დაბერების საწინააღმდეგო თერაპიამ თაგვების სიცოცხლე 25%-ით გაახანგრძლივა

მეცნიერებმა, აქსოლოტლებში კიდურების რეგენერაციის უნარზე დაყრდნობით, შეიმუშავეს თერაპია, რომელიც თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობას 25%-ით ზრდის. თერაპია ანთების გამომწვევი ცილისკენაა მიმართული და თაგვებს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს. თერაპია ფილტვის ფიბროზის მქონე პაციენტებში ამჟამად კვლევის საწყის ეტაპზეა. ახალი კვლევა, რომელსაც Duke-NUS Singapore-ისა და გაერთიანებული სამეფოს MRC Laboratory-ის პროფესორი სტიუარტ კუკი ხელმძღვანელობს, Nature-ში გამოქვეყნდა. კუკის განმარტებით, ორგანიზმში ანთების გამომწვევი ცილა […]
ოლაფ შოლცი – გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ

გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის მე-80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. 2024 წელს არ შეგვიძლია ამ 20 ივლისის აღნიშვნა უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ […]
ტრამპმა ზელენსკის უთხრა, არ დაიჯეროს, რომ მისი გამარჯვება რუსეთისთვის სასარგებლო იქნება – ნიკიფოროვი

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის ცნობით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეგფონო საუბრისას უთხრა, არ დაუჯეროს ყალბ ამბებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება შესაძლოა, რუსეთისთვის სასარგებლო იყოს. ვოლოდიმის ზელენსკის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს. სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, რომ არ დაუჯეროს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ ახსნან და გაამართლონ რუსეთი პრეზიდენტის, […]
დარწმუნებული ვარ, იმ ძალიან მაღალი პროცენტით გამარჯვებას, რომელსაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“ მანდატს, სადამკვირვებლო ორგანიზაციები ობიექტურად მიიღებენ და ასახავენ საკუთარ ანგარიშებში
დარწმუნებული ვარ, იმ ძალიან მაღალი პროცენტით გამარჯვებას, რომელსაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“ მანდატს, სადამკვირვებლო ორგანიზაციები ობიექტურად მიიღებენ და ასახავენ საკუთარ ანგარიშებში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ძალიან ობიექტური დაკვირვების პროცესი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ […]
რუსული და ბელარუსული პროდუქცია მაღაზიებში კვლავ ხელმისაწვდომია – ლატვია

რუსეთსა და ბელარუსში წარმოებული საკვები პროდუქტები კვლავ იყიდება როგორც ეზოებში არსებულ პატარა მაღაზიებში, ისე ცნობილ ქსელურ სუპერმარკეტებში. ლატვიის სურსათისა და ვეტერინარული სამსახურის (PVS) მონაცემები აჩვენებს, რომ ამ ქვეყნებიდან ლატვიაში სურსათის იმპორტი ზოგადად მცირდება, მაგრამ პროდუქტის ყველა ჯგუფს ეს თანაბრად არ ეხება. აღნიშნული ინფორმაცია ლატვიის ტელევიზიამ 19 ივლისს გაავრცელა. კანფეტები ეტიკეტზე მეფე პეტრე I-ის გამოსახულებით, ჩაი […]
The Insider: რუსეთში ისტორიის სახელმძღვანელოში კასპაროვი მსოფლიო ჩემპიონთა სიაში არ წერია

რუსეთში მე-11 კლასის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, რომელიც რუსეთის ყოფილი კულტურის მინისტრმა, ვლადიმირ მედინსკიმ დაწერა, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონების სიიდან ცნობილი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი ამოიღეს. ამის შესახებ რუსული საგამოძიებო ჟურნალი The Insider წერს. გამოცემის თანახმად, ახალ წიგნში, “1964-1985 წლების იდეოლოგიისა და კულტურის” განყოფილების იმ ნაწილში, რომელიც ჭადრაკს ეძღვნება, მსოფლიო ჩემპიონებს შორის მოხსენიებულნი არიან მიხაილ […]
კვიპროსი 50 წლის წინ კუნძულზე თურქეთის შეჭრას იხსენებს

1974 წლის ამ აქტის შემდეგ ოთხ წელიწადში გამოცხადდა ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ საკუთრივ თურქეთის მიერ არის აღიარებული. კუნძულის დანარჩენ ორ მესამედს წარმოადგენს კვიპროსის რესპუბლიკა, რომელიც ევროკავშირის წევრია. კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდისმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ თურქეთი კვლავაც რჩება პასუხისმგებელი 50 წლის წინ წინანდელი შემოჭრით ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის. მისი თქმით, ის კვლავაც […]
გიორგი ჩაკვეტაძე – „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გაიხსნა, გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია – ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებით დიდია […]
სალივანის თქმით, აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ აშშ უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდამჭერ ჩინურ ორგანიზაციებზე ახალ სანქციების დაწესებას აპირებს და მიანიშნა, რომ ეს ბანკებს შეიძლება შეეხოს. “ჩვენი აზრით, ჩინეთი უნდა შეჩერდეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეროვნული სახელმწიფოების წესიერი ქცევის საზღვრებს სცდება. შეგიძლიათ, დამატებით სანქციებს მოელოდეთ, სანამ მომდევნო კვირებში ამ სურათის განვითარებას შევხედავთ”. – თქვა […]
ბელარუსის საგარეო გერმანიის სიკვდილმისჯილ მოქალაქეზე: გერმანიასთან კონსულტაციები გვაქვს

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ანატოლი გლაზის თქმით, მინსკის სასამართლოს მიერ 30 წლის გერმანელი რიკო კრიგერისთვის გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენის შესახებ ბელარუსსა და გერმანიას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. პრესსპიკერის განცხადებას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ Facebook-გვერდზე ავრცელებს. “რა თქმა უნდა, გერმანულ მხარესთან ამ საკითხის შესახებ კონტაქტი გვქონია. აღნიშნული დამნაშავე გერმანიის მოქალაქეა და ჩვენ გვესმის გერმანული მხარის […]