ხონში, ასხის მთაზე მკვლელობა მოხდა – დაკავებულია ერთი პირი

ხონში, ასხის მთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი მოკლეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს, რომელიც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ […]

იაგო ხვიჩია – ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა – როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს – მადლობა „ქართულ ოცნებას“?

ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა – როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს. მადლობა „ქართულ ოცნებას?“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც რუსეთთან ურთიერთობაზე პარტია „ახალის“ თავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, “გირჩი” ამბობდა, რომ თუ რამე მოვალეობა აქვს სახელმწიფოს, არის ის, რომ რუსეთთან თავისუფალი მიმოსვლისა და თავისუფალი […]

შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს წარმატებას უსურვებს და გამოთქვამს მზაობას თანამშრომლობისთვის. „პატივცემულო კოლეგა იაელ ბრაუნ-პივე, გულითადად გილოცავთ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას. წარმატებას გისურვებთ თქვენი მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში, განსხვავებული მოსაზრებების კონსოლიდაციაში ფრანგი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მზად ვართ თქვენთან მუშაობისთვის, […]

თელ-ავივში დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, არის მსხვერპლი

თელ-ავივის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს ასაფეთქებლებით დატვირთული დრონი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით გადამოწმებული არ არის, რამდენად სწორია ეს განცხადება. ისრაელის საჰაერო ძალების მიერ ჩატარებული პირველადი გამოძიების თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატი იდენტიფიცირებული […]

ჰუსიტებმა თელ-ავივში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღეს

ჰუსიტებმა 19 ივლისის ღამეს თელ-ავივში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღეს. ჰუსიტების პრესსპიკერი იაჰია სარეე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ეს თავდასხმა ღაზაში მიმდინარე ომის საპასუხო ქმედებაა. თელ-ავივში რამდენიმე საელჩოს, მათ შორის აშშ-ს საკონსულოს, სიახლოვეს 19 ივლისს აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება აშშ-ს საკონსულოდან 100 მეტრში მოხდა. როგორც ცნობილია, თელ-ავივზე იერიში ჰუსიტებმა დრონის საშუალებით მიიტანეს. აფეთქების […]

“მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო” – ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოს ვერ ტოვებს

აზერბაიჯანული მედიაგამოცემა azel.tv-ის დამფუძნებელის და მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის ცნობით, მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება. “ილჰამ ალიევის მორიგი პოლიტიკური დაკვეთა. საქართველოდან გაფრენის საშუალება არ მომცეს და თქვეს, საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვს და მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო. ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე მითხრეს, რომ ჩემი პასპორტი […]

ილია დარჩიაშვილი უნგრეთს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დარჩიაშვილის ვიზიტის დროს ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შეთანხმებას ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, უნგრეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, […]

IRI საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. IRI-ის ცნობით, საარჩევნო და პოლიტიკურ აქტორებთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გათვალისწინებით, 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. IRI-ის თანახმად, საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარე ღიაა ქვეყანაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ყოფნისთვის. „დამკვირვებლები თავიანთ საქმიანობას შეუდგებიან […]

მკვლელობა ასხის მთაზე – დაპირისპირება, სავარაუდოდ, მწყემსებს შორის საქონლის გაყოფას უკავშირდება

მკვლელობა ახსის მთაზე – მწყემსებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, საქონლის გაყოფას უკავშირდება. მოკლულია მარტვილის მკვიდრი, 30 წლის მამაკაცი. ამასთან, დაჭრილია მისი მეგობარი, რომელიც მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, კანონპროექტი 16 მუხლისგან შედგება. როგორც მან აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, […]