სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. დაკავებული ცოლ-ქმარი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. სასამართლო სხდომას მხოლოდ მარიამ იაშვილი ესწრება. ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის […]
სემეკმა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა. ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების გათვალისწინებით, სემეკის მიერ დამტკიცებული „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ შესაბამისად, შესაბამისობის ოფიცერი ახორციელებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. მათ შორის, შესაბამისობის პროგრამის დანერგვასა და მონიტორინგს, გამანაწილებელი სისტემის […]
Boeing-მა, 2024 წლის პირველ ნახევარში, ბაზარს 175 კომერციული თვითმფრინავი მიაწოდა

ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა 2024 წლის პირველ ნახევარში დამკვეთებს 175 კომერციული თვითმფრინავი მიაწოდა. კომპანიის ანგარიშის მიხედვით, მან მომხმარებელს თვითმფრინავის ოთხი მოდელი მიაწოდა. მიწოდებული თვითმფრინავებიდან 137 თვითმფრინავი იყო Boeing 737 MAX. ეს მოდელი ისევ რჩება ყველაზე პოპულარულ ამერიკულ სამოქალაქო თვითმფრინავად. Boeing-მა დამკვეთებს ასევე მიაწოდა შვიდი Boeing 777, ცხრა Boeing 767 და 22 Boeing 787 Dreamliner. Boeing-ის […]
ბათუმში რაგბის სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ₾21-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ბათუმში რაგბის ორი ახალი სტადიონის მშენებლობისა და არსებული სტადიონის რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის მიხედვით, კომპანიებს წინადადებების წარდგენა 21-28 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს სავალდებულოა, 2018 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება არანაკლებ 30 000 000 ლარია. პროექტის განხორციელება 2024-2026 წლებში არის დაგეგმილი.
კოალიცია ცვლილებებისთვის: ბოლომდე ვიბრძოლებთ საარჩევნო უბნების გახსნისთვის

დღეს, 25 ივლისს, კოალიცია ცვლილებებისთვის – ახალი, გირჩი, დროა-ს გამართულ ბრიფინგზე, ზურაბ ჯაფარიძემ და გიგა ლემონჯავამ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე ისაუბრეს. პარტია დროა-ს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონის დარღვევით უარს ეუბნება მათ საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც საკონსულო აღრიცხვასა და სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას მოიაზრებს. “უკვე თვეებია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო […]
NBC NEWS: ბარაკ ობამა გეგმავს, ღიად მხარი დაუჭიროს კამალა ჰარისის კანდიდატურას

NBC NEWS-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა საპრეზიდენტო კანდიდატად მხარს ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს ოფიციალურად დაუჭერს. გამოცემის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი ჰარისთან ხშირ კონტაქტზე იყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. NBC-სთან საუბრისას ანონიმურმა პირებმა დაადასტურეს, რომ პირად საუბრებში ობამამ მხარი დაუჭირა ჰარისის კანდიდატურას, ხოლო მალე ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს. “ის [ობამა] […]
55 წლის ჯენიფერ ლოპესი იდეალურ ფორმაშია – მომღერალი საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს – Marao

24 ივლისს ჯენიფერ ლოპესმა 55 წლის იუბილე აღნიშნა, მაგრამ ვარსკვლავმა დაბადების დღის აღნიშვნა რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. შაბათს ჰემპტონში ბრიჯერტონის თემაზე წვეულება მოაწყო. ამჯერად მომღერალი “ინსტაგრამზე” საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ჯენიფერი, როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურება. “მთელი მსოფლიოდან მილოცავენ დაბადების დღეს, ლამაზ ვიდეოებს და პოსტებს მიგზავნიან. გამეცინა, გამეღიმა, ცრემლები გადმომცვივდა და თაიმს სკვერზე ბილბორდი რომ […]
სკანდალი ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღით ადრე – აქვს თუ არა მედროშე ოლგას OnlyFans-ზე განთავსებული თამამი ფოტოები და ვიდეოები?

2024 წლის ოლიმპიადაზე კვიპროსის დელეგაციის ერთ-ერთი მედროშე ელენა კულიჩენკო სკანდალში გაეხვია. ბერძნულმა პორტალმა eReportaz-მა ჩაატარა გამოძიება და მივიდა დასკვნამდე, რომ კვიპროსის ნაციონალურმა კომიტეტმა იცოდა, რომ გოგონას OnlyFans-ზე აქაუნთი ჰქონდა და მისი წაშლაც მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ახალგაზრდა სპორტსმენი წარმოშობით რუსია, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მან მოქალაქეობა შეიცვალა და კვიპროსის სახელით ასპარეზობს. […]
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი გაიწვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს. კანონპროექტი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე აპარტამენტის მშენებლობასა და უცხოელებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის განხილვა აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაწვევის გადაწყვეტილება “დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად” მიიღეს. ეხო კავკაზა წერს, რომ კანონპროექტი მისმა ინიციატორებმა გაიწვიეს, გადაწყვეტილება კი აფხაზეთის […]
საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა

ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ საკონსულო ოლქის ფარგლებში მოღვაწე ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა. გენერალურმა კონსულმა მაია ბართაიამ მადლობა გადაუხადა ქართველ სპორტსმენებს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მკაფიოდ გაცხადებული მიზანია ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის აქტიური ჩართვა ქვეყნის განვითარებაში. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო […]