სუს-მა საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გელა კახაბრიშვილი გამოკითხა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გელა კახაბრიშვილი გამოკითხა. კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, აღნიშნული საქმე სამართლებრივი სივრციდან გასულია. “სამართლებრივი სივრციდან გასულია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ამდაგვარი ქმედებების საშიშროება არსებობს – როგორც ვიცი, 2015 წლიდან არის საქმე დაწყებული, შემდეგ 2017 წელს კიდევ დაემატა მუხლი სახელმწიფო გადატრიალების და ასეთი […]
მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს

გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბათში გამართულ მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2024) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. ქართველმა მოსწავლეებმა ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. ოქროს მედლის მფლობელი გახდა კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კლდიაშვილი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ილია ვეკუას […]
რა საკითხები განიხილა გენადი არველაძემ აშშ-ის ენერგეტიკული დეპარტამენტის მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი აშშ-ის ენერგეტიკული დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ენდრიუ ლაითს შეხვდნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში ტრანსატლანტიკური ენერგეტიკისა და კლიმატის თანამშრომლობის (P-TECC) რიგით მე-5 მინისტერიალში ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ ფორუმში საქართველოს დელეგაცია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის და […]
რუსეთთან იმპორტის, ექსპორტის, ფულის ნაკადის, ტურიზმიდან შემოსავლისა და უცხოური ინვესტიციის კლებაა – კვლევა
ICC საქართველომ EBIT GROUP-თან ერთად მომზადებული საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რუსეთის რჩება საქართველოს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად, მაგრამ 2024 წლის პირველ კვარტალში შესამჩნევი კლება იყო იმპორტის, ექსპორტის, ფულის ნაკადის, ტურიზმიდან შემოსავლისა და უცხოური ინვესტიციის კუთხით. მნიშვნელოვანი კლებაა ფულის შემოდინების ნაწილსა და ასევე ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში. ეს ტენდენცია მიუთითებს შემცირებულ ეკონომიკურ ჩართულობაზე, სავარაუდოდ გეოპოლიტიკური […]
სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა მედიას დამატებით პრობლემას უქმნის – კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა მედიას დამატებით პრობლემას უქმნის. ასე ეხმაურება კოალიცია ეხმაურება „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომებზე დასწრების შეფერხებასთან დაკავშირებით. კერძოდ, „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ სოციალ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ ტელევიზიის განცხადებებს სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით სისტემა არ იღებს და მედიის წარმომადგენლებს სხდომებზე არც მოსამართლე უშვებს. […]
ზელენსკი “რადას” საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის პერიოდის გახანგრძლივებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ვერხოვნა რადას” სთავაზობს საომარი მდგომარეობისა და ზოგადი მობილიზაციის ვადის გახანგრძლივებას. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, შესაბამისი კანონპროექტები “ვერხოვნა რადაში” 23 ივლისს დარეგისტრირდა. დოკუმენტების განმარტებითი ბარათები მიუთითებს, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და ზოგადი მობილიზაციის ხანგრძლივობა 12 აგვისტოდან 90 დღით უნდა გაგრძელდეს. მაისში “ვერხოვნა რადამ” საომარი მდგომარეობის და ზოგადი მობილიზების 11 აგვისტომდე გაგრძელებას […]
ყაბარდო-ბალყარეთში ჯარიმები დაეკისრათ მშობლებს, რომლებიც რუსეთის ჰიმნის შესრულების დროს არ ადგნენ

ნალჩიკის სასამართლომ სამ-სამი ათასი მანეთით დააჯარიმა რვა ადამიანი, რომლებიც სკოლის დამთავრების ღონისძიებაზე რუსეთის ჰიმნის შესრულების დროს ფეხზე არ ადგნენ. როგორც სააგენტოები “ტასი” და “რია ნოვოსტი” წერენ, დაჯარიმებულები დამნაშავედ ცნეს რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოების ოფიციალური გამოყენების წესის შესახებ ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაში. სასამართლო მალე განიხილავს სხვა პირის საქმეს, რომელიც ასევე არ ადგა რუსეთის ჰიმნის შესრულების დროს. რამდენიმე მშობლის […]
გიორგი ჩაკვეტაძე ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე – მივმართავ რადიკალურ ჯგუფებს, რაიმე არ გაბედოთ, თორემ ქართული საზოგადოების რისხვას მიიღებთ!

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე სუს-ში მიმდინარე გამოძიების ეხმიანება. ჩაკვეტაძის მტკიცებით, „სავარაუდო ფიგურანტები ერთი კვირა მალავდნენ, რომ საქმე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობდა“. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყება გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და საზოგადოებისთვის ეს […]
მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის არანაირი განსხვავება არ არის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ როზნერი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს პიარს უკეთებს

თავის დროზე, როცა [ჯერემ] როზნერი დავალებით ჩამოვიდა და „ნაცმოძრაობას“ პიარს უკეთებდა, ესეც ცნობილი იყო ჩვენთვის და ახლაც, როცა, ის „ნაცმოძრაობის“ ერთ დანაყოფს, „ლელოს“ პიარს უკეთებს, ესეც ცნობილია, გასაკვირი ამაში არაფერი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რატომ შეირჩა ჯერემ როზნერი და რა პერსპექტივა […]
დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტია“ ახალ ლიდერს 2 ნოემბერს აირჩევს

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტია“ ახალ ლიდერს 2 ნოემბერს აირჩევს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, რომელმაც გადადგომის შესახებ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ გამოაცხადა, 2 ნოემბრამდე „კონსერვატორების“ ლიდერის მოვალეობას შეასრულებს. კონკურსის ფარგლებში პარტია ოთხ კანდიდატს გამოავლენს, რომლებიც ყრილობაზე თავიანთ ხედვებს წარადგენენ, ხოლო საბოლოოდ, „კონსერვატიული პარტიის“ წევრები არჩევანს ორ მთავარ […]