„საბა 2024“-ის გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული კონკურსის, „საბა 2024“-ის გამარჯვებულები ცნობილია. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ფულად ჯილდოებს მიიღებენ არამხოლოდ გამარჯვებულები, არამედ ფინალისტებიც. საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო ლიტერატურული კონკურსის, „საბას“ 22-ე დაჯილდოება არ ჩატარდა. „საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს „საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე „საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში. სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო […]

ზელენსკი: უკრაინა ვერცერთ სახელმწიფოს ვერ დართავს ნებას, მისი სახელით ელაპარაკოს პუტინს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანას და არცერთ ლიდერს არ აქვს უფლება, უკრაინის სახელით ელაპარაკოს რუსეთს. ზელენსკი თვლის, რომ ნებისმიერი დიალოგი კრემლთან შესაძლებელია მხოლოდ მოქმედების შეთანხმებული გეგმით და ძალის პოზიციიდან. ზელენსკიმ ამის შესახებ Le Parisien-ს უთხრა, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შედეგების შესახებ საუბრისას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა თვითონ განსაზღვრავს თავის […]

შალვა თადუმაძე დასანქცირების გამო, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს

შალვა თადუმაძე დასანქცირების გამო, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე, რომელიც ლიეტუვის მიერ დასანქცირებულ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირთა სიაშია, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ამასთან, თადუმაძე საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილსმიმართავს, მოიწვიოს ლიეტუვის ელჩი, უზრუნველყოს აღნიშნულ შეხვედრაზე მისი დასწრება და ოფიციალური […]

ველი საუბარს ბიძინა ივანიშვილთან – ბერსე

ველი საუბარს ბიძინა ივანიშვილთან – ბერსე ველი საუბარს საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან, – წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე X-ზე. დღეს, 18 დეკემბერს, ბერსე უკვე შეხვდა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. „პირველივე საქმე ამ დილით – შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა ველი საუბარს საქართველოს […]

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს – შეუძლია ევროპას იმის მიღება, რომ მათ ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრი პირდაპირ იტყუება იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის პოზიციებზე?

შეუძლია ევროპას იმის მიღება, რომ მათ ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრი პირდაპირ იტყუება იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის პოზიციებზე? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. „როგორ შეუძლია ევროპას მოქმედება? უპირველეს ყოვლისა – პოლიტიკური მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს [მეცოლას] შეხსენებისთვის, რომ გვჭირდება მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონეებიდან, ვინაიდან ქართველებმა, უპირველეს ყოვლისა, […]

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. მათ გაშლილი აქვთ ბანერი – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები ევროპული მომავლისთვის“. ასევე მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერებით – „ჩვენი ადგილი ევროპულ საქართველოშია“, „ევროპა უცხო ქვეყანაში კი არა, საქართველოში მინდა!“ „ევროპის გარეშე იზოლაცია გარდაუვალია“, „შენ ართმევ ჩემს შვილს მომავალს“. ადგილზე აქციის მონაწილეებს საქართველოსა და […]

სალომე ზურაბიშვილი – დაკავებულები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ

დაკავებულები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მეორე მიმართულება, სადაც ევროპას მოქმედება შეუძლია, სამართლიანობაა და ეს არის ის, რასაც ევროპა იცავს. ჩვენ ციხეში მყოფი ასობით დაკავებული, რომელთაგან რამდენიმეს 9 წლამდე სასჯელი ემუქრება, სასწრაფოდ უნდა გავათავისუფლოთ. ასევე, საჭიროა ძალიან დიდი ყურადღებით დაკვირვება. ვიცი, რომ გუშინ რამდენიმე ელჩი სასამართლო […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალენ ბერსეს ვიზიტის მნიშვნელობას და ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე – ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. „ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა. ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე […]

“მხდალი, ოპორტუნისტი &₾ეები არიან ვერ დაიმალებიან, არავის სიჩუმე დაგვავიწყდება” – ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე: იმ ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს, ვინც დღეს ჩუმადაა, კარგად ესმის, საით მიდის ეს ქვეყანა ისინი ელიან რეჟიმის გამარჯვებას და ემზადებიან მჩაგვრელი ელიტის ნაწილად გახდომისთვის იმიტომ რომ მხდალი, ოპორტუნისტი &₾ეები არიან (განახვავებით ტვინგარეცხილი ფორმიანებისგან და უტვინო ტიტუშკებისგან) ვერავინ დაიმალება. არავის სიჩუმე დაგვავიწყდება. მათ შორის, არც მოვალეობის მოხდის მიზნით მოგდებული სთორები.

ვიდეო – “ტყუილია, ტყუილია, ტყუილია” – რატომ ამოიჩემა კობახიძემ შოთა არველაძე?

ირაკლი კობახიძე, ტვ პირველის ყველა კითხვის პასუხად ამბობს, რომ ტყუილია. ის ამბობს, რომ სადაც პოლიტიკოსები გამოჩნდებიან, იქ ხალხი არ უნდა დადგეს. ასევე, კიდევ ერთხელ, ამოჩემებულად მიმართავს შოთა არველაძეს, მივიდეს და მასთან ისაუბროს, რატომ მიმართავს ასეთი დაჟინებით მას, უცნობია, სავარაუდოდ, რომ აღარ გავიდეს აქციაზე და აღარ თქვას სათქმელი, ასევე, სხვა სპორტსმენებმაც რომ არ მიბაძონ. იგი მაქსიმალურად […]