კომუნიკაციების კომისიამ “მაგთის” MVNO-ების დაშვების და ქსელის გაზიარების ვალდებულება დაუდგინა

“მაგთი” მობილური კომუნიკაციის ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის მქონე მოთამაშედ გამოცხადდა – შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ მრავალთვიანი განხილვების შემდეგ მიიღო. კომისიის მიერ ჩატარებული ბაზრის ანალიზის თანახმად, მობილური საკომუნიკაციო ბაზარი არაკონკურენტულია, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისთვის კი მნიშვნელოვანია ბაზარზე კონკურენციის დონე გაიზარდოს. კომისიის განცხადებით, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, კომისიამ “მაგთის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორის სტატუსი მიანიჭა, რაც კომისიას აძლევს […]
“50 000 ტონა მოსავალს ველოდებით” – რა ეღირება წელს თხილი?

საქართველოში თხილის მოსავლის აღება იწყება. BMG დარგის წარმომადგენლებს წინასწარ პროგნოზებზე ესაუბრა. როგორც ისინი აღნიშნავენ, 2024 წლის სეზონი გასულ 2023 წელთან შედარებით უკეთესი იქნება, რაც როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ მაჩვენებელსაც მოიაზრებს. მათივე ცნობით, საბოლოო შედეგი კლიმატურ პირობებზე, ფერმერების მხრიდან მოსავლის დროულად აღებასა და სწორი ტექნიკით გაშრობაზეა დამოკიდებული. “ზოგიერთ ბაღში კრეფა უკვე დაწყებულია, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობებით. […]
ფრანკფურტის აეროპორტში 140 რეისი გადაიდო ბუნების დაცვის აქტივისტების აქციის გამო

მსოფლიოს საჰაერო ტრანსპორტის ერთ-ერთი უდიდესი კვანძი, მაინის ფრანკფურტის აეროპორტი, იძულებული გახდა გადაედო 140-მდე ავიარეისი აქციის გამო, რომელიც ბუნების დაცვის ჯგუფმა „ბოლო თაობამ“ წიაღისეული საწვავის გამოყენების წინააღმდეგ მოაწყო. აეროპორტის ხელმძღვანელობის თანახმად, 1400 რეისიდან გადაიდო 140, რომლებიც 25 ივლისისთვის იყო დაგეგმილი. არსებული ცნობით, აეროპორტის მუშაობა აღდგენილია. ყველა აქტივისტი დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის წაუყენეს აეროპორტის მუშაობაში […]
ევროკომისია კრძალავს რუსებთან აქტივების გაცვლაში მონაწილეობას

ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აეკრძალათ მონაწილეობა ინვესტორებს შორის აქტივების გაცვლის სქემაში, რომელიც რუსეთმა შესთავაზა ანგარიშსწორების ნაციონალური დეპოზიტარის გარიგებაში ჩართვით, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამოა სანქცირებული. ამის შესახებ საუბარია ფინანსური სტაბილურობის, მომსახურებისა და კაპიტალის ბაზრის დარგში ევროკავშირის გენერალური დირექტორის განმარტებით ბარათში, რომელიც ევროკომისიამ 24 ივლისს გამოაქვეყნა. „არავითარი სახსრები ან ეკონომიკური რესურსი, არც პირდაპირ და […]
STRANGER THINGS-ის ფინალური სეზონი 2025 წელს გამოვა

Stranger Things-ის რიგით მეხუთე, ფინალური სეზონი 2025 წელს გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სტრიმინგის სერვისი Netflix ავრცელებს. 2025 წელს დაგეგმილი სიახლეების შესახებ Netflix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტედ სარანდოსმა ილაპარაკა. მისი თქმით უცნაური ამბების გარდა, მომავალ წელს ასევე Wednsday-ს მეორე სეზონიც გამოვა. სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალის სადებიუტო სეზონის პრემიერა Netflix-ზე 2016 წელს შედგა. ამ დროისთვის ბოლო, რიგით მე-4 სეზონი […]
დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია. მთავარ კონკურსში მოხვდა ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი აპრილი. კულუმბეგაშვილთან ერთად მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან პედრო ალმოდოვარი, ლუკა გუადანინო და ტოდ ფილიპსი. 81-ე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი კონკურსის მონაწილეები არიან: And Their Children After Them, რეჟ. ზორან და ლუდოვიკ ბუხერმა, საფრანგეთი; April, რეჟ. დეა კულუმბეგაშვილი, […]
ალეკო ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის კომიკური ერთობა შედგა, ეს არის უპრინციპო ადამიანების კავშირი
ალეკო ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის კომიკური ერთობა შედგა, ეს უპრინციპო ადამიანების კავშირია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა. როგორც ბითაძემ ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, მათი საერთო მიზანია, ზიანი მიაყენონ სახელმწიფოს. „მინდა, პირველ რიგში, გამოვეხმაურო კომიკურ ერთობას, რომელიც ალეკო ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის შედგა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო მათი როგორც ერთობა, ასევე […]
თავდაცვის მინისტრი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრო

ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი გაიხსნა. ეკლესია ყოვლადუსამღვდელოესმა სურამის და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა თავდაცვის ძალების კაპელანებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა. ტაძრის სამხედრო მოძღვარმა, მამა ალექსანდრე სტეფნაძემ წირვა აღავლინა. ახალი ტაძრის კურთხევას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე თავდაცვის ძალებისა […]
ევროპული საქართველო აქტიურ დელეგატებს საარჩევნო კომისიის წევრობას შესთავაზებს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მათი პარტია დელეგატებს საარჩევნო კომისიის წევრობას შესთავაზებს. ევროპული საქართველოს შიდაპარტიული პრაიმერიზი 28 ივლისს ჩატარდება და სწორედ დელეგატები დააკომპლექტებენ როგორც საარჩევნო სიას, ისე პარტიის პოლიტსაბჭოს. “2020 წლის გამოცდილების შემდეგ მალევე დავიწყეთ პროექტი – ევროპული არჩევანის მცველი, სადაც მოხალისეებს ვთხოვდით გაწევრიანებულიყვნენ დამკვირვებლად, პარტიის წარმომადგენლად თუ კომისიის წევრად. ახლაც ჩვენი შიდაპარტიული […]
კოალიცია ცვლილებისთვის: ბოლომდე ვიბრძოლებთ საარჩევნო უბნების გახსნისთვის

დღეს, 25 ივლისს, კოალიცია ცვლილებისთვის – ახალი, გირჩი, დროა-ს გამართულ ბრიფინგზე, ზურაბ ჯაფარიძემ და გიგა ლემონჯავამ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე ისაუბრეს. პარტია დროა-ს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონის დარღვევით უარს ეუბნება მათ საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც საკონსულო აღრიცხვასა და სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას მოიაზრებს. “უკვე თვეებია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო […]