საქალაქო სასამართლომ წიქარიშვილის იუსტიციის საბჭოში დანიშვნა შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება კახა წიქარიშვილის იუსტიციის საბჭოში დანიშვნის შესახებ შეაჩერა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს სასამართლოში კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, მანუჩარ კაკოჩაშვილმა უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 […]
ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ავრცელებს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მიღებული „ისტორიული გადაწყვეტილებებისთვის“ მადლობა გადაუხადა. „მივესალმებით საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს, ევროპული ფონდის ფარგლებში სომხეთის მიმართ მხარდაჭერის გამოყოფისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არარატ […]
მალიორკაში ათასობით ადგილობრივი ჭარბი ტურიზმის საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდა

ქალაქ პალმა დე მალიორკაში ათასობით ადგილობრივმა ჭარბი ტურიზმის გასაპროტესტებლად აქცია გამართა. აქტივისტებს დემონსტრაციაზე თვითმფრინავების და საკრუიზო ხომალდების მაკეტები ეჭირათ და ბოლო წლებში მალიორკაზე ტურისტების გაზრდილ რაოდენობას აპროტესტებდნენ. პოლიციის ცნობით, პალმა დე მალიორკაში 21 ივლისს აქციაზე 10 000 ადამიანი იმყოფებოდა. ტურიზმის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ამ წლის განმავლობაში რამდენიმე აქცია გამართეს სხვა პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში ბარსელონაში, მალაგაში და […]
TMZ: ბელა ჰადიდი Adidas-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება

TMZ-ის ცნობით, ბელა ჰადიდმა იურიდიული მრჩეველი და ადვოკატები დაიქირავა. ტაბლოიდის ინფორმაციით, ამერიკელი სუპერმოდელი სასამართლოში Adidas-ის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად ემზადება. TMZ-ს წყაროებმა უთხრეს, რომ ბელა შეშფოთებულია, რადგან Adidas-მა თავისი კამპანიით იგი მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარ 1972 წლის ტრაგედიას დაუკავშირა, რაც ბელას შეხედულებებს ეწინააღმდეგება. სუპერმოდელის თქმით, კამპანია “სასტიკი და დამაზიანებელი” იყო. ცნობისთვის, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების დროს 8 […]
“ძალიან არ გაგვიკვირვებია“,- კრემლის რეაქცია ჰარისის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატობაზე

მოსკოვს „ძალიან არ უკვირს“, რომ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა იყოს. როგორც კრემლის პრესსპიკერი ამბობს, ბოლო წლებმა მოსკოვს „ასწავლა, რომ არაფერი გაუკვირდეს“. „ძალიან არ გაგვკვირვებია“, – ამბობს დმიტრი პესკოვი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად და აცხადებს, რომ ამერიკის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ კამალა […]
ზელენსკი პრეზიდენტ ბაიდენს მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პატივს სცემს ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის „რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას“, აღარ იბრძოლოს მეორე ვადით არჩევისთვის. 81 წლის ბაიდენმა კვირას, 21 ივლისს განაცხადა, რომ საარჩევნო რბოლას წყვეტს და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე თანამდებობაზე რჩება. თავის მხარდაჭერას კი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უცხადებს. „უკრაინა მადლიერია პრეზიდენტ ბაიდენის ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, […]
რუსეთის ჯარები უკრაინის ლოგისტიკურ ცენტრ პოკროვსკს უტევს

უკრაინის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ძალები დაუნდობელ თავდასხმებს აწარმოებს. მისი თქმით, რუსეთის ჯარის მიზანია წინ, ქალაქ პოკროვსკისკენ წაიწიოს, რომელიც, ფრონტის ხაზის ერთ-ერთი ლოგისტიკური ცენტრია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს მთელ ფრონტის ხაზზეც. სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, თითქმის, 29 თვის შემდეგ, უკრაინამ გააძლიერა სამხედრო მობილიზება, რათა ადამიანური ძალის დეფიციტის პრობლემა მოეგვარებინა. ქვეყანამ […]
ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესი“ გაყიდა

ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესი“ გაყიდა. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები გასაიდუმლოებულია. შეთანხმება შპს “მტკვარი ჰოლდინგსა” და სს “ჰიდროჯენიუსს” შორის 16 ივლისს დაიდო. სს “ჰიდროჯენიუსი” 2024 წლის თებერვალში დაფუძნდა. კომპანიის მფლობელები არიან სს „ლეტერენ“ (თინა ბარბაქაძე) და სს „გრევითი ინვესთმენთს“ (კობა ჩეკურიშვილი). კობა ჩეკურიშვილია „ჰიდროჯენიუსის“ დირექტორიც. “მტკვარი ჰესი“ ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე შენდება.თანაინვესტირების ფონდი ამ […]
სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა მოქალაქეს, რომელიც პოლიციას უმიზეზოდ დაკავებაში ადანაშაულებდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ცხოველთა დამცველის, ლუკა კინწურაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა მარიამ პატარიძემ, რომელიც მოქალაქის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ლუკა კინწურაშვილს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და ამით საქმის წარმოებაც დასრულდა. როგორც პატარიძემ გვითხრა, პოლიცია ლუკა კინწურაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას […]
დააზღვიე სახლი მარტივად და სწრაფად! – თიბისი დაზღვევა

ამიერიდან, “თიბისი დაზღვევაში” მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ, სწრაფად და მარტივად დააზღვიონ სახლი. პოლისის ფარგლებში შენ აზღვევ: კონსტრუქციულ ელემენტებს, რემონტს, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯს. მნიშვნელობა არ აქვს სახლში შენ ცხოვრობ, თუ გაქირავებული გაქვს – დაზღვევა ორივე შემთხვევაში აგინაზღაურებს ზარალს. სახლის დაზღვევა თვეში 49 ლარიდან არის შესაძლებელი და აზღვევს ისეთ რისკებს, როგორიცაა: