დემიკელისი “რივერ პლეიტიდან” დაითხოვეს – დღეს კლუბი მისი ხელმძღვანელობით ბოლო მატჩს გამართავს

არგენტინულმა “რივერ პლეიტმა” გვაუწყა, რომ კლუბმა მთავარი მწვრთნელი მარტინ დემიკელისი დაითხოვა. 43 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით დღეს კლუბი ბოლო შეხვედრას არგენტინის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით გამართავს, რის შემდეგაც მხარები თანამშრომლობას შეწყვეტენ. მარტინ დემიკელისმა “რივერ პლეიტი” 2022 წელს ჩაიბარა, გასულ სეზონში მის ხელმძღვანელობით გუნდმა არგენტინის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

რაც გუშინ სანდრო ბაზაძის მიმართ მოხდა, ძირს უთხრის ოლიმპიური თამაშების იდეას – რატი იონათამიშვილი

რაც გუშინ სანდრო ბაზაძის მიმართ მოხდა, ძირს უთხრის ოლიმპიური თამაშების იდეას – რატი იონათამიშვილი რატი იონათამიშვილი სანდრო ბაზაძეს მხარდაჭერას უცხადებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოლიმპიადა, პირველ რიგში, სამართლიანი თამაშის წესების დაცვას ემსახურება. „რაც გუშინ სანდრო ბაზაძის მიმართ მოხდა, ძირს უთხრის ოლიმპიური თამაშების იდეას. დაუშვებელია, არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებები […]

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ორგანიზატორები ბოდიშს იხდიან

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ორგანიზატორები ბოდიშს იხდიან პარიზის ოლიმპიადის გახსნის ორგანიზატორები კათოლიკეებსა და სხვა ქრისტიანულ ჯგუფებს „საიდუმლო სერობის“ იმიტირებისთვის ბოდიშს იხდიან. „ცხადია ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა რაიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობა გამოეჩინა.. გახსნის ცერემონიას უნდა გამოეხატა ტოლერანტობა. ჩვენ გვჯერა რომ ეს მიზანი მიღწეულია. თუ კი ეს ადამიანებმა შეურაცხმყოფლად მიიღეს, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ“, – თქვა პარიზის 2024 […]

რომელ ქვეყნებშია ყველაზე დაბალი და ნულოვანი გადასახადები

ქვეყნების ბიზნესგარემოს შეფასებაში გადასახადების დონეს ცენტრალური ადგილი უჭირავს. სხვა თანაბარ პირობებში, მეწარმეები ეძებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც გადასახადები დაბალია. დაბალ გადასახადებში იგულისხმება ისეთი საგადასახადო განაკვეთები, რომლებიც სხვა ქვეყნების საგადასახადო განაკვეთებთან შედარებით დაბალია. ყველაზე დაბალი კორპორაციული გადასახადები ძირითადად მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მოქმედებს. ამ ხერხით ისინი რაც შეიძლება მეტი მრავალეროვნული კორპორაციებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ცდილობენ. […]

ბულგარეთში პიროტექნიკის ქარხანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარული მედია ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქების დროს საწყობში იმყოფებოდნენ მუშები. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილას ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება ხდება. მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ტერიტორიის დათვალიერება ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევა ბულგარეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე დასახლება ელინ პელინში 25 ივლისს მოხდა. აფეთქებები პიროტექნიკის […]

რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ

მსახიობები რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ რადგან ფილმის „დედპული და ვულვერინი“ თიზერი, რომელშიც ისინი მთავარ როლებს ასრულებენ, 24 საათში ყველაზე მეტმა ადამიანმა ნახა. თიზერის პრემიერა სუპერბოულზე შედგა და 11-12 თებერვალს მას მსოფლიოს მასშტაბით 365 მილიონი ნახვა ჰქონდა. ფილმის პრემიერა 25 ივლისს შედგა. ეს Marvel-ის პირველი სურათია, რომის რეიტინგიცაა „მხოლოდ ზრდასრულებისთვის“. წყარო: […]

რეკლამას ვხსნით ოლიმპიადიდან – ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია C Spire

ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია C Spire, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას აფასებენ. კომპანიის განცხადებაშია აღნიშნულია, რომ საიდუმლო სერობის დაცინვის გამო, ისინი ოლიმპიური თამაშებიდან თავიანთ რეკლამას მოხსნიან. “პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საიდუმლო სერობის დაცინვით შოკირებული ვიყავით. C Spire მოხსნის რეკლამას ოლიმპიური თამაშებიდან,” – აღნიშნულია კომპანიის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მელანია ტრამპი მემუარებს გამოსცემს

მელანია ტრამპი მემუარებზე მუშაობს. უკვე ცნობილია მემუარების სახელწოდებაც – „მელანია“. როგორც NBC News-ი იუწყება, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის წიგნი შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოვა. ტრამპის ვებგვერდზე ნამუშევარს ასე ახასიათებენ: „პირადი პორტრეტს ქალის, რომელიც არაჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს“. მელანიას მემუარებში წარმოდგენილი იქნება აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი ოჯახური ფოტოები და პირადული ისტორიები. ცნობისთვის, მელანია ტრამპი დიდი ხანია […]

კატასტროფა არ ხდება, საქართველო საკუთარ თამასას არ ჩამოცდება! ოლიმპიადის იმედგაცრუება, ცრემლები და მთავარი იმედი

ოლიმპიადის ციებ-ცხელება ჩვენში სრულად შემოიჭრა, დადებითი და უაყოფითი ემოციები ერთმანეთს ენაცვლება. ვიღაც 4 წელი ემზადება იმისთვის, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, თუმცა ასპარეზობას რამდენიმე წუთში ასრულებს, ზოგიერთი კი მოულოდნელ სიხარულს ეზიარება. ტურნირებზე, რომლებიც საკმაოდ დიდი პერიოდულობით ტარდება, გამარჯვებაცა და მარცხიც უფრო მძაფრად აღიქმება… საწყისი ოლიმპიური დღეები ქართველებისთვის წარმატებული არაა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რაღაც კატასტროფული ხდება – […]

გამოკითხვებით, ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატს მეტი მხარდამჭერი ჰყავს

კვირას ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კანდიდატებს შორის არის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო და კიდევ რვა კანდიდატი. ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ასოციაცია „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის“ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ნიკოლას მადურო მესამე ვადით იყრის კენჭს, ის 2013 წლიდან იმყოფება ხელისუფლებაში. მაშინ ის გახდა წინა პრეზიდენტის, უგო ჩავესის მემკვიდრე. […]