დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება 8 ჩვენი თანამოქალაქე – ირაკლი ანთაძე

დღის წესრიგის მთავარი საკითხი გახლავთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი,-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ირაკლი ანთაძის თქმით შეხვედრაზე კიდევ ერთი განსახილველი საკითხი ე.წ. უკანონო ბორდერიზაცია იქნება. „როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში […]

ვაშაძე: პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ჩარევა კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა

უმძიმესი ვითარებაა. იცით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს ქართული ოცნება კონსტიტუციის უგულებელყოფას. პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირი და უხეში ჩარევა კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესთან მიმართებით. ამიტომ დღეს არ არსებობს აღარც კონსტიტუცია, აღარც კანონი, ქვეყანას მართავს კლანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელსაც უნდა, […]

სოფელ ბანოჯის მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. დღეის მდგომარეობით, სოფელში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: სატუმბი სადგურის, რეზერვუარის, მაგისტრალური მილსადენის, წყალმომარაგების ქსელის და აღრიცხვის კვანძის მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარით ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოებს […]

რა სახის კომპენსაციის მოთხოვნა შეგვიძლია თუ ავიარეისის გაუქმება მოხდა უშუალოდ ფრენის წინ? – იურისტის განმარტება

გასული კვირის ბოლოს გლობალური IT-შეფერხების შედეგად 8.5 მილიონი კომპიუტერი დაზარალდა, რაც Windows-ის მოწყობილობების დაახლოებით 1%-ია, თუმცა ამის მიუხედავად ეკონომიკური და სოციალური ეფექტი საკმაოდ დიდი იყო. შეფერხების შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ავიარეისი გაუქმდა. BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ აშშ-ში 512, გერმანიის მასშტაბით – 92, ინდოეთის – 56, იტალიის – 45, ხოლო კანადის მასშტაბით 21 ფრენა გადაიდო. მაგალითად Turkish […]

გამოკითხულთა 26%-ისთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 2%-ითვის განათლების დაბალი დონე – კვლევა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულები მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევენ, შემდეგ მოდის სიღარიბე და პოლიტიკური არასტაბილურობა. კითხვაზე – რა არის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში, 26% მთავარ გამოწვევად უმუშევრობას მიიჩნევს; 13% – სიღარიბეს; 10% – პოლიტიკურ არასტაბილურობას; 7% – ფასების ზრდას; 6% თვლის, რომ ჯანდაცვა არ […]

არ მინდა სიმართლე აღმოჩნდეს მოარული შეხედულება, ონკომედიკამენტებზე დეფიციტების ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებით – მიხეილ სარჯველაძე

ბოლო პერიოდში გვქონდა რამდენიმე მწვავე და მძიმე შეხვედრა მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან დეფიციტები, რაც შექმნილია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ონკომედიკამენტებზე დეფიციტების ხელოვნურად შექმნა და კომერციულ ინტერესი, პაციენტის ინტერესზე უფრო მაღლა დადგა. „რაც შეეხება დეფიციტებს, რომელიც […]

ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენა თიბისი კონცეპტში

თიბისი კონცეპტი, დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში? გამოფენას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე 25 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ექსპოზიციას გალერეის ორი სართული ეთმობა, ორივე სართულის ექსპოზიცია მძაფრად არის ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მიუხედავად კონტრასტისა ერთ მთლიანობას ქმნის და დამთვალიერებელს […]

თეგეტას მორიგი, 30-მილიონიანი, მულტისავალუტო პროგრამა თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით წარმატებით მიმდინარეობს

· ჰოლდინგმა კაპიტალის ბაზარზე 10 მილიონი ევროსა და 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა „თეგეტა ჰოლდინგის“ ფასიანი ქაღალდების მორიგი მულტისავალუტო პროგრამის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ჰოლდინგმა კაპიტალის ბაზარზე 5 მილიონი აშშ დოლარის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. მიმდინარე ემისია 2024 წლის მაისში დამტკიცებული 30-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის მეორე ტრანშია, ხოლო პირველი ტრანშის მოცულობა 10 მილიონი ევროთი განისაზღვრა, […]

„16 მაისიდან „ბორდერიზაციის“ რვა შემთხვევა დაფიქსირდა“ – ერგნეთში IPRM-ის შეხვედრა მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მდებარე გორის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 120-ე შეხვედრა მიმდინარეობს. ფორმატში, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა, მონაწილეობენ საქართველოს ცენტრალური მთავრობის, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე ქართული მხარე ორ ძირითად საკითხს აყენებს – ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ […]

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალის საჩხერის განშტოების 2.2 კილომეტრზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება. მათივე განმარტებით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 26 ივლისს 05:00-დან 10:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ საჩხერის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ […]