ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთი პირი, ელიზბარ რაქვიაშვილი მივიდა

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთი პირი, ელიზბარ რაქვიაშვილი მივიდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, რაქვიაშვილი უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით გამოიკითხება. რაც შეეხება თავად ელიზბარ რაქვიაშვილს, მან სუს-ში შესვლამდე მედიასთან შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: “რატომ ფიქრობთ, რომ ელიზბარი ვარ? სიები გაქვთ […]
მიხეილ დაუშვილი – სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებისა და გადატრიალების თაობაზე განცხადება იმდენჯერ წაგვიკითხავს და მოგვისმენია, რომ რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ახალი პროპაგანდისტულ-პიარული ხაზის დალაგების ნიშნებს ატარებს – სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებისა და გადატრიალების თაობაზე მსგავსი შინაარსის განცხადება იმდენჯერ წაგვიკითხავს და მოგვისმენია, რომ რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა. როგორც დაუშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ ასეთ გამოძიებებზე დამდგარი შედეგი ვერასდროს ნახა, ამიტომ ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე […]
ირაკლი კობახიძე – არავითარი საფუძველი არ აქვს იმ ე.წ. კრიტიკას, რომელიც კონგრესში მოვისმინეთ – მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება იმ რელსებს, რომელსაც მიჩვეული ვიყავით

არავითარი საფუძველი არ აქვს იმ ე.წ. კრიტიკას, რომელიც მოვისმინეთ კონგრესში – საბოლოოდ, ყველაფერი გადაიხედება და მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება იმ რელსებს, რომელსაც მანამდე ვიყავით მიჩვეული, – ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე “რესპუბლიკელი” კონგრესმენის, ტომ კინის განცხადებებს. როგორც მან აღნიშნა, კონგრესში კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პრაგმატული პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით და “უსამართლო თავდასხმა ვიხილეთ ქართულ სახელმწიფოზე”. […]
ირაკლი კობახიძე – ამერიკელ პარტნიორებს გვინდა განსხვავებული დღის წესრიგი შევთავაზოთ – ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი – ველოდებით პრაგმატულ, სამართლიან და სწორ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გადატვირთვას სთავაზობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში გადატვირთვა ორივე სახელმწიფოს ინტერესებში თანაბრად შედის. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახლა მთავარია, რომ საქართველომ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები იხილოს. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით, ეს იყო რეალურად თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში ომი უკრაინაში დასრულდება და საქართველოს მიმართ აშშ-ს მიდგომები მაშინვე შეიცვლება – არსებითად და თვისობრივად ურთიერთობების გადახედვა დაიწყება

ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში ომი უკრაინაში დასრულდება და საქართველოს მიმართ მიდგომები მაშინვე შეიცვლება, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი – დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ 1 წელიწადში, შეიძლება 6 თვეშიც, არსებითად და თვისობრივად ურთიერთობების გადახედვა დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, აშშ-თან ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში არჩევნების დასრულების […]
პრემიერი – სტანდარტული პრაქტიკაა, რომ სექტემბერში ან ოქტომბერში დაიდოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია – რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, საფუძველი არ არსებობს, რომ შალვა პაპუაშვილის პოზიცია გადაიხედოს

როგორც წესი, სტანდარტული პრაქტიკა არის ის, რომ სექტემბერში ან შეიძლება ოქტომბერშიც დაიდოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია, აქედან გამომდინარე, ინფორმაციას პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ნომერთან დაკავშირებით მიიღებთ მაშინ, როდესაც სია გამოქვეყნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ირაკლი კობახიძე საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელდება, დაიკავებს […]
ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 18 ადამიანი

ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ პილოტის გადარჩენა მოხერხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ნეპალის დედაქალაქის, კატმანდუს პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „პილოტი გადაარჩინეს და მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. თვრამეტი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი უცხოელია“, – განაცხადა კატმანდუს პოლიციის წარმომადგენელმა, დან ბაჰადურ კარკიმ. Saurya Airlines-ის თვითმფრინავი კატმანდუში აფრენისას ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის […]
კობახიძე: მომავალი წლიდან, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება ჩვეულ რელსებს

აშკარაა, რომ კონკრეტულ ძალებს ჯერ კიდევ აქვთ საქართველოს მიმართ კონკრეტული ინტერესები, ისეთი ინტერესები, რომლებიც არ მიესადაგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მე ვარ დარწმუნებული, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შესაძლოა ექვს თვეშიც, ურთიერთობები სერიოზულად გადაიხედება, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში. მანამდე იქნება განსხვავებული ინტერესები, ეს ინტერესები, სამწუხაროდ, იქნება აცდენილი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, თუმცა, საბოლოო […]
კობახიძე 12 წლით ხელისუფლებაში დარჩენაზე: ქართულ საზოგადოებას ალტერნატივა არ აქვს

რაც შეეხება იმას, რომ ქართული ოცნება მომავალი 4 წელი გარანტირებულად და კიდევ მინიმუმ 8 წელი გვაქვს ამბიციები, ამას აქვს მარტივი ახსნა – ჩვენ პრაქტიკულად ალტერნატივა არ გვაქვს და ქართულ საზოგადოებასაც არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი, რა ალტერნატივასაც თავს გვახვევენ გარედან, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა.
ბუდაპეშტი ნავთობის მიწოდების შეფერხების გამო უკრაინისთვის €6.5 მილიარდის გადაცემას ბლოკავს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, ბუდაპეშტი გააგრძელებს უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების დაბლოკავს, სანამ კიევი რუსული ნავთობის უნგრეთში ტრანზიტს არ დაუშვებს.სიიარტომ ამის შესახებ უნგრეთის რადიოსადგურ ATV-თან ინტერვიუში ისაუბრა. ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ხარჯების კომპენსაციისთვის 6.5 მილიარდი ევრო უნდა გამოყოფილიყო. “მე ცხადად ვთქვი, რომ სანამ უკრაინა ამ საკითხს არ მოაგვარებს, ევროპული მშვიდობის ფონდიდან სამხედრო […]