აშშ აგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას – მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, საქართველოსთან მიმართებით, მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული. როგორც მან 24 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ აგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას. “თუკი გადახედავთ ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენ ნათელი გავხადეთ, რომ საქართველოს მთავრობას მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განვსჯიდით. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები დამოკიდებულია მათ ქმედებებზე. თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა […]

რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა გენერალი, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა

გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კობილაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში პირადად მონაწილეობდა, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა. “კობილაშ სერგეი ივანოვიჩი – სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური – საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი.” – მითითებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე საჰაერო-კოსმოსური ძალების განყოფილებაში. აქამდე კობილაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორი მანძილის ავიაციის მეთაური იყო. კობილაშის დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 5 […]

კობახიძე: აგენტურის გასამართლებას, შეიძლება ინდივიდუალურ დონეზე განაჩენებიც მოჰყვეს

ძალიან ბევრი ნაცმოძრაობის წარმომადგენელი ადამიანი გასამართლდა მაღალ, საშუალო, დაბალ დონეზე – მათ შორის, სააკაშვილი იხდის სასჯელს. ასობით ასეთი პირია სამ სხვადასხვა დონეზე, თუმცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ არსებითად პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, ანუ ამ აგენტურის გასამართლებაზე, რასაც თავისუფლად შეიძლება, მოჰყვეს ინდივიდუალურ დონეზე განაჩენებიც. საზოგადოებამ იცის, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ პოლიტიკურ ძალას, როგორც კი საბოლოო ჯამში სრულიად […]

“სლოვანმა” სლოვენიაში ფრეს მიაღწია – კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანი“ გასვლაზე „ცელიეს“ დაუზავდა – 1:1. აღსანიშნვია, რომ 30-ე წუთზე მსაჯმა ბრატისლაველთა ნახევარმცველი კირიაკოს სავიდისი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. სტუმართა გუნდის მცველმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება. ცელიე. „ზდეჟელე“ ცელიე – სლოვანი 1:1 გოლები: 1:0 ბობიჩანეცი (7), 1:1 სტრელეცი (11) გაძევება: სავიდისი (30, სლოვანი)

უკრაინის განცხადებით, რუსეთმა დრონებით იზმაილის პორტზე იერიში მიიტანა

ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, დუნაის სანაპიროზე, იზმაილის პორტზე რუსეთის დრონებით ტავდასხმამ, პორტის ინფრასტრუქტურა, კომერციული და საცხოვრებელი შენობები დააზიანა. დაშავდა სამი ადამიანი. რუსულმა ძალებმა თავდასხმა ოტხშაბათს დილით, 24 ივლისს განახორციელა. თავდასხმამ დააზიანა რამდენიმე შენობა პორტში, გამოიწვია ხანძარი და ასევე დააზიანა სამი სატვირთო მანქანა, განაცხადა ოდესის რეგიონის გუბერნატორმა, ოლეჰ კიპერმა. ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმის დროს, ხუთსართულიანი საცხოვრებელი […]

კობახიძე ვარჰეიზე: ჩემზე არ ყოფილა, ინგლისურში მხოლობითი და მრავლობითი ერთნაირად გამოითქმის

მინდა შეგახსენოთ კონკრეტული ევროკომისრის ზარი, რომელმაც მესიჯი გადმომცა პირდაპირ და მოგვიანებით, მან აღიარა, რომ საუბარი ჰქონდა ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით, უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას. პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ტყვიებს ისვრიან “კილერები”. ჩემზე არასოდეს ყოფილა საუბარი, იყო მუქარა, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა იყოთ ძალიან […]

“დოსიე”: ევროპაში დივერსიული აქტების უკან გრუ-ს აგენტები დგანან

რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალური ქვედანაყოფი ევროპაში აწყობს დივერსიულ აქტებს, აგროვებს შემსრულებლებს Telegram-ისა და TikTok-ის საშუალებით და მათ კრიპტოვალუტით უხდის. ამის შესახებ ლაპარაკია ცენტრ „დოსიეს“ გამოძიებაში. პუბლიკაციის ავტორები იუწყებიან, რომ მათ წვდომა მოიპოვეს ქვედანაყოფის დოკუმენტებზე. „დოსიე“ გრუ-ს სტრუქტურას უწოდებს „ჯგუფების წამყვან აგენტებს“. მათ, სავარაუდოდ, პოლკოვნიკი დენის სმოლიანინოვი ხელმძღვანელობს. დოსიეს მიხედვით, 2024 წლის დამდეგს მათ Telegram-ის საშუალებით […]

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა საქართველოს დამატებით „ახალი ევროპული დანიშნულება“ მისცა“ – გენადი არველაძე

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ. პროექტი აქტიურ ფაზაშია და იგი შეუცვლელია ევროპასთან დაკავშირებულობისა და ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით. ამ პროექტის განვითარებით საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი ქვეყანა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა საქართველოს დამატებით „ახალი ევროპული დანიშნულება“ მისცა. პროექტი […]

21 ივლისი დედამიწაზე აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი დღე იყო

2024 წლის 21 ივლისი ყველაზე ცხელი დღე იყო, რაც კი ოდესმე კაცობრიობას აღურიცხავს გლობალურად. ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სერვის „კოპერნიკის“ მონაცემებით, 21 ივლისს დედამიწის ზედაპირთან ჰაერის გლობალური საშუალო ტემპერატურა 17,09 გრადუსი ცელსიუსი იყო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მათ მონაცემთა ბაზაში, რომელიც აღრიცხვას 1940 წლიდან აწარმოებს. ეს ყველაფერი ევროპასა და აშშ-ში სითბური ტალღებისა და ტყის ხანძრების მიზეზია. […]

ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესს ათასობით დემონსტრანტის პროტესტის ფონზე მიმართა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის კონგრესს განუცხადა, რომ დაწრმუნებულია, ღაზაში დატყვევებული მძევლების გათავისუფლების ძალისხმევა წარმატებული იქნება. ბენიამინ ნეთანიაჰუმ, კონგრესს ოთხშაბათს, კაპიტოლიუმთან გამართული მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციის ფონზე მიმართა. „ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ინტენსიურ ძალისხმევაში მათი [მძევლების] გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია ეს ძალისხმევა წარმატებული იყოს“, – თქვა ნეთანიაჰუმ კონგრესის წინაშე, როცა მას ფეხზე დამდგარი, […]