რუსულმა სასამართლომ „სტოლიჩნაიას“ არყის მფლობელი, იური შეფლერი და მისი კომპანია „ექსტრემისტულ გაერთიანებად“ გამოაცხადა

რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელი, არყის ბრენდების „მოსკოვკაიასა“ და „სტოლიჩნაიას“ მფლობელის, იური შეფლერისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, ტამბოვის ოლქის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენს აქტივები ჩამოერთმევა და სახელმწიფოს ბიუჯეტს გადაეცემა. გარდა ამისა, შაფლერი და მისი კომპანიები „ექსტრემალურ გაერთიანებად“ გამოაცხადეს. შესაბამისად, სასამართლომ გენპროკურორის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გენპროკურატურამ სასამართლოში სარჩელი შეფლერისა […]

ტაივანისა და ფილიპინების შემდეგ ტაიფუნი „გაემი“ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს მიუახლოვდა

ტაივანისა და ფილიპინების შემდეგ ტაიფუნი „გაემი“ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს მიუახლოვდა. BBC-ის ინფორმაციით, ტაივანში ქარიშხალს სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. რაც შეეხება ფილიპინებს, ქვეყანაში სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ტაიფუნის შედეგად ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს საწვავით დატვირთული გემი ჩაიძირა. როგორც Reuters წერს, გემზე 1.5 მილიონი ლიტრი ინდუსტრიული საწვავი […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ჯიღაურა, წილკანი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში. 17:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, მუგუდა, ცხვედიეთი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

Fitch-მა უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი შეამცირა

საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი დააქვეითა. შესაბამისი რეიტინგი სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, Fitch Ratings-მა უცხოურ ვალუტაში უკრაინის დეფოლტის გრძელვადიანი რეტინგი “C”-დან “CC”-მდე (შესაძლებელიდან გარდაუვლამდე) დააქვეითა. სააგენტოს თანახმად, უკრაინის გრძელვადიანი რეიტინგის დაქვეითება Fitch-ის მოსაზრებას პრინციპული შეთანხმების შესახებ, რომელიც 22 ივლისს უკრაინის ხელისუფლებასა და ევროობლიგაციების ზოგიერთ მფლობელთან იქნა მიღწეული რესტრუქტურიზაციის პირობებზე. Fitch […]

სახალხო დამცველი შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას – აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვა თითქმის ორი კვირაა გრძელდება, არსებობს საფრთხე, რომ გაფიცვაში მონაწილე პირებს იმ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროება წარმოეშვათ, რასაც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მოქმედების პირობებში […]

თბილისი საერთაშორისო კონფერენციას – “ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის” მასპინძლობს

თბილისი საერთაშორისო კონფერენციას – “ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის” მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მისი მიზანია, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროებში, დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და არსებული მომსახურებების და რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში საქართველო, ერთი მხრივ, პარტნიორ ქვეყნებს გამოცდილებას უზიარებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში დანერგილი […]

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაზე რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტები დეტალურად განიხილეს. „8 მუნიციპალიტეტმა შერჩევა-მოწონებაზე 40 586 590 ლარის ღირებულების 114 პროექტი წარადგინა, რომელიც 55 255 ბენეფიციარზეა გათვლილი. საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა წარმოდგენილ პროექტებს მხარი დაუჭირეს. დღევანდელ სხდომაზე ზვიად […]

რადას ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 18 წლის პირი, დააკავეს

უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დნეპრში დააკავა. ბრალდებული 18 წლის არის. ამის შესახებ Telegram-ის ოფიციალურ არხზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა. ცოტა ხნით ადრე რუსულ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდასხმის უკან ნეონაცისტური ორგანიზაცია Socialism/White Power დგას. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის ამოწმებს. 60 წლის ფარიონს 18 ივლისის საღამოს ლვოვში, მის სახლთან ახლოს […]

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრების გამარჯვებით დასრულდა რიგით XVII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრების: გიგა ყუფარაძის და ლევან ფანცულაიას პირველობით დასრულდა, ფოთში გამართული, რიგით XVII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის „ნანა ალექსანდრიას თასი – 2024“ გათამაშება. ქართველმა დიდოსტატებმა 9-იდან 7 ქულა დააგროვეს და ნახევარი ქულით გაასწრეს უახლოესს კონკურენტებს. დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ყუფარაძემ დაისაკუთრა. ფესტივალი 11 ტურნირად გაიმართა სხვადასხვა კატეგორიებში და მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენდა. […]

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნით ღონისძიებას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად, სამუშაო ვიზიტით დღეს გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდეტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ოლიმპიადის გახსნამდე საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, სპორტის სამიტს დაესწრება, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერაა ორგანიზებული და რომელიც 500-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, მათ შორის სპორტსმენებს და სპორტული […]