საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები ისევ განმეორდა

საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი ჭოეთი იყო, მიწისძვრის სიმძლავრე კი 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა. თავდაპირველად კი მიწისძვრა 12:08 საათზე, კახეთში სოფელ გამარჯვებასთან მოხდა, რომლის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო.

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის უწყვეტი ქმედებების გათვალისწინებით, მის წინააღმდეგ დაწესებული შემაკავებელი ზომები 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა, – ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. საბჭოს ინფორმაციით, შემაკავებელი ზომები მოიცავს სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრს, მათ შორის, შეზღუდვებს ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, ტრანსპორტზე და ფუფუნების საქონელზე. „ისინი ასევე მოიცავს: […]

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO2024) 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბათში გამართულ მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2024), სადაც 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ოქროს მედლის მფლობელი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კლდიაშვილი გახდა, ბრინჯაოს […]

,, წელიწადში ერთხელ მაინც ვინმემ რომ მოგვიკითხოს, არ იქნება ცუდი” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე; ,,ჯანდაცვის წინა მინისტრს შემოუღია კანონი, რომ მეტადონის პროგრამაში მყოფ ქრონიკულ პაციენტებს, რომლებსაც თავიანთი ექიმები ენდობოდნენ და საშუალებას აძლევდნენ, ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ახლომდებარე რაიონული პუნქტიდან ხუთი დღის მეტადონის დოზა ერთბაშად გაეტანათ, კანონით აუკრძალა ეს. ოღონდ აუკრძალა ისე, რომ ყველა რაიონში პუნქტი არ არის გახსნილი და მაგალითად, რაჭაში მცხოვრები პაციენტი, უმეტესწილად უგაჭირვებულესი, იძულებულია დახარჯოს […]

ბიძინა ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს, რომელიც სად არის, კარგად მოგეხსენებათ, ასეთ პირობებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის თანხებზე სპეკულირება, სამარცხვინოა

ბიძინა ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს, რომელიც სად არის, კარგად მოგეხსენებათ, ასეთ პირობებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის თანხებზე სპეკულირება, სამარცხვინოა ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სპეკულირება სამარცხვინოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გეგმები და ინიციატივები საყოველთაოდ ცნობილია. „ბიძინა ივანიშვილის გეგმები […]

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ხვდება და აქვს სწორი შეფასებები ყველაფერთან დაკავშირებით, სწორედ ამის შედეგია, რომ ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად 2022 წლიდან დღემდე მოვახერხეთ ქვეყანში მშვიდობის შენარჩუნება

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ხვდება და აქვს სწორი შეფასებები ყველაფერთან დაკავშირებით, სწორედ ამის შედეგია, რომ ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად 2022 წლიდან დღემდე მოვახერხეთ ქვეყანში მშვიდობის შენარჩუნება ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ „გლობალური ომის პარტიაში“ არ ვგულისხმობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, […]

ნაკლებად საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს გიორგი ვაშაძე, რას მოუწოდებს ხაზარაძეს თუ გახარიას

ნაკლებად საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს გიორგი ვაშაძე, რას მოუწოდებს ხაზარაძეს თუ გახარიას ზოგადად, ნაკლებად საინტერესოა, რა განცხადებას გააკეთებს გიორგი ვაშაძე, რას მოუწოდებს ხაზარაძეს თუ გახარიას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ლელოს“ და პარტია […]

ეს ადამიანები პატივს არ სცემენ არც საქართველოს კონსტიტუციას, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და სპეკულაციებს მიმართავენ

ეს ადამიანები პატივს არ სცემენ არც საქართველოს კონსტიტუციას, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და სპეკულაციებს მიმართავენ რეალურად, ეს ადამიანები პატივს არ სცემენ არც საქართველოს კონსტიტუციას და არც საკონსტიტუციო სასამართლოს. პოლიტიკურ სპეკულაციებს მიმართავენ და ცდილობენ, რაღაც საკითხებზე ხელოვნურად კეთდებოდეს აქცენტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების კონსტიტუციურ სარჩელთან […]

რუსეთში აფეთქება მოხდა აფშერონსკის სავაჭრო ცენტრში, არიან დაშავებულები

რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ აფშერონსკის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება საგანგებო ვითარებათა სამსახურებზე დაყრდნობით. რეგიონული პროკურატურა საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქების შესახებ იტყობინება. სავაჭრო ცენტრის შენობა თითქმის მთლიანად დანგრეულია. შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილი. მაშველებმა უკვე შეძლეს ერთი ადამიანის ამოყვანა და ის საავადმყოფოში მოათავსეს. „დაშავდა მინიმუმ 15 ადამიანი, რომლებიც ავტობუსის გაჩერებაზე იმყოფებოდნენ […]

ისრაელმა ევაკუაციის განკარგულება გასცა ღაზის სექტორის ჰუმანიტარული ზონის ნაწილიდან

ისრაელის სამხედროებმა ორშაბათს განკარგულება გასცეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს ღაზის სექტორის იმ არეალის ნაწილიდან, რომელიც ჰუმანიტარულ ზონად არის გამოცხადებული. არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგეგმება ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც ამ არეალში არის გამაგრებული და მას იყენებს ისრაელის წინააღმდეგ რაკეტების გასაშვებად. ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. არეალი, საიდანაც უნდა განხორციელდეს ევაკუაცია, მოიცავს ალ-მავასის […]