ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა – ამის შესახებ 2024 წლის 24 ივლისით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაში წერია. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრემიერმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ. ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, რომ ქეთევან ციხელაშვილის გათავისუფლება მხოლოდ როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება. ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა. მანამდე […]
ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით “საქსტატს” იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროფესიონალიზმი მას წარმოადგენს, როგორც ლიდერს სტატისტიკის […]
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გააცნო. შეხვედრა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა როგორც საარჩევნო ტექნოლოგიებისა და 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებისა პროცესის შესახებ. „ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით. გვქონდა […]
აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გასაძლიერებლად, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სიმძლავრეს აფართოებს – Trend

აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) სიმძლავრის გაზრდაზე მუშაობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოს სურს, ევროპაში გაზის ექსპორტის გაზრდის ამოცანა შეასრულოს. „2021 წელს ევროპას სულ 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება; 2027 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ წლიურ ექსპორტს 16 მილიარდი კუბური მეტრამდე,“ განუცხადა Trend-ს წყარომ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მიზანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის […]
გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,74 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 3,74 მილიონი ბარელით და შეადგინა 436,688 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 5,57 მლნ ბარელით და შეადგინა 234,831 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 2,75 მილიონი ბარელით და შეადგინა 125,403 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში. […]
ხორბლის მოსავალი შედარებით კარგია, მაგრამ რჩება უამრავი გამოწვევა – ნიკოლოზ ბენიაიძე

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ წელს ხორბლის შედარებით კარგი მოსავალია, თუმცა რჩება გამოწვევები. ის ძირითად გამოწვევად იმას ასახელებს, რომ წისქვილები სასურსათო ხორბალს დაბალ, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად იბარებენ. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, კახეთში თითქმის დასრულებულია მოსავლის აღება და საქართველოში ძირითადი მოსავალი დაბინავებულია. “საჰექტარო მოსავალი წელს მეტია, რაც კლიმატის დამსახურებაა, რადგან იყო კარგი, მარცვლეულისთვის […]
“ჩემი ასაკის ქალები დანევროზებულები, გაგიჟებულები… ჯერ ტირიან, რომ არ მოწონთ, მერე ტირიათ, რომ მოწონთ” – მოროშკინა

მეგობრებო, ამ უწყინარმა, იუმორით გაჯერებულმა ვიდეომ, რომელიც დაიდო სასტუმროს გვერდზე, დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. მთელი ღამე არ წყდებოდა ზარები. აღმოჩნდა, რომ ბევრის სათქმელი ვთქვი. რა მოხდა ასეთი, რომ 45+ ქალები სასოწარკვეთილებაში წავიდნენ? არაფერი არ მოსწონთ, ყველაფერს აღიქვამენ მტრულად და აგრესიულად. ქმრების უყურადღებობა? უქმრობა? მუდმივი ღალატი? საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება? ნუთუ მართლა დაკარგული თაობა ვართ? შეკითხვები ბევრია, […]
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება. ავსტრიაში, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. როგორც „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ქეთევან ციხელაშვილს როტაციის ვადა ამოეწურა. ჯერჯერობით უცნობია, დაიკავებს თუ არა ის სხვა თანამდებობას დიპლომატიურ […]
ნათელაშვილი ივანიშვილს: ან კანონი შეცვალე, ან საერთაშორისო ტრიბუნალსაც მოგიწყობ ჰააგაში

ათეულ ათასობით ადამიანმა ხელი მოუწერა ლეიბორისტულ პარტიას პეტიციაზე, რომ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს თან საუკუნის ანეგდოტია – სპეციალურად მიიღეს ჩვენთვის კანონი, რომ ხალხი შევაწუხოთ ხელმოწერების შეგროვებით მაშინ, როდესაც ეს ჩვენ არასოდეს არ გვჭირდებოდა. […] მე აქედან მივმართავ ოლიგარქ ივანიშვილს – ან ეს კანონი შეცვალე, დაგვიბრუნე უფლებები, რაც გვქონდა, როგორც კვალიფიციურ პარტიას, ან სანქციებს ხომ დაგპირდი, […]
პროკურატურამ TV MTAVARI-ს ჟურნალისტის და ოპერატორის დევნის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტის და ოპერატორის დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტი და ოპერატორი სიუჟეტის მოსამზადებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტელეკომპანიის და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ორი პირი მივიდა მათთან და სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი […]