პირი, რომელიც „ფეისბუქის“ მეშვეობით, დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას დაეუფლა, შსს-მ თაღლითობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული „ფეისბუქის“ მეშვეობით, დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2004 წელს დაბადებული წარსულში […]

ჯაბა სამუშიამ აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრისა და გამოჩენილი პოლიტიკოსის აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ორდღიანი კონფერენციაში, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მასპინძლობს, მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები კანადიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან. […]

ნინო ლაცაბიძე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში საცხოვრებელი გარემო გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო და შენობების გამაგრება-რეაბილიტაციისას, განსაკუთრებით, ძველ რუსთავში, მათ ავთენტური იერსახე შევუნარჩუნოთ

რუსთავში, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი კორპუსების სრული გამაგრება-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, სამუშაოები 12 მისამართზე უკვე დასრულდა და 4-ში აქტიურად მიმდინარეობს. 2024 წელს, რუსთავში ჯამში 16 კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათი ცნობით, 2023-2024 სასწავლო წელს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ტრანსპორტის, სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, ლოგისტიკის, საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის, სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის, ასევე, საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო, სამაგისტრო […]

მედია – უკრაინელმა დამცველებმა უროჟაინოდან უკან დაიხიეს

უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის ოლქის უროჟაინოს დასახლებიდან უკან დაიხიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფ “ხორტიცას“ წარმომადგენელზე, ნაზარ ვოლოშინზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, რუსულმა ძალებმა მთლიანად გაანადგურეს დასახლება და უკრაინელი სამხედროების პოზიციები. რის გამოც, პირადი შემადგენლობის გადარჩენის მიზნით, სარდლობამ უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო. „იმის გამო, რომ მტერმა უროჟაინოში თითქმის ყველაფერი გაანადგურა, თავდაცვის ძალებმა სხვა პოზიციებზე დაიხიეს. […]

21 ივლისის დილამდე საქართველოში წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო). „18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, […]

ვიქტორ ორბანი – დიდ პატივს ვცემ საქართველოს მთავრობას, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ძალიან რთულ პირობებში, სამწუხაროდ ევროპაში ბევრს არ ესმის ეს რამდენად რთულია

დიდ პატივს ვცემ საქართველოს მთავრობას, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ძალიან რთულ პირობებში, სამწუხაროდ ევროპაში ბევრს არ ესმის ეს რამდენად რთულია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველო არის შესანიშნავი სახელმწიფო, რომელიც ძალიან კარგად აკეთებს საქმეს. „საქართველო არის შესანიშნავი სახელმწიფო, რომელიც ძალიან კარგად აკეთებს საქმეს. მე […]

გიორგი გაბიტაშვილი – თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი – მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები

საქართველოს ახლად არჩეული გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, თურქეთში, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირი დააკავეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. „პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი. უშუალოდ დანაშაულის აღმსრულებელი, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფურად შეკვეთილი მკვლელობის ჩადენაში. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. იმედს გამოვთქვამ, რომ მალე დასრულდება ეს […]

უკრაინამ ჰუმანიტარული დახმარების სახით პალესტინას 1 000 ტონა ფქვილი გადასცა

უკრაინამ ჰუმანიტარული დახმარების სახით პალესტინას 1 000 ტონა ფქვილი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პალესტინამ დახმარება ჰუმანიტარული პროგრამის „მარცვლეული უკრაინიდან“ ფარგლებში მიიღო. „ეს მიწოდება პირველია იმ სამიდან, რომელიც ამ ინიციატივის ფარგლებში პალესტინისთვის არის განკუთვნილი. ის ერთი თვის განმავლობაში 101 000-ზე მეტ პალესტინელ ოჯახს დაეხმარება“, – […]

გენერალური პროკურორი – ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ წლებია, მასთან კომუნიკაცია არ მქონია – უწყებაში მის გავლენებზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა

საქართველოს ახლადარჩეული გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი აცხადებს, რომ „წლებია, მას ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია“. მისი თქმით, უწყებაში ოთარ ფარცხალაძის გავლენებზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა. „ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიმუშავეთ ერთად, მათ შორის, მისი მთავარი პროკურორობის დროს მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე. აქვე გეტყვით, რომ მე არ პოზიციაზე არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის […]