დღეს მამუკა სალუქვაძის დაბადების დღეა

1955 წლის 17 ივლისს, პოეტ ანზორ სალუქვაძისა და კომპოზიტორ ინოლა გურგულიას ოჯახში დაიბადა მამუკა სალუქვაძე. ინოლამ შვილს ანდერძად დაუბარა: “მამუკა, დედი! შენ იცი, როგორ ლამაზად გამიგრძელებ და გამიხანგრძლივებ სიცოცხლეს. დედის დამარხვა ვაჟკაცის ვალია, შენ პირველი არ ხარ, გახსოვდეს. რა აზრი აქვს სხეულს და მძორს, როცა ჩემი სული შენში ცოცხლობს, ჩემი ათასი ფიქრი და გრძნობა შენში […]

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა

ისტორიაში პირველად, საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა, – ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვეს, რაც ქართული წყალში ხტომის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია. მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ღირსებას მარიამ შანიძე, თეკლა შარია, გიორგი წულუკიძე და […]

საქართველოში ამინდი უარესდება

18-20 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს: 21 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 […]

სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციამ 13.4%-ით გაზარდა საწარმოების რაოდენობა – 2024-2030 წლების სტრატეგია

მყარი მტკიცებულება არსებობს, რომ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციამ 13.4%-ით გაზარდა საწარმოების რაოდენობა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ავტომობილების რაოდენობა ინტერვენციის გზებზე საშუალოდ დღეში 44.2 ერთეულით გაიზარდა (4.2%), გზებზე საშუალო სიჩქარე 13.6 კმ/სთ-ით გაიზარდა (24.4%), შესადარებელ გზებთან შედარებით. მყარი მტკიცებულება არსებობს, […]

სექტემბრიდან საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA პირდაპირ ფრენებს იწყებს

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი სამგზავრო რეისების შესრულებით ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია AIR CHINA არის დაინტერესებული. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, AIR CHINA ავიარეისების განხორციელებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში სამი სიხშირით განიხილავს. რეისების დასაწყებად ავიაკომპანიასთან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის […]

პარლამენტში, ხვალ, საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში, საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ. გაბიტაშვილის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, რის შემდეგაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის არჩევის საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გავა. საპროკურორო საბჭოში გამართული გასაუბრების შედეგად, გაბიტაშვილმა 11 ხმა – საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტის მხარდაჭერა მიიღო. ექვსი წლის ვადით, ახალი გენერალური პროკურორის ასარჩევად პარლამენტის 76 […]

საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები, სერვისს, სრულად უფასოდ მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანი, საქართველოში, B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა. „პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, […]

სანდრო რაქვიაშვილი – არ შევუერთდებით ოპოზიციას საკონსტიტუციო სარჩელში – კომიკურად გამოიყურება, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი აკეთებს – არასამთავრობოების სარჩელი შემიძლია გავიგო, ისინი ასეთი სარჩელების წერაში ფულს იღებენ

ჩვენ არ შევუერთდებით ოპოზიციას ამ სარჩელში – ძალიან კომიკურად გამოიყურება ის, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი აკეთებენ – არასამთავრობოების სარჩელი კიდევ შემიძლია გავიგო, ისინი ფულს იღებენ, რომ ასეთი სარჩელები წერონ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, როდესაც დარწმუნდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მართვადია […]

„ჰეზბოლას“ ლიდერი – „ჰეზბოლა“ ისრაელში ახალ სამიზნეებს დაარტყამს, თუ იგი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას გააგრძელებს

„ჰეზბოლა“ ისრაელში ახალ სამიზნეებს დაარტყამს, თუ იგი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას გააგრძელებს, – ამის შესახებ „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა. „მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღების გაგრძელება, წინააღმდეგობას უბიძგებს, რომ რაკეტები იმ დასახლებების მიმართულებით გაუშვას, რომელიც ადრე სამიზნეებს არ წარმოადგენდა“, – განაცხადა ჰასან ნასრალამ. ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, გუშინ, ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად ლიბანში ხუთი […]

კობა კობალაძემ ამპუტანტ ბავშვთა საფეხბურთო გუნდის წევრებს უმასპინძლა და მათ ბელგიაში გამართულ შეკრებაზე წარმატებები უსურვა

მიმდინარე წლის 17 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრთან არსებულ ამპუტანტ ბავშვთა საფეხბურთო გუნდის წევრებს: ლუკა ჯავახიშვილს, ნიკოლოზ გაბაშვილს და ლუკა უფლისაშვილს უმასპინძლეს და მათ საფეხბურთო ბანაკ „EAFF junior camp 2024“-ის შეკრებაზე წარმატებები უსურვეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კიდურ ამპუტირებული და/ან […]