საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ისა ჰაბიბეილი იმყოფებოდა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა ჩატარდა, რომელსაც აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი ისა ჰაბიბეილი ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს. „აკადემიაში ვიზიტამდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და ბატონმა ისა ჰაბიბეილმა თბილისში, აბანოთუბანში არსებული ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. რაც […]

პირველმა ადამიანმა, რომელსაც ტვინში ჩიპი ჩაუნერგეს, თავისი შესაძლებლობების გაფართოებაზე ისაუბრა

პირველმა ადამიანმა, რომელსაც Neuralink-მა თავის ტვინში ჩიპი ჩაუნერგა, ხელახალი კონფიგურაციის და ელექტროდების ტვინიდან მოშორების შემდეგ, განაცხადა, რომ მას უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ექსპერიმენტის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროდების დაახლოებით 15% მუშაობს. ინფორმაციას rbc.ru აქვეყნებს. პირველმა ადამიანმა ტვინში Neuralink-ის ჩიპით, ნოლან არბაუმ, „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მოწყობილობის ეფექტურობა იზრდება რეკონფიგურაციის შემდეგ, რაც მაისში განხორციელდა. […]

რა ეღირება წელს თხილი?

საქართველოში თხილის მოსავლის აღება იწყება. BMG დარგის წარმომადგენლებს წინასწარ პროგნოზებზე ესაუბრა. როგორც ისინი აღნიშნავენ, 2024 წლის სეზონი გასულ 2023 წელთან შედარებით უკეთესი იქნება, რაც როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ მაჩვენებელსაც მოიაზრებს. მათივე ცნობით, საბოლოო შედეგი კლიმატურ პირობებზე, ფერმერების მხრიდან მოსავლის დროულად აღებასა და სწორი ტექნიკით გაშრობაზეა დამოკიდებული. “ზოგიერთ ბაღში კრეფა უკვე დაწყებულია, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობებით. […]

“ვაპირებთ, იტალიაში სასაწყობე ფართი გავხსნათ” – Gepherrini-ს გეგმები

ტყავისა და ტყავის შემცვლელისგან დამზადებული აქსესუარების ქართული ბრენდის, “გეფერინის” აღმასრულებელი დირექტორი, ილია გეფერიძე აღნიშნავს, რომ კომპანია იტალიაში სასაწყობე ფართის გახსნას გეგმავს – ამის შესახებ გეფერიძემ BMGTV-ის “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა. მისი განმარტებით, იტალიაში საწყობის გახსნა კომპანიას საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტში არსებულ ლოგისტიკურ გამოწვევებს მოუგვარებს. “ჩვენი ექსპორტი 2017 წელს, საფრანგეთიდან დაიწყო. შემდეგ იყო შვედეთი. იმისთვის, რომ […]

ჩეხეთის პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს რუსეთისა და ჩინეთის ჩართვას უკრაინის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ჩაბმა უკრაინაში მიმდინარე ომის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, რათა შედეგი გარანტირებული იყოს. ჩეხეთის ლიდერმა უკრაინის თაობაზე ისაუბრა ჩეხეთის სააგენტო „ჩტკ-სთან” ( ČTK) ინტერვიუში, რომლის რამდენიმე ნაწილი უკრაინულმა სააგენტო „უკრაინსკა პრავდამ“ თარგმნა. ინტერვიუში პეტრ პაველი აცხადებს, რომ 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისში მოელის გარკვეულ […]

პრეზიდენტი ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებაზე დასასწრებად პარიზში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ ორგანიზებულ სპორტის სამიტს დაესწრება, სადაც ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურებიც იქნებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, დღეს ლუვრის მუზეუმში ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გალა-ვახშამი გაიმართება, რომელსაც ზურაბიშვილი […]

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 25 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.08 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.23 თეთრით. 25 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.716 ლარია, ერთი ევროსი – 2.9469 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.76 ლარი ღირს, 1 ევრო – 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.72 ლარია, ევროსი – 2.95 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]

ფრანკფურტის აეროპორტში 140 რეისი გადაიდო ბუნების დაცვის აქტივისტების აქციის გამო

მსოფლიოს საჰაერო ტრანსპორტის ერთ-ერთი უდიდესი კვანძი, მაინის ფრანკფურტის აეროპორტი, იძულებული გახდა გადაედო 140-მდე ავიარეისი აქციის გამო, რომელიც ბუნების დაცვის ჯგუფმა „ბოლო თაობამ“ წიაღისეული საწვავის გამოყენების წინააღმდეგ მოაწყო. აეროპორტის ხელმძღვანელობის თანახმად, 1400 რეისიდან გადაიდო 140, რომლებიც 25 ივლისისთვის იყო დაგეგმილი. არსებული ცნობით, აეროპორტის მუშაობა აღდგენილია. ყველა აქტივისტი დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით, აეროპორტის მუშაობაში ჩარევისთვის. „ბოლო თაობის“ […]

ნაცვლიშვილი 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საბაბით დაკავებულ ახალგაზრდებს თავდებში უდგება

ლელოს წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საბაბით დაკავებულ 23 და 19 წლის საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვის თავდებში უდგება. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა ბრიფინგი განაცხადა. დეპუტატის შეფასებით, ქართული ოცნება ამ მოქალაქეების წინააღმდეგ უპრეცედენტოდ უსამართლო საქმეს აწარმოებს. “მინდა, გამოვეხმაურო უპრეცედენტო უსამართლობის საქმეს, რომელსაც ქართული ოცნების სასამართლო აწარმოებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ათასობით […]

18 წ. | თამაშების განრიგი სამხრეთ აფრიკაში

“უმცროსი ბორჯღალოსნები” (18 წლამდე) სამხრეთ აფრიკაში გასამართი 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიისთვის ემზადება, რომელშიც საქართველოს გარდა, სამხრეთი აფრიკა ორი გუნდით, ასევე ინგლისი, საფრანგეთი და ირლანდია ითამაშებენ. თამაშები ორ ქალაქში გაიმართება. პირველ დღეს, 12 აგვისტოს, შეხვედრებს ქეიფთაუნის სტელენბერგის საშუალო სკოლის მოედანი უმასპინძლებს. სერია საქართველოს დროით 13:30 საათზე “უმცროსი ბორჯღალოსნებისა” და “სამხრეთი აფრიკა ა”-ს თამაშით გაიხსნება. ამის შემდეგ გუნდები […]