საკრებულოში „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების’’ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იმ სახელმწიფო უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტი უკვე მოქმედებს. საკრებულოს ინფორმაციით, დოკუმენტის ინდიკატორების, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით გამართული შეხვედრა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა. თინათინ ნიბლოშვილის […]
ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული ნაგვით სავსე ბუშტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული ნაგვით სავსე ბუშტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური რეაგირების ჯგუფებმა ტერიტორია შეამოწმეს და დაადგინეს, რომ ბუშტი საფრთხეს არ წარმოადგენს. ცნობისთვის, მაისის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის მიმართულებით ნაგვით სავსე ათასობით ბუშტი […]
სტუდენტებმა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სწავლება „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრში გაიარეს

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სწავლება „საქპატენტის“ ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში გაიარეს. ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2016 წლიდან „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსა“ (ELSA Georgia) და „საქპატენტის“ თანამშრომლობით ყოველწლიურად ხორციელდება და მასში მონაწილეობა ევროკავშირის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტიდან 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათი ცნობით, […]
„ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა – საქართველო“ მორიგ საქველმოქმედო აქციას ზუგდიდში ჩაატარებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი მონაწილეობს, რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა […]
თბილისის ქარვასლის შემდეგ, „საპონერია“ ფილიალს გორი მოლში ხსნის
თბილისის ქარვასლის შემდეგ, „საპონერია“ ფილიალს გორი მოლში ხსნის „საპონერიამ“, რომელიც ხელნაკეთ საპნებსა და სპა საშუალებებს აწარმოებს, პირველი მაღაზია თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე 2022 წელს გახსნა, რომელიც სირთულეების გამო დაიხურა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, კომპანიის დამფუძნებელი ანა კაჭკაჭიშვილი ამბობს, ტურისტებისა და ადგილობრივების დაბალმა ტრაფიკმა და კორპუსის ცენტრალურმა პრობლემებმა „ფაქტობრივად გააკოტრა ბიზნესი, მაგრამ თავიდან დააყენეს ფეხზე“. მიმდინარე წლის იანვარში […]
თბილისის ქარვასლის შემდეგ, „საპონერია“ ფილიალს გორი მოლში ხსნის

თბილისის ქარვასლის შემდეგ, „საპონერია“ ფილიალს გორი მოლში ხსნის „საპონერიამ“, რომელიც ხელნაკეთ საპნებსა და სპა საშუალებებს აწარმოებს, პირველი მაღაზია თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე 2022 წელს გახსნა, რომელიც სირთულეების გამო დაიხურა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, კომპანიის დამფუძნებელი ანა კაჭკაჭიშვილი ამბობს, ტურისტებისა და ადგილობრივების დაბალმა ტრაფიკმა და კორპუსის ცენტრალურმა პრობლემებმა „ფაქტობრივად გააკოტრა ბიზნესი, მაგრამ თავიდან დააყენეს ფეხზე“. მიმდინარე წლის იანვარში […]
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს – სუს-ი

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს – სუს-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. სუს-ის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს აქტიური […]
დიდი სურვილი მაქვს, ვნახო, როგორ რეაგირებას მოახდენს ქართველი ხალხი თავისი ხელისუფლების ქმედებებზე ოქტომბრის კრიტიკულ არჩევნებზე – კონგრესმენი თომას კინი
დიდი სურვილი მაქვს, ვნახო, როგორ რეაგირებას მოახდენს ქართველი ხალხი თავისი ხელისუფლების ქმედებებზე ოქტომბრის კრიტიკულ არჩევნებზე – კონგრესმენი თომას კინი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმა გააფუჭა საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ათწლეულების მანძილზე მძიმე ბრძოლის შედეგად მიღწეულ წინსვლას, – ამის შესახებ კონგრესმენმა, თომას კინმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება თომას კინმა აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში […]
დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი „აპრილი“ ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა

ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი „აპრილი“ მოხვდა. კინოფესტივალი 28 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბერს დასრულდება. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერია. კულუმბეგაშვილთან ერთად მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან ტოდ ფილიპსი, პედრო ალმოდოვარი, ლუის ორტეგა, ლუკა გუადანინო, ბრეიდი კორბეტი და სხვები. ფილმში – ‘’აპრილი’’ მთავარ […]
სუს: გამოძიება ტერაქტის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, ივანიშვილის მკვლელობას ამზადებდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის […]