„ტრამპზე თავდასხმის შემდეგ მისმა რეიტინგმა აიწია, იფიქრეს, იქნებ ივანიშვილის რეიტინგმაც აიწიოსო“ – პაატა მანჯგალაძე

ტრამპზე თავდასხმის შემდეგ მოდური გახდა ლიკვიდაციის თემა, – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე სუსის ინფორმაციას, ივანიშვილის სავარაუდო განეიტრალების შესახებ. „მე მგონი, ტრამპზე თავდასხმის მერე მოდური გახდა საქართველოში და იფიქრეს, მოდი, ბიძინას რეიტინგიც ხომ არ აიწევსო. ტრამპის აიწია ამის შემდეგ და იქნებ ბიძინასიც ავწიოთო“

საფრანგეთში, პარიზის ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი რუსი მამაკაცი დააკავეს

საფრანგეთში, პარიზის ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი რუსი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 40 წლის მამაკაცი კვირას დააპატიმრეს. მას 23 ივლისს ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიება სწავლობს საფრანგეთში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით უცხოური ძალისთვის სადაზვევრო მონაცემების შესაძლო გადაცემის საკითხს. გამოძიება მიიჩნევს, რომ სავარაუდო გეგმა არ ითვალისწინებდა ტერორისტული […]

რუსეთი მოსკოველებს, უკრაინაში საბრძოლველად, რეკორდულ თანხას სთავაზობს

რუსეთში, მოსკოვში მცხოვრებ მოქალაქეებს, უკრაინაში საბრძოლველად, რეკორდულ თანხებს სთავაზობენ, რაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჯარისკაცების შეგროვების კიდევ ერთი მცდელობაა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მიერ გაცემული განკარგულებით, მოსკოვის მცხოვრებლები, რომლებიც რუსულ ჯარს შეუერთდებიან, 1,9 მილიონ რუბლს, დაახლოებით 22 000 აშშ დოლარს მიიღებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინც შეთავაზებას დათანხმდება, “სამუშაოს” პირველ წელს, 5,2 მილიონ რუბლამდე […]

ამინდი იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. დედაქალაქში – თბილისში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33, ხოლო 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს დღის […]

თიბისის მხარდაჭერით, რესტორანი „წისქვილი ტერასა“ გაიხსნა და სტუმრების მასპინძლობისთვის მზადაა

თიბისის მხარდაჭერით, რესტორანი „წისქვილი ტერასა“ გაიხსნა და სტუმრების მასპინძლობისთვის მზადაა თიბისის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე #80-ში, „წისქვილი ჯგუფის“ რიგით მე-8 რესტორანი – „წისქვილი ტერასა“ გაიხსნა, რომელიც სტუმრების მასპინძლობისათვის უკვე მზადაა. პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიონი ლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 2 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი რესტორანი მთავარ დარბაზს სცენით, გამწვანებულ ტერასას, საზაფხულო ბარსა და ვიტრაჟულ […]

,, კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი ვიყავი და შევხვედრილვარ ყველა სახის დამნაშავეს – თაღლითებსა თუ მატყუარებს და ზუსტად ვიცი დონალდ ტრამპის ტიპაჟი” – კამალა ჰარისი

,, კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი ვიყავი და შევხვედრილვარ ყველა სახის დამნაშავეს – თაღლითებსა თუ მატყუარებს და ზუსტად ვიცი დონალდ ტრამპის ტიპაჟი” – კამალა ჰარისი კამალა ჰარისის განცხადებით, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკელმა ხალხმა არჩევანი ყოფილ პროკურორსა და ნასამართლევ დონალდ ტრამპს შორის უნდა გააკეთოს. ვიცე-პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის პირველი ყრილობა ვისკონსინის შტატში გამართა. ჰარისმა მისი „რესპუბლიკელი“ ოპონენტი მწვავედ […]

ვაშინგტონში ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციის მონაწილეები პოლიციამ დააკავა

ვაშინგტონში ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 23 ივლისის ღამეს კაპიტოლიუმთან ნეთანიაჰუს და ისრაელის მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა, სადაც პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია Jewish Voice for Peace არის. ისინი ღაზაში ისრაელის ომს აპროტესტებენ. მათი აქტივისტები კაპიტოლიუმის კომპლექსში შეიჭრნენ, რადგან დღეს კონგრესში ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. ომის დაწყებიდან დღემდე ეს ნეთანიაჰუს მეოთხე […]

სირსკი: უკრაინას აქვს ყირიმის დაბრუნების რეალისტური გეგმა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლეკსანდრ სირსკის თქმით, უკრაინას აქვს ყირიმის დაბრუნების რეალისტური გეგმა. სირსკიმ ამასთან დაკავშირებით The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. სირკის თქმით, ყირიმის უკანონო ანექსიიდან ათი წლის შემდეგ კიევს ყირიმის დაბრუნების გეგმა უკვე აქვს. “ეს რეალისტურია. რა თქმა უნდა, ეს დიდი სამხედრო საიდუმლოა” – თქვა გენერალმა. მან ასევე დაამატა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 1991 […]

ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, სამართალდარღვევები აღკვეთილია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშარში მოქალაქე მდინარე რიონზე ელექტროშოკური მოწყობილობისა და […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგრანტო კონკურსების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრებისთვის საგრანტო კონკურსების შესახებ მორიგი ღია საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მკვლევრები სხვადასხვა საგრანტო მიმართულების სიახლეებსა და შესაძლებლობებს გაეცნენ. „საინფორმაციო შეხვედრაზე სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი, ოფისის თანამშრომლებთან ერთად, […]