,იქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა უჟმურად შეხვდა ხალხს და იყო უხასიათო. ნიღაბიც იმიტომ ეკეთა, რომ სულ უფრო ნაკლებად ენახათ ის სახე, რა სახეც მერე ყველამ ვიხილეთ: დამფრთხალი, შეშინებული. თან კითხვა არაა მისი ძლიერი მხარე, ამ რთულმა ამოცანამ კიდევ უფრო მეტად დაძაბა და გააფუჭა. სწრაფ-სწრაფად აყრიდა რაღაც სიტყვებს, ეტყობა […]