ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე საფრთხის არსებობის შესახებ გაფრთხილებული არ იყო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე არავის გაუფრთხილებია, რომ რაიმე სახის საფრთხე არსებობდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მანამდე კი გამოცემა ვაშინგტონ პოსტმა დაწერა, რომ საიდუმლო სამსახურებმა ყურადღება არ მიაქციეს ტრამპის დაცვის თხოვნას, რომ ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის დამატებითი სახსრები გამოეყოთ.
სამხრეთი კორეა პროპაგანდისტულ მაუწყებლობას აძლიერებს – ფხენიანმა მეტი საჰაერო ბუშტი გაუშვა მისკენ

სამხრეთ კორეამ 21 ივლისს განაცხადა, რომ აძლიერებს თავისი ჩრდილოელი მეტოქის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ მაუწყებლობას საზღვრის გასწვრივ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ გაუშვა მეტი, სავარაუდოდ, ნაგვით საჰაერო ბუშტი. ცივი ომის სტილში მიმდინარე ფსიქოლოგიური ბრძოლა ორ კორეას შორის კიდევ უფრო აძლიერებს ისედაც მაღალ დაძაბულობას კორეის ნახევარკუნძულზე, სადაც მეტოქეები იმუქრებიან, რომ უფრო მძაფრ ნაბიჯებს გადადგამენ ერთმანეთის წინააღმდეგ და ერთმანეთს […]
რუსეთში ისტორიის სახელმძღვანელოში კასპაროვი მსოფლიო ჩემპიონთა სიაში არ წერია – The Insider

რუსეთში მე-11 კლასის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, რომელიც რუსეთის ყოფილი კულტურის მინისტრმა, ვლადიმირ მედინსკიმ დაწერა, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონების სიიდან ცნობილი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი ამოიღეს. ამის შესახებ რუსული საგამოძიებო ჟურნალი The Insider წერს. გამოცემის თანახმად, ახალ წიგნში, “1964-1985 წლების იდეოლოგიისა და კულტურის” განყოფილების იმ ნაწილში, რომელიც ჭადრაკს ეძღვნება, მსოფლიო ჩემპიონებს შორის მოხსენიებულნი არიან მიხაილ […]
STRANGER THINGS-ის ფინალური სეზონი 2025 წელს გამოვა

Stranger Things-ის რიგით მეხუთე, ფინალური სეზონი 2025 წელს გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სტრიმინგის სერვისი Netflix ავრცელებს. 2025 წელს დაგეგმილი სიახლეების შესახებ Netflix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტედ სარანდოსმა ილაპარაკა. მისი თქმით უცნაური ამბების გარდა, მომავალ წელს ასევე Wednsday-ს მეორე სეზონიც გამოვა. სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალის სადებიუტო სეზონის პრემიერა Netflix-ზე 2016 წელს შედგა. ამ დროისთვის ბოლო, რიგით მე-4 სეზონი […]
ირლანდიაში სათბურის აირების ემისიები 30-წლიან მინიმუმზეა – EPA

ირლანდიის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) ახალი ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში სათბურის აირების ემისიები 30-წლიან მინიმუმზეა – ამის შესახებ BBC იტყობინება. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, 2023 წელს ემისიები ირლანდიის თითქმის ყველა სექტორში, ჯამში 6.8%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ირლანდიის ეკონომიკა რეცესიაში იყო. ასევე, ირლანდიის ემისიების კლება ზედიზედ მეორე წელია ფიქსირდება. […]
რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, პრეზიდენტი ზელენსკი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკზე მიდის – კლიჩკო

უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უახლოეს თვეებში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რამაც, შეიძლება, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს , – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კლიჩკომ გამოცემა Corriere della Sera-თან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, დედაქალაქის მერის აზრით, ისევე, როგორც ომი მომდევნო წლებში, ტერიტორიული კომპრომისებიც ადვილი არ იქნება. მისი თქმით, ზელენსკიმ, შესაძლოა, […]
ისრაელი ადასტურებს, რომ ჰამასის სამხედრო ლიდერი, მოჰამედ დეიფი მოკლულია

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ისრაელის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ჰამასის ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი, მოჰამედ დეიფი, რომელსაც იერუსალიმი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედს უწოდებს, მოკლულია. 13 ივლისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) იერიში მიიტანეს ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც IDF-ის ინფორმაციით, ჰამასის სამხედრო ლიდერები, მათ შორის, მოჰამედ დეიფი და რაფაა სალამე იმყოფებოდნენ. […]
ბოლნისში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ვიტალი კლიჩკო – მომავალი თვეები რთული იქნება ზელენსკისთვის, მოუწევს გააგრძელოს ომი, თუ განიხილოს პუტინთან ტერიტორიული კომპრომისის შესაძლებლობა – რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკზე მიდის

უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უახლოეს თვეებში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რამაც, შეიძლება, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს , – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კლიჩკომ გამოცემა Corriere della Sera-თან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, დედაქალაქის მერის აზრით, ისევე, როგორც ომი მომდევნო წლებში, ტერიტორიული კომპრომისებიც ადვილი არ იქნება. მისი თქმით, ზელენსკიმ, შესაძლოა, […]
ირლანდიური პაბი შუაგულ თბილისში – როგორია PUB 44-ის ისტორია?

საქართველოსთვის ისტორიული EURO 2024 დასრულდა, მაგრამ მოგონებები, რომლებიც ქართველმა ფეხბურთელებმა შექმნეს, გულშემატკივრებს დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვება. საქართველო ჭეშმარიტად საფეხბურთო ქვეყანაა, სადაც სპორტის ამ სახეობას თვალს ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებს, როგორც სახლში, ასევე სხვადასხვა დაწესებულებაში. ბოლო დროს, სპორტის ყურება ბარებსა და პაბებშიც გახდა პოპულარული, რაც ბრიტანული და ირლანდიური გამოცდილების ნაყოფია, რომელიც საქართველოში ფეხს ახლა იკიდებს. ცოტა […]