აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გეგმავს – სალივანი

ჩინეთი ღრმად სცილდება ნაციონალური სახელმწიფოების ღირსეული ქცევის საზღვრებს – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, შეერთებული შტატები ჩინეთში იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს ხელს უწყობენ, ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩინეთი უნდა შეჩერდეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ის ღრმად სცილდება ნაციონალური სახელმწიფოების ღირსეული ქცევის საზღვრებს… თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ დამატებით სანქციებს, […]
ჩინეთის რკინიგზას საქართველო-ყაზახეთი-აზერბაიჯანის რკინიგზების ერთობლივ კომპანიასთან მიერთება სურს

ჩინეთის სახელმწიფო რკინიგზას სურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს-აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებულ ერთობლივ კომპანიაში, რომელიც შუა დერეფანში ტვირთების კოორდინაციის მიზნით გასული წლის ბოლოს დაფუძნდა. ჩინეთის რკინიგზის დელეგაციამ საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან, დავით ფერაძესთან გამართა შეხვედრა, რომელზეც საუბარი შეეხო საქართველოს რკინიგზის ძირითადი მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. საუბარი ასევე […]
ბანგლადეშის ხელისუფლებამ დედაქალაქ დაკაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განალაგა – არეულობის დროს დაღუპულთა რაოდენობამ ქვეყანაში 110-ს გადააჭარბა

ბანგლადეშის ხელისუფლებამ დედაქალაქ დაკაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განალაგა. ამასთან ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. Reuters-ის ინფორმაციით, არეულობის დროს დაღუპულთა რაოდენობამ ქვეყანაში 110-ს გადააჭარბა. ამ დროისათვის მოვლენების ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ დაკაშია, სადაც ასობით სტუდენტმა ქუჩები გადაკეტა და პოლიციას დაუპირისპირდა. ბანგლადეშში უკვე რამდენიმე კვირაა, სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემას აპროტესტებენ. პროტესტი ამ კვირაში გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 15 […]
სანქცირებულ საქონელს გერმანიიდან რუსეთის კომპანია „პრომტექი“ თურქი, სომეხი და ყაზახი პარტნიორებისგან იღებს-SZ

ნახევარგამტარები, ტრანზისტორები, ელექტრო სადენები, ლითონის შენადნობები და ათზე მეტი გერმანული კომპანიის სხვა ორმაგი დანიშნულების საქონელი რუსულ საწარმო „პრომტექსს“ მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მიეწოდება. ამის შესახებ საუბარია გერმანული გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგის“, სამაუწყებლო კომპანიების WDR-ისა და NDR-ის, ფრანგული Le Monde-ის და უკრაინულ პროექტ „თრაფ აგრესორის“ (Trap Aggressor) ერთობლივ გამოძიებაში. რუსული საწარმო „პრომტექსი“ ამ საქონელს თურქული კომპანია „ენუტეკის“ […]
მზად ვართ, ვისაუბროთ, რომ კვიპროსზე მუდმივ მშვიდობასა და გადაწყვეტას მივაღწიოთ – ერდოღანი

კვიპროსში თურქეთის შეჭრიდან 50 წელი გავიდა, ქვეყნის ორად გაყოფილ დედაქალაქ ნიქოზიაში დილიდან განსხვავებული განწყობაა. კვიპროსელი ბერძნები გლოვობენ, კვიპროსელი თურქები კი ზეიმობენ. საბერძნეთსა და თურქეთს შორის ეთნიკურად გაყოფილი კუნძული დაძაბულობის მუდმივი წყაროა. კუნძულის ჩრდილოეთში არაღიარებული თურქული ადმინისტრაციის ღონისძიებას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრებოდა. სამშვიდობო მოლაპარაკებები ახლა შეჩერებულია, ერთი შეხედვით შეუთავსებელი კონცეფციის გამო – კვიპროსელ ბერძნებს […]
პროკურატურამ ასხის მთაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ასხის მთაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, ასხის მთაზე არსებულ საძოვარზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული […]
ესპანეთმა სამი პირი დააკავა პროუკრაინულ უწყებებზე თავდასხმის ბრალდებით

ესპანეთის პოლიციამ 20 ივლისს განაცხადა, რომ დააკავა სამი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ მონაწილეობა პრორუსული დაჯგუფების კიბერთავდასხმაში, რომელიც მიმართული იყო ესპანეთის და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებებისა და სტრატეგიული სექტორის წინააღმდეგ. თავდასხმების სამიზნე იყო ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას უდგანან მხარში რუსეთთან ომში. სამივე პირი დაკავებულია „ტერორისტული განზრახვების მქონე საკომპიუტერო დანაშაულისთვის“. დანაშაული უკავშირდება თავდასხმების სერიას. ამ […]
საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შევუზღუდოთ, თუ საერთო ღირებულებებს არ გაატარებს – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა და სწორედ ამიტომ ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, წინა წლებისგან განსხვავებით, აღარ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, თუ საქართველოში გადაწყვეტენ, რომ ევროკავშირის ღირებულებებს არ ატარებენ, მაშინ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა შეუზღუდონ. „ეს ნიშნავს, რომ […]
ყაზბეგზე მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმის თვითმხილველი გაათავისუფლეს

ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს გიკა მოდებაძე, რომელიც 19 ივლისს თბილისში, ყაზბეგის გამზიზრზე მოტოციკლის მძღოლის დაღუპვას შეესწრო. მოდებაძემ მოტოციკლეტის საპატრულო პოლიციის მანქანაზე შეჯახების შემდეგ ვიდეო გადაიღო. ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება მოდებაძეს პოლიციელი და ვიდეოც ამ მომენტში წყდება და არ ჩანს, უშუალოდ რისთვის მოხდა მისი დაკავება. შემთხვევა გუშინ, დილის საათებში მოხდა. ყაზბეგის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანასთან შეჯახების […]
ბულვარში გამწვანებულ ადგილს აბეტონებენ – პროექტი მერთან შეთანხმებულია

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე სკვერში, გამწვანებულ ადგილს დააბეტონებენ. ამფითეატრთან 277 კვადრატული მეტრი ტერიტორია ბულვარის ადმინისტრაციამ იჯარით 10 წლის ვადით გაასხვისა. აქ კვების ობიექტის განთავსება აუქციონის პირობაში ბულვარს ჰქონდა ჩადებული. სკვერში მოიჯარე კომპანია კაფეს ააშენებს. პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა უკვე შეითანხმა. მოიჯარე შპს „შავი ზღვის დელფინია“, რომლის მესაკუთრე და დირექტორია მარადი სანიკიძე. ის მერიის შპს […]