ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებ რამაზ ბეღელურს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბეღელურს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაკავებულის დედამ ნორა ბეღელურმა აცნობა. მას კი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიაწოდეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, 40 წლის რამაზ ბეღელური, საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი […]
გაათავისუფლეს თვითმხილველი, რომელიც დაღუპული ბაიკერის საქმეზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გაათავისუფლეს გიორგი მოდებაძე, რომელმაც 19 ივლისს მოტოციკლეტის საპატრულო პოლიციის მანქანაზე შეჯახების შემდეგ ვიდეო გადაიღო. ის პოლიციას მათი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით ჰყავდა დაკავებული. მომხდართან დაკავშირებით მეტი დეტალების გასაგებად რადიო თავისუფლება გიორგი მოდებაძეს დაუკავშირდა. ის ამ ეტაპისთვის კომენტარს არ აკეთებს. 19 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში ბაიკერი დაიღუპა. მოტოციკლეტი პატრულის მანქანას ყაზბეგის გამზირზე, […]
გაეროს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიის ოკუპაცია უკანონოა

ისრაელის მხრიდან პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიის ოკუპაცია, რომელიც ათწლეულების მანძილზე გრძელდება, უკანონოა და უნდა დასრულდეს, „რაც შეიძლება სწრაფად“, – დაადგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უზენაესმა სასამართლომ 19 ივლისს. გაეროს სასამართლოს – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) საკონსულტაციო დასკვნაში ნათქვამია, რომ „ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ოკუპაცია“ და, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს, რათა დასრულდეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი. საქმის […]
“დასამარებული მაჩაბლის პრემია” – რას მოჰყვა დაჯილდოებაზე ჟიურის პროტესტი?

დაუმსახურებელი პრემია და პროტესტი ლიტერატურულ კონკურსზე – სახელოვნებო სფეროში ახალმა სკანდალმა იფეთქა. მაჩაბლის კონკურზე ხუთის ნაცვლად შვიდი ადამიანი დააჯილდოეს. ამ ამბით აღშფოთედნენ ის ჟიურის წევრები, ვინც კონსკურში მონაწილე ადამიანები სათითაოდ გადაარჩიეს და ღირსეულები შეარჩიეს. ირკვევა, რომ სპეციალური პრიზი ლექსების კრებულის შედგებისთვის გადაეცა ნინო მშვიდობაძესაც, პოეტს, რომელიც პარალელურდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. ეს ფაქტი […]
რას შეცვლის სკოლებისთვის საბაზო საფეხურზე მე-10 კლასის დამატება

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვით, საბაზო განათლება ოთხწლიანი გახდა ( VII-X კლასები), რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე მე-9 კლასის დასრულების შემდეგ წყვეტდა მოსწავლე სწავლას, ახლა მე-10 კლასის დასრულების ვალდებულებაც ექნება. საფეხურის ბოლოს კი, მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ. რა იცვლება ამით საჯარო სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო […]
უკრაინისთვის დახმარება შენარჩუნდება ნებისმიერი ადმინისტრაციის დროს – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კოლორადოში გამართულ Aspen Security Forum-ზე განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკის კონგრესში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, შესაბამისად მის მიმართ დახმარება ნებისმიერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს შენარჩუნდება. „ჩვენ ვხედავთ უკრაინის ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას კონგრესში. მე ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა შენარჩუნდება. ნებისმიერი ადმინისტრაცია, მე ვფიქრობ, ამას გაითვალისწინებს“, – თქვა მან. ბლინკენმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ […]
რძის ყოფილ ქარხანაში შესახლებული ადამიანები უმძიმეს ყოფაზე საუბრობენ

სოციალურად შეჭირვებული ოჯახები დახმარებას ითხოვენ. გორში, რძის ყოფილ ქარხანაში შესახლებული ადამიანები უმძიმეს ყოფაზე ალაპარაკდნენ. შენობა, სადაც 20-მდე ოჯახი ცხოვრობს მათი თქმით, დანგრევის პირასაა. მწყობრიდან არის გამოსული საკანალიზაციო სისტემა, დაზიანებულია სახურავი, რის გამოც ხალხს სახლებში თავზე აწვიმთ. უმძიმეს ყოველდღიურობას ემატება სოციალური შემწეობის არარსებობა. ხალხი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყოველთვიური მინიმალური დახმარების მიღებაზეც კი უარს ეუბნება. […]
საფრანგეთში პოლიციამ გარემოსდამცველი აქტივისტები დაარბია

საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში პოლიციამ გარემოსდამცველი აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რომლებიც სოფლის მეურნეობისთვის წყლის რეზერვუარების მშენებლობას აპროტესტებენ. აქტივისტები დემონსტრაციას უკვე მეორე დღეა მართავენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით ქალაქ ლა-როშელის პორტში მივიდნენ, სადაც მათ მობილიზებული პოლიცია დახვდათ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, წყლის გიგანტურ აუზებში, რომელთა მშენებლობას მეტწილად საფრანგეთის ხელისუფლება აფინანსებს, ზამთრის პერიოდში წყლის დაგროვება უნდა მოხდეს, რათა […]
ჩინეთი და კანადა სტრატეგიული პარტნიორობის გზას უნდა დაუბრუნდნენ – ჩინური მხარე

ინეთმა და კანადამ ურთიერთობების ნორმალიზებას უნდა შეუწყონ ხელი და დაბრუნდნენ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებისკენ გზას, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ თავის კანადელ კოლეგას მელანი ჯოლის პეკინში შეხვედრისას განუცხადა. „ჩინეთ-კანადის ურთიერთობები წლების განმავლობაში განიცდიდა სირთულეებსა და რყევებს, რის ხილვასაც ჩინეთი არ ისურვებდა“, – განუცხადა კანადელ დიპლმატს ვან იმ, რომლის ციტატასაც ჩინეთის საგარეო საქმეთა […]
Xiaomi-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც $400-ზე ნაკლები ღირს

სადებიუტო „დასაკეცი ტელეფონის“ Mix Flip-ის გარდა, Xiaomi-მ საზაფხულო პრეზენტაციაზე წარმოადგინა Redmi K70 Ultra სმარტფონი. ფლაგმანი ამაყობს მძლავრი აპარატურით და ფასით, რომელიც სასიამოვნოდ გააკვირვებს მათაც კი, ვინც მზად არ არის ფული ძვირადღირებულ მობილურებზე დახარჯოს. მწარმოებლის თქმით, Redmi K70 Ultra, რომელიც აგებულია 8 ბირთვიან MediaTek Dimensity 9300+ პროცესორზე, 3.4 გჰც სიხშირით, აგროვებს 2,382,780 ქულას Antutu ბენჩმარკში, რაც […]