„Smart Farming ზრდის სამუშაოს ხარისხს და ამცირებს ბუნებრივი რესურსების მოხმარებას“ – ვლადისლავ სრიბნი, CLAAS-ის წარმომადგენელი

თანამედროვე ტექნიკა და ჭკვიანი მოწყობილობები განსაკუთრებულ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ გარეშე ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და გლობალური გამოწვევების დაძლევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ტექნოლოგიებისა და Smart Farming-ის ანუ „ჭკვიანი აგრომეურნეობის“ მნიშვნელობას ხაზს უსვამს CLAAS-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ექსპორტის მენეჯერი, ვლადისლავ სრიბნიც: „ინოვაციური აგროტექნიკა და Smart Farming ზრდის სამუშაოს ხარისხს და ამცირებს […]

ჯო ბაიდენი – წინსვლის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა, ეს ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზაა

წინსვლის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა, ეს ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან გავრცელებული მიმართვისას განაცხადა. „მჯერა, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მიღწევები, მსოფლიოში ჩემი ლიდერობა, ამერიკის მომავლის შესახებ ჩემი ხედვა – ეს ყველაფერი მეორე ვადას იმსახურებდა. მაგრამ ჩვენი დემოკრატიის გადარჩენას წინ არაფერი არ უნდა […]

თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა – მოკლულია ორი პირი

თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა. შემთხვევა სოფელ ლალისყურში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სამი მამაკაცი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და ერთმა მათგან ორ თანასოფლელს იარაღიდან ესროლა. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.

ბათუმელთა მეტოქის მწვრთნელი: უნდა დავისვენოთ და განმეორებითი შეხვედრისთვის მოვემზადოთ

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, “აჭარაბეთ არენაზე” ბათუმის “დინამოს” 2:0 დამარცხების შემდეგ, კომენტარი “დეჩიჩის” მწვრთნელმა მილორად პეკოვიჩმა გააკეთა: “სტადიონის განწყობა მოგვეწონა. რთული მატჩი იყო, ბათუმის “დინამო” რთული გუნდია. ჩვენ საკუთარი გეგმა გვქონდა, პირველ რიგში, თავი უნდა დაგვეცვა და მეტოქისთვის სივრცეები შეგვეზღუდა. მოხარული ვარ, რომ ეს შევასრულეთ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ პირველი მატჩია. უნდა […]

პრეზიდენტი ბაიდენი: პატივს ვცემ ამ პოსტს, მაგრამ კიდევ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს აუხსნა თავისი გადაწყვეტილება, გამოეთიშოს საარჩევნო მარათონს და უარი თქვას მეორე ვადით კენჭისყრაზე. პრეზიდენტმა ნაციას თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან 24 ივლისს, საღამოს მიმართა. ჯო ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მიღწევები, მსოფლიოში მისი ლიდერობა და ქვეყნის მომავლის ხედვა მეორე ვადას იმსახურებს, მაგრამ დემოკრატიის გადარჩენის გზას წინ არაფერი უნდა გადაეღობოს და ეს […]

გადავწყვიტე ჩვენს გასაერთიანებლად ჩირაღდანი ახალ თაობას გადავცე – ჯო ბაიდენის მიმართვა

24 ივლისის საღამოს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრი სახლიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო და არჩევნებიდან საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის შემდეგ პირველი მიმართვა გააკეთა. “მე ამ ოფისს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი ქვეყანა უფრო მეტად მიყვარს. ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო მემსახურა თქვენს პრეზიდენტად.” – თქვა ბაიდენმა. მისი თქმით, დემოკრატია საფრთხის წინაშეა, ეს ღირებულება კი ნებისმიერ წოდებაზე უფრო მნიშვნელოვანია. […]

“წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას” – პრეზიდენტმა ბაიდენმა ერს მიმართა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან ერისადმი მიმართვისას თქვა, რომ ის „ჩირაღდნას ახალ თაობას გადასცემს“. ერისადმი მიმართვისას, ბაიდენმა ამერიკელებს პირველად აუხსნა, რატომ გადაწყვიტა, მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის აღარ ებრძოლა. „გადავწყვიტე, რომ წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას. ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზა ეს არის“ – განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა გადაწყვეტილება მისი პარტიის წევრების, დემოკრატების […]

“ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი მიზნები” – ხვიჩამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებებიდან დაბრუნებულ სხვა ფეხბურთელებთან (ალექს მერეტი, ჯოვანი დი ლორენცო, ალესანდრო ბონჯორნო, სტანისლავ ლობოტკა, მაიკლ ფოლორუნშო) ერთად “ნაპოლიში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ჯერ უცნობია რა პირობებით განაახლებს კვარაცხელია კონტრაქტს და საერთოდ განაახლებს თუ არა, თუმცა სურათებიდან ჩანს, რომ ჩინებულ ხასიათზეა და “ინსტაგრამზე” პოსტი გამოაქვეყნა: “ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი მიზნები”. ქართველი დღეს მწვრთნელს, ანტონიო კონტეს […]

დემილიტარიზებული და დერადიკალიზებული ღაზა – ნეთანიაჰუმ კონგრესში ომის მიზნებზე ისაუბრა

აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზის სექტორში ომი ერთ დღეში მორჩება, თუ ჰამასი დანებდება, განიარაღდება და ყველა მძევალს დააბრუნებს. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, “ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას,” მანამ, სანამ ჯამასის საბრძოლო შესაძლებლობებს არ გაანადგურებენ და ღაზაში მათ მმართვეობას არ დაასრულებენ. ისრაელის პრემიერის თქმით, ჰამასის დამარცხების შემდეგ შესაძლებელი გახდება […]

სტივ კინი: ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა

დღეს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, “ტორპედო” კვიპროსში “ომონიას” დაუპირისპირდება. მომავალი შეხვედრის წინ კომენტარი ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა: “პირველ რიგში მადლობა “ომონიას” კარგი დახვედრისთვის. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს და ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის. როგორც ყოველთვის, ჩვენს მეტოქეს ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და ეს […]