სემეკმა „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, გეგმის მიხედვით, საირიგაციო წყლის არაპროფილური მომხმარებლების (ტბორები, ტექნიკური წყლის მომხმარებლები) გამრციხველიანების გეგმა მოიცავს 2024-2025 წლებს, ხოლო საბალანსო (მუდმივი) მიწოდების წერტილების მოწყობა-რეკონსტრუქციისა და გამრიცხველიანების გეგმა 2025-2035 წლებისთვის განისაზღვრა. „შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, აღრიცხვის […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა, სოციალურ პედაგოგიკაში რელიგიისა და კულტურის როლის შესახებ კვლევა ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა თინათინ დეკანოიძემ, პროფესორების იაშა კუტუბიძის და ვაჟა გურგენიძის ხელმძღვანელობით, საქართველოში პირველად, სოციალურ პედაგოგიკაში რელიგიისა და კულტურის როლის შესახებ კვლევა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, დოქტორანტ თინათინ დეკანოიძის კვლევა – „რელიგიისა და კულტურის როლი სოციალურ პედაგოგიკაში” – სოციალური პედაგოგიკის სხვადასხვა […]

რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება მას, ვინც სხვის ზურგს უკან ცდილობს გადაჭრას საკითხები – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ ადამიანების აზრს, რომლებიც ევროპაში გადაწყვეტენ, რომ საკითხები სხვის ზურგს უკან გადაწყვიტონ, ყურადღება არ უნდა მიაქციონ. ამის შესახებ მან დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა და სავარაუდოდ, ამით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ევროპაში ერთიანობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობის შენარჩუნებისთვის. „ჩვენ შევინარჩუნეთ ერთიანობა ევროპაში და ერთად […]

თბილისში იანვარ-ივნისში 19 477 ბინა გაიყიდა – როგორ შეიცვალა გასაყიდი ბინების ფასი

2024 წლის ივნისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 20%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 24%-ით არის შემცირებული. ინფორმაციას colliers ავრცელებს. 2024 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19 477 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 3%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 5%-ით, 1.3 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. „2024 წლის […]

სილქნეტი უპრეცედენტოდ მაღალი სიჩქარეებით იწყებს მომსახურებას ოპტიკურ ქსელში

20 ივლისიდან, კომპანია სილქნეტი ოპტიკური ქსელის ინტერნეტ სიჩქარეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მკვეთრად გაზრდის. მნიშვნელოვანია, რომ სიჩქარეების ზრდა ტარიფის უცვლელად მოხდება. გაიზრდება ინტერნეტის სისწრაფე, თუმცა ფასი უცვლელი დარჩება. სიჩქარეების ზრდა ავტომატურად შეეხება ყველა ოპტიკურ ინტერნეტ პაკეტს, როგორც ცალკე მდგომ, ასევე ინტერნეტის და ტელევიზიის კომბინირებულ პაკეტებს. გარდა ამისა, პირველად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სილქნეტი ყველაზე მაღალი სიჩქარის ინტერნეტ […]

„მხოლოდ ბაქოში დაბრუნება შეგიძლიათო“ – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს ვერ ტოვებს

აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ამბობს, რომ საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევენ. ის 17 ივლისს ოჯახთან ერთად თურქეთში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა, მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მის პასპორტს „რაღაც პრობლემა“ აქვს და ამიტომ „მხოლოდ ბაქოში დაბრუნება შეუძლია“. აფგან სადიგოვი, რომელიც თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ შვიდი თვეა, […]

საკონსტიტუციოში დარეგისტრირდა პრეზიდენტის სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც ქვეყნის მთავარსარდალი „აგენტების კანონის“ გაუქმებას ითხოვს. სარჩელის რეგისტრაცია აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქმე განსახილველად გადაეგზავნოს პლენუმს – სასამართლოს სრულ შემადგენლობას. პრეზიდენტს ამ დრომდე არასდროს მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ეს საქმე პრეცედენტულია კიდევ ერთი მიზეზის გამო – აქამდე მოსამართლეებს არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე. ამ მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა […]

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება განხორციელდა – სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ. ამას „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. მიღებული კანონის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: – დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო […]

ანაკლიის პორტი გააძლიერებს საქართველოს სტატუსს ევრაზიის კავშირსა და ვაჭრობაში – ჩინეთის ელჩი

გვჯერა, რომ ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური მნიშვნელობის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს სტატუსს ევრაზიის კავშირსა და ვაჭრობაში, გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტიციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიის პორტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია და შეუძლია, კიდევ უფრო გააძლიეროს სამრეწველო […]

ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ წლებია, მასთან კომუნიკაცია არ მქონია – გენერალური პროკურორი

საქართველოს ახლად არჩეული გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი აცხადებს, რომ „წლებია, მას ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია“. მისი თქმით, უწყებაში ოთარ ფარცხალაძის გავლენებზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა. „ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიმუშავეთ ერთად, მათ შორის, მისი მთავარი პროკურორობის დროს მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე. აქვე გეტყვით, რომ მე არ პოზიციაზე არჩილ კბილაშვილის მთავარი […]