დმიტრო კულება ჩინეთს ეწვევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 23-25 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მიწვევით ჩინეთს ეწვევა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე მხარეები განიხილავენ მოსაზრებებს ორმხრივი ურთიერთობების არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე. ამასთან, განხილვის მთავარი თემა იქნება რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და […]

ვატო ქიზიყურაშვილი – აღარ არსებობს ის ხიბლი, რაც თავის დროზე ევროკავშირს ჰქონდა და ახლა, დადებითი პროცესები აქ მდარე ტემპით, ინერციით მიდის

Paris Nanterre-ის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ვატო ქიზიყურაშვილი, საზოგადოებრივ მოძრაობა “ერთიან ნეიტრალურ საქართველოს” უერთდება და აღნიშნავს, რომ ერთიანი ნეიტრალური საქართველო სწორედ ის მიზანია, რაც მოსახლეობის უმრავლესობას ყველაზე მეტად სურს. როგორც ქიზიყურაშვილი აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, მშვიდობის შენარჩუნება მოხერხდა. მისივე თქმით, ევროპა, ერთ დროს იმ ღირებულებებზე […]

შოთა შალელაშვილი – კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ნანა ლეჟავას მეშვეობით განახორციელეს – მიზანი იყო ჩემი უმწიკვლო პოლიტიკური რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინათ

„თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი TV 24-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შოთა შალელაშვილის მიმართვას „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს. „იმისთვის, რომ ტვ24- თან დაკავშირებით, რომელიც ჩემი ოჯახის საკუთრებაა, მინდა ნათელი მოვფინო ჩვენ მონაწილეობას ტელევიზიაში მომხდარი გაუგებრობასთან დაკავშირებით, რასაც ქალბატონი ნანა ლეჟავა თაღლითობას უწოდებს და უშვერი სიტყვებით ილანძღება. დასაწყისთათვის მინდა გითხრათ, იმიტომ რომ, ეს იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი ტელევიზია. სამუშაო […]

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა, ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების დასრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საველე სწავლების მთავარ მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად, კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა. „დასკვნით ფაზაში, თავდაცვითი ოპერაციის რაიონში, „ბრავო“ ასეულს მხარი პირველი ქვეითი […]

გიგი წერეთელი – ვინც არ უნდა იყოს აშშ-ის ხელისუფლებაში, ურთიერთობებს პრინციპებსა და ღირებულებებზე აგებს, თუ შენ რუსეთს ირჩევ და არა დემოკრატიას, ამის მხარდაჭერა გამორიცხულია

ვინც არ უნდა იყოს აშშ-ის ხელისუფლებაში, ურთიერთობებს პრინციპებსა და ღირებულებებზე აგებს, თუ შენ რუსეთს ირჩევ და არა დემოკრატიას, ამის მხარდაჭერა გამორიცხულია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებასთან, დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება, „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის. „ამერიკის შეერთებული შტატები, ვინც […]

ხაშურში იუსტიციის სახლი გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. ხაშურში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე მომსახურებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის. აქვე სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში ქორწინების მსურველი წყვილები საზეიმო ცერემონიალის დაგეგმვასაც შეძლებენ. იუსტიციის სახლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში […]

თეკუნა გაჩეჩილაძე – The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართულ სტენდთან ნამდვილი ზეიმი იყო

შეფ-მზარეულის თეკუნა გაჩეჩილაძის განცხადებით, The National Geographic Traveller Food Festival-ის მსგავსი ფესტივალები საქართველოს პოპულარიზაციისთვის აუცილებელია. გაჩეჩილაძე აღნიშნულით The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს წარდგენას გამოეხმაურა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა. „პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ამდენი ხალხი ენთუზიაზმით გვისმენდა, სინჯავდა კერძებს. The National Geographic Traveller Food Festival-ზე ყველაზე ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან: სიმხიარულე, ფანტასტიკური ღვინო […]

EU-ს საბჭომ სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის €10 მილიონის დახმარება დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი სომხეთს დახმარებას ევროპის სამშვიდობო ფონდიდან გადასცემს. “ამ დახმარების მიზანია, ხელი შევუწყოთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქალაქეების […]

შტატების წარმავალმა ადმინისტრაციამ ვერ გაითავისა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ახალ ადმინისტრაციას უნდა მივახვედროთ, რომ ჩვენ პატრონებს კი არა პარტნიორებს ვეძებთ

შტატების წარმავალმა ადმინისტრაციამ ვერ გაითავისა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ახალ ადმინისტრაციას უნდა მივახვედროთ, რომ ჩვენ პატრონებს კი არა პარტნიორებს ვეძებთ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შტატების ახალი ადმინისტრაცია მეტად ვერ გააფუჭებს დამოკიდებულებებს საქართველოსთან და ტრამპი და ამერიკა კი არ ცვლის სიტუაციას, არამედ ქვეყანამ თვითონ უნდა დაიწყოს პრაგმატული […]

ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე ერთ თვეში მკვეთრად გაძვირდა

Galt&Taggart-ის 15-21 ივლისის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი თვის ჭრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე მეტად Georgia Capital-ის აქციები გაძვირდა. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 43.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და +15.07% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 248 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.60 – 45.85 […]