ოპოზიციამ წინასწარ უნდა გამოაცხადოს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად – დავით ბერძენიშვილი

ოპოზიციას ვურჩევ, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში ის სიახლოვე, რაც ქარტიის ხელმოწერით დადასტურდა, გაღრმავდეს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა. „ჩემი კეთილგანწყობა ყველა პლატფორმას, რომელიც კონკურენტუნარიანია გადალახოს 5%-იანი, მაღალი ბარიერი, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში ის სიახლოვე, რაც ქარტიის ხელმოწერით დადასტურდა, გაღრმავდეს. მგონია, რომ თუ ყველამ არა, აჯობებს ყველამ, თუ […]
რა იცვლება 2025 წლიდან და რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრებზე მონიტორინგის ახალი სისტემა იგეგმება – როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, სიახლის მთავარი მზიანია, ადგილზე მისული მომხმარებლისთვის მიღებული საბუთი მანქანის მდგომარეობის შესახებ სანდო იყოს. „ტექინსპექტირების ცენტრების მთავარი გამოწვევაა, რომ იქ მისულ მომხმარებელს კვალიფიციური პერსონალი დახვდეს და მიღებული საბუთი მისი მანქანის მდგომარეობის […]
გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ – შოლცი

გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის მე-80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. 2024 წელს არ შეგვიძლია ამ 20 ივლისის აღნიშვნა უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ […]
მატყუარა ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს
მატყუარა ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ცილისმწამებლურ სიუჟეტს, სადაც საუბარია, თითქოს სახელმწიფომ ხუნდაძეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა მიწა მცხეთის რაიონში. სინამდვილეში, ხუნდაძის განცხადებით, მას მცხეთის შემოგარენში არსებული ხსენებული მიწა […]
დასახელდა ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ბრენდი

კომპანია Brand Finance-მა წარმოადგინა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ბრენდების რეიტინგი. კონსალტინგური კომპანიის მიერ შედგენილი სიის პირველ ადგილზე დაბრუნდა მადრიდის „რეალი“, რომელმაც პირველობა ჩამოართვა „მანჩესტერ სიტის“. ამასთან, ინგლისური კლუბის ბრენდის ღირებულება შარშანდელთან შედარებით გაიზარდა, ისევე როგორც „რეალის“. ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდების TOP10: რეალი – 1,81 მლრდ დოლარიმანჩესტერ სიტი – 1,73 მლრდბარსელონა – 1,65 მლრდმანჩესტერ იუნ […]
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 77-ნომრიანი მაისურით აღარ ითამაშებს – Corriere dello Sport

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია საკლუბო სეზონის დასაწყებად ემზადება. ძალიან დიდია იმის შანსი, რომ „კვარა“ ამ სეზონს კვლავ ნეაპოლში გაატარებს. თუმცა, როგორც იტალიურ სპორტულ მედიაში იწერება, 23 წლის ქართველი ამიერიდან 77-ნომრიანი მაისურის ნაცვლად, 7 ნომრით ითამაშებს. „მისი დებიუტი „ნაპოლიში“ 77 ნომრიანი მაისურით შედგა, ახლა კი, თავისი კერპების – გუტისა და რონალდუს 7 ნომრიანი […]
ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში მიიწვია – მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ზელენსკის პრეს-მდივანზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ნიკიფოროვმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, ზელენსკი და ტრამპი განიხილავდნენ სად და როდის უნდა შედგეს ვიზიტი უკრაინაში, თუმცა „კონკრეტიკა ჯერ ნაადრევია“ „ორივე მხარის მიერ შეხვედრაზე პრინციპული თანხმობა […]
ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

საოკუპაციო რეჟიმმა რამაზ ბეღელურს 8-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. კაცი, რომელსაც ოკუპანტებმა სამი თვის წინ, აღდგომას, იმ დროს დააკავეს, როცა ძმის საფლავს ასუფთავებდა. ოჯახთან კავშირზეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს ტყვეობაში მყოფი კაცის გასათავისუფლებლად. ვითარებას ართულებს ის, რომ უკანონო პატიმარს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. […]
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ახლობლების ცნობით, ბაკურ თოლორაია ორი დღეა სახლში არ მისულა და ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. ის პატარა გლდანში, ჯანჯღავას ქუჩაზე ცხოვრობს. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 592 003 823 574 25 13 45.
„მეფე ჟორჟი… გვიყვარს ბომბარდირი… სახლში დაბრუნებას გილოცავთ“ – რა ფოტოს ავრცელებს გიორგი მიქაუტაძე?

„ჩემი ქალაქი, ჩემი კლუბი, ჩვენი ამბავი ამით არ დასრულებულა, ოცნება რეალობად იქცევა“ – ამის შესახებ ყველასთვის საყვარელი, ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს და ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს. ფოტო გულშემატკივრების უდიდეს მოწონებას იმსახურებს, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები წერენ, რომ ბომბარდირი შეუდარებელია. „მეფე ჟორჟი… გვიყვარს ბომბარდირი… სახლში დაბრუნებას გილოცავთ…“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული […]