კობახიძე: ქართული ოცნება საარჩევნო სიას ცესკოში 2 თვეში, ბოლო დღეს წარადგენს

სამი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე. სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – ჩვენც ასე ვიმოქმედებთ – სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა მანამდე სიის გარკვეული ნაწილი, ალბათ, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. სიას ადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭო, როგორც ეს არის გათვალისწინებული პარტიის […]

აბესაძე: ბიძინა ქონების “გაქეშებას” აგრძელებს, ამჯერად მტკვარი ჰესი გაყიდა

საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა მტკვარი ჰესი გაყიდა. მისი თქმით, ფასი გასაიდუმლოებულია. “აგრძელებს ბიძინა ქონების “გაქეშებას”. ამჯერად მტკვარი ჰესი გაყიდა, რომლის მშენებლობაზე 236 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო (სხვათაშორის ივანიშვილის ვარაუდით მისი ფული გაიფლანგა და ჰესის მშენებლობის საკითხს პროკურატურა სწავლობს). ფასი გასაიდუმლოებულია, მაგრამ აშკარაა, რომ ივანიშვილი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს “გააქეშებს”. რატომ ყიდის […]

კობახიძე: თუ ტრამპი გაიმარჯვებს, უკრაინაში ომი მალე დასრულდება, დამშვიდდება ჩვენი რეგიონი

ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება რეგიონში მშვიდობა, საქართველოს მიმართაც დამოკიდებულება შეიცვლება, ეს არის ერთადერთი რაც შეიძლება, ითქვას ამასთან დაკავშირებით, დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი, ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი.

პრემიერი – „ამნისტიის პროექტი“ არის დაბალანსებული – ერთი მხრივ ციხეებს განტვირთავს და მეორე მხრივ, კრიმინოგენურ ვითარებას არ გააუარესებს – ალტერნატივას ვერავინ გვთავაზობს და კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა

პარლამენტი როგორც ჩათვლის მიზანშეწონილად, იმის მიხედვით მიიღება კანონი – თუ ვინმე ალტერნატიულ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს, მზად ვართ განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს და ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, „ამნისტიის კანონთან“ დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, მმართველმა პარტიამ დაბალანსებული „ამნისტიის კანონის“ პროექტი წარმოადგინა, რომელიც ერთი მხრივ ციხეებს […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქა­ლაქ დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან დასავლეთით 9 კმ.-ში სოფელ გამარჯვებასთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდას შეადგენდა.

ბექა ლილუაშვილი – თუ გიორგი ვაშაძეს რამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, საკუთარ პარტიულ და ელექტორალურ ამოცანებს მოახმაროს! ჩვენ ჩვენს საქმეს როგორმე მივხედავთ!

ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა! ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას – არჩევნები კარს არის მომდგარი და თუ გიორგი ვაშაძეს რამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, საკუთარ პარტიულ და ელექტორალურ ამოცანებს მოახმაროს! ჩვენ ჩვენს საქმეს როგორმე მივხედავთ! – ასე პასუხობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის მოწოდებას პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი ბექა ლილუაშვილი. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მათი მთავარი მიზანი და მესიჯბოქსია, არჩევნებში “ქართული […]

ირაკლი კობახიძე – ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა – ასეთი მოთხოვნების ფონზე, მისი არც ერთი განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს

ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა. ასეთი მოთხოვნების ფონზე, მისი არც ერთი განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის განცხადებასთან დაკავშირებით, ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის შესახებ. კობახიძის თქმით, ლატვიის პრეზიდენტი ისეთი განცხადებებით გამოირჩევა, რითაც არ გამოირჩევიან სხვა პოლიტიკოსები. „ლატვიის პრეზიდენტი იცით, […]

პრემიერი – საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბანი ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბანი ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება. „საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება უბანი“, – განაცხადა კობახიძემ.

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,ვალე“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 10 340 ღერი […]

გიორგი ვაშაძე – როგორც „დემოკრატებთან“ ასევე, „რესპუბლიკელებთან“ და ტრამპის გარემოცვასთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა – „ქართული ოცნება“ არავის გულშემატკივრობს, უბრალოდ უნდა, ამ სიყალბით საზოგადოება მოატყუოს

ჩვენ როგორც „დემოკრატებთან“ ასევე, „რესპუბლიკელებთან“ გვაქვს ძალიან მაღალი დონის მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ტრამპის გარემოცვასთან – „ქართული ოცნება“ არავის გულშემატკივრობს, უბრალოდ უნდა, რომ ამ სიყალბით მოატყუოს ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არავის გულშემატკივრობს თავისი თავის გარდა. „ტრამპი, „რესპუბლიკური პარტია“, ასევე, „დემოკრატები“ […]