„აუცილებელია კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებაზე რეგიონული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“ – ნინო თანდილაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კორეის რესპუბლიკის ქალაქ სონგდოში გამართულ კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს რიგით 39-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, კლიმატის მწვანე ფონდში მიმდინარე ცვლილებების უკეთ გაცნობისა და პროცესებში ეფექტიანად ჩართვის მიზნით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საბჭოს მიერ რეგიონული დიალოგის […]
მეცნიერებმა შექმნეს შაქრის გელი, რომელსაც გაცვენილი თმა ხელახლა ამოჰყავს

მეცნიერებმა სრულიად შემთხვევით მიაგნეს მემკვიდრეობითი სიმელოტის სამკურნალო საშუალებას. მემკვიდრეობა სიმელოტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია როგორც კაცებში, ისე ქალებში. კვლევის შესახებ „პირველი არხი“ წერს. ყველაფერი დაიწყო შაქრის კვლევით, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება და მას დნმ-ის წარმოქმნაში ეხმარება — ეს არის დეოქსირიბონუკლეინმჟავის (დნმ) დეზოქსირიბოზა ნაწილი. კაცის ტიპის სიმელოტის მქონე თაგვებში, მინქოსიდილმაც და შაქრის გელმაც თმის ზრდის 80-90 პროცენტით […]
ევროპის რომელ ქვეყანაში ღირს ბინები ყველაზე ძვირი?

უძრავი ქონების სააგენტო Deluxe Holiday Homes-ი, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, ევროპის ქვეყნებში ბინის შესყიდვის ღირებულებაზე კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წელს, წლიურ ჭრილში, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება ყველაზე მეტად სერბეთში გაიზარდა, თუმცა ბინები ყველაზე ძვირად შვეიცარიაში იყიდება – ამის შესახებ Euronews-ი წერს. გამოცემის ცნობით, ყველაზე ძვირი ბინის ყიდვა შვეიცარიაში ჯდება, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება, […]
ობამები კამალა ჰარისს საპრეზიდენტო რბოლაში მხარდაჭერას უცხადებენ

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ, მიშელ ობამამ, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დემოკრატიული საპრეზიდენტო პარტიის კანდიდატად მხარდაჭერა გამოუცხადეს. დაახლოებით 9-წუთიანი სატელეფონო ზარისას წყვილმა ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს უთხრა, რომ მისით ამაყობენ და ყველაფრით დაეხმარებიან იმისთვის, რომ მომავალი წლის იანვარში ოვალური კაბინეტი დაიკავოს. “ჩვენ დაგირეკეთ, რომ გითხრათ მიშელი და მე ამაზე უფრო მეტად ვერ ვიამაყებდით, რომ […]
„არ შეგვიძლია ტანჯვის მიმართ გულგრილები ვიყოთ და მე არ გავჩუმდები“, – თქვა ჰარისმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, ხუთშაბათს, 25 ივლისს, ზეწოლა მოახდინა ისრაელის პრემიერ-მინისტრზე, ბენიამინ ნეთანიაჰუზე, რათა მოლაპარაკება დაიწყოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეამსუბუქებდა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას. ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე, მისი ტონი უფრო მკაცრი იყო, ვიდრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის. „დროა ეს ომი დასრულდეს“, – თქვა ჰარისმა სატელევიზიო განცხადებაში მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრა გამართა. […]
ეროვნული გამოცდები დასრულდა – შედეგების გამოქვეყნება აგვისტოში დაიწყება

2024 წლის გამოცდების ძირითადი სესიები დღეს, 26 ივლისს დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი შედეგების მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 93%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 71%. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 79%-მა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი – 84%-მა. იყო გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევაც დამხმარე […]
ბოლნისში, სოფელ სამტრედოში ბეტონის ახალი გზა მოეწყო

მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების მიზნით, სოფელ სამტრედოში ბეტონის ახალი გზა მოეწყო – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში, სოფელში 404 გრძივი მეტრი ბეტონის გზა დაიგო და სანიაღვრე ქსელი მოეწყო. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან, ერთად სოფელ სამტრედოში […]
საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს

საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრები ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ისტორიული ძეგლის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ბერ-მონაზვნებისთვის განკუთვნილი კელიები, სატრაპეზო და ღვინის მარანი დაათვალიერეს. ორი დღის განმავლობაში განხილული საკითხები და მათი მნიშვნელობა სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის […]
გარდაბნის მერია ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

26 ივლისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი დაზიანდა. საბედნიეროდ, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა – ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანიასთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები, რაც მოიცავს პროექტირებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას. სამუშაოები სწრაფი ტემპით […]
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველ მულტიფუნქციურ ეროვნულ გეოპორტალს შექმნის

“ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მთავრობის მიერ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო კოორდინატორის ფუნქციას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ასრულებს – აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საჯარო რეესტრმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის გახსნით ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდა ყველა სამინისტროსა და შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. შეხვედრის […]