„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ

„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ. ინციდენტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მოხდა. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ლადო მენაბდე „ინტერპრესნიუსთან“ მომხდარის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა, რა დროსაც დაზიანდა ტელევიზიის კუთვნილი კამერა. მისი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გასაუბრების ოქმი ადგილზე შეადგინეს, რის შემდეგაც საქმეში სპეციალური საგამოძიებო სამსახური […]

სემეკმა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების გათვალისწინებით, სემეკის მიერ დამტკიცებული „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ შესაბამისად, შესაბამისობის ოფიცერი ახორციელებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. „მათ შორის, […]

თბილისში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

„ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თბილისში, დიდუბეში თავს დაესხნენ. აღნიშნულის შესახებ კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც „ტვ მონიტორინგი“ სოციალურ ქსელში წერს, გადამღებ ჯგუფს თავს გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული მდგომარეობის გაშუქების გამო დაესხნენ. მათივე ცნობით, ოპერატორ ბექა პირველს, დაზიანებები თავისა და სხეული სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული და ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. „გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გაშუქების გამო […]

სუს-ის გამოძიებას ზახაროვა და პესკოვი გამოეხმაურნენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ეხმაურებიან. ზახაროვას ჰკითხეს, “ცნობილი გახდა, რომ ქართული სპეცსამსახურები მმართველი პარტიის ლიდერის მკვლელობის დაგეგმვის საქმეს იძიებენ. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის საბჭო საქართველოს სთავაზობს, ОДКБ-ში გაერთიანდეს და ჰპირდება, რომ მმართველ პარტიას გადატრიალების მცდელობის შემთხვევაში, ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება. როგორ […]

თიბისი ბიზნესის ახალი კამპანია “ყველაფერი ბიზნესისთვის” (რ)

თიბისი ბიზნესის ახალი კამპანია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაკეთდა, აერთიანებს ყველა საბანკო პროდუქტს თუ არასაბანკო მხარდაჭერას, რაც ბიზნესს სჭირდება განვითარებისა და წარმატებისთვის. კამპანია „ყველაფერი ბიზნესისათვის“ შექმნილია ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული ყოვლისმომცველი საბანკო გადაწყვეტების უზრუნველსაყოფად. თიბისი კარგად აცნობიერებს, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს MSME სექტორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდაში, ამიტომაც თიბისი ბიზნესს აქვს საბანკო პროდუქტებისა და […]

არშავინი: კარგი იქნება, რუსეთისა და საქართველოს ლეგენდების ნაკრებებმა მატჩი ჩაატარონ

ბელარუსის მსგავსად, რუსეთის ფეხბურთის კავშირმა საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის ლეგენდების ნაკრებებთან თამაშები უნდა ჩაატაროს. დღეს ეს აქტუალურია, ასეთი თამაშები აერთიანებს ხალხებს, ინახავს ჩვენს საერთო ისტორიას. შესაძლებელია უსასრულოდ ჩაატარო სამიტები და კონფერენციები, მაგრამ რეალურად ადამიანებს ფეხბურთი აახლოებს. იმავე თბილისში ასეთი მატჩი სტადიონს გაავსებს. იქ ყოველთვის მაღალი დონე იყო. მოედანზე თუ გამოვლენ შოთა არველაძე, მალხაზ ასათიანი, გიორგი […]

მარიამ როინიშვილი “ვარდოს” როლში და ბრწყინვალე შესრულება – მარიამ როინიშვილის ვიდეო რეპეტიციიდან – Marao

მარიამ როინიშვილი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დედას ბავშვობიდან დაჰყავდა შვილები ოპერაში, ამიტომ მარიამის სამომავლო პროფესიაზე ამან დიდი გავლენა იქონია – იგი ქართველი სოპრანოა. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს […]

საზაფხულო ფოტოალბომი ესპანეთიდან: რუსკა მაყაშვილი მეგობრებთან ერთად სევილიაში მოგზაურობს – Marao

რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა “საქართველოს ბანკის” 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ – სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა […]

სემეკმა ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო. ანგარიშების გამოქვეყნების მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირების ყოველთვიური შედეგებისა და მაჩვენელების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა. კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშებში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების, ელექტროენერგიის საბითუმო, ტრანსსასაზღვრო, საცალო ბაზრების მიმდინარე ტენდეციებისა და მაჩვენებლების შესახებ. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე […]

“გისურვებ მყარ ჯანმრთელობას” – რატი ბრეგაძე სააკაშვილს

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ექს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და როგორც კი ექიმები გასცემენ დასკვნას, რომ “ვივა მედიდან” მისი გაყვანა დასაშვები იქნება, სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ. ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ ექიმები. როცა მათი მხრიდან იქნება შესაბამისი მზაობა, მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში. პრინციპი არის მარტივი- მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი […]