ანაკლიის პორტის საინჟინრო კონტრაქტორი ხვალ გამოვლინდება – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინჟინრო კონტრაქტორს ხვალ გამოავლენს. პორტის საინჟინრო კონტრაქტორის შესარჩევი კონკურსი პორტის ინვესტორის შესარჩევი კონკურსის პარალელურად მიმდინარეობდა და ის ხვალ უნდა დასრულდეს, რაც შეეხება პროექტის ინვესტორს, 2024 წლის მაისში პროექტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად ჩინური კორპორაცია CCCC გამოვლინდა. პორტის საინჟინრო კონტრაქტორ პროექტს სწორედ CCCC-ის დაფინანსებით […]

ბლოგების და ვიდეოების კონკურსი ემიგრანტებისთვის

ფინანსური განათლების გავრცელების სხვადასხვა და ეფექტური არხების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, ემიგრანტთა სეგმენტის წინაშე არსებული თემატური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია უშუალოდ ემიგრანტთა გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. კონკურსის ფარგლებში, ემიგრაციის გამოცდილების მქონე ადამიანები, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაწერენ ბლოგებს და გადაიღებენვიდეოებს. ავტორები აუდიტორიას გაუზიარებენ ემიგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ზეგავლენა ჰქონდათ მათი თუ მათი […]

ბაზისბანკი 2024 წლის 6 თვის ფინანსურ შედეგებს აჯამებს

2024 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.6 %-ით გაიზარდა და 3.67 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 2.68 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ზრდა 478 მილიონი ლარია. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 1.85 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ბიზნესის დაკრედიტებით ბაზისბანკი სტაბილურად პოზიციონირებს უმსხვილესი ბანკების სამეულში. ფიზიკური […]

ალუდა ღუდუშაური – „ლელო“-ელისაშვილის გაერთიანება ეს არის უპრინციპობის და წითელ ხაზს მიღმა გაერთიანება, ხოლო გიორგი გახარიამ ქუდი დაიხურა და „ნაცმოძრაობაში“ გადაბარგდა

როდესაც დადგა საკითხი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი ყოფილიყო გატარებული თუ ნიკანორ მელიას და „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესი, ბატონმა [გიორგი] გახარიამ ქუდი დაიხურა და „ნაციონალურ მოძრაობაში” გადავიდა – სულ რომ წყალზე გაევლო მანამდე გახარიას, ეს ფაქტი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაფრის მთქმელია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, გიორგი გახარიამ […]

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტის მშენებელი პარტნიორი ხვალ გამოვლინდება

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი უწყება ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად აქტიურად მუშაობს. როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებარე კომპანიის შერჩევა, რომ მაქსიმალურად გამოცდილი იყოს საზღვაო მშენებლობის კუთხით. მისივე განმარტებით, ეს პროცესი ხვალ დასრულდება და უკვე მშენებელი პარტნიორი გამოვლინდება. „პროცესი საკმაოდ კომპლექსური არის, როგორც კერძო […]

ზურაბ ჯაფარიძე – ხელისუფლება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის პოლიტიკურ ნებას არ ავლენს – იციან, საზღვარგარეთ აგებენ არჩევნებს და აგებენ, სავარაუდოდ, 3:1-ს

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა მარტივია, თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს. უბრალოდ, ამ პოლიტიკურ ნებას დღევანდელი ხელისუფლება არ ავლენს. იციან საზღვარგარეთ აგებენ არჩევნებს და აგებენ, სავარაუდოდ 3:1-ს – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლების გარეშე ტოვებს, აუცილებლად […]

შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოში პირველ ავტორიზებულ „ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდს“ აფუძნებს

ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია შპს “ფორსაით ინვესტმენტ გრუპი” საქართველოში პირველ ავტორიზებულ “ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდს” აფუძნებს. “ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი” ახალი ტიპის პროდუქტს წარმოადგენს,რომელიც საზოგადოებისა და ბიზნესსექტორისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების სპექტრს კიდევ უფრო აფართოებს. კერძოდ, “ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდში” თანხების განთავსებით, ინვესტორს შეუძლია საკუთარი ფულადი რესურსებით დამატებითი შემოსავალი მიიღოს. ფონდში მინიმალური შენატანი […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „ეხო კავკაზას“ ცნობით, კანონპროექტის გაწვევა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა, თავად ინიციატორმა ე.წ. დეპუტატებმა მოითხოვეს. კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ მოაწერა. ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ […]

თეონა ჭალიძე – საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არ უნდა გახდეს ფარულობასთან დაკავშირებით მცდარი და მავნებლური ინფორმაციის გავრცელების საფუძველი – ამომრჩეველს უნდა დავუბრუნოთ რწმენა, რომ მათი ერთი ხმა გადამწყვეტია

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არანაირად არ უნდა გახდეს ფარულობასთან დაკავშირებით მცდარი და მავნებლური ინფორმაციის გავრცელების საფუძველი – ამომრჩეველს უნდა დავუბრუნოთ რწმენა, რომ მათი ერთი ხმა გადამწყვეტია, ხოლო არჩევანი ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშებისგან დამოუკიდებლად უნდა გააკეთონ, – ამის თაობაზე დღეს “სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა. ჭალიძის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ადამიანებმა არჩევნების ფარულობაში […]

ლევან დავითაშვილი – საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა – ოპტიმისტურად მინდა შევაფასო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა და სამომავლო პროგნოზები

საქართველოში ჩვენ გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მან ჟურნალისტებთან არსებული საინვესტიციო გარემო შეაფასა და განმარტა, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადი განვითარების რეჟიმშია და მდგრადია გამოწვევების მიმართაც. „საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ აჩვენებს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს პირდაპირი […]