“ნაპოლი” თასზე ნაადრევად იწყებს – მარცხი სამჯერ, როტაცია და კვარაცხელია, რომელიც სიტუაციას არ ეგუება!..

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, “ნაპოლი” იტალიის თასზე 1/32-ფინალიდან ჩაერთვება (10 აგვისტოს, “მოდენასთან”). ყველაფერი ეს გასულმა წარუმატებელმა სეზონმა განაპირობა. ხვიჩა კვარაცხელიას ვარჯიშის გამოტოვება მოუხდა და იქნებ მას სერია “ა”-ს პირველ ტურამდე (18 აგვისტო) დასვენების საშუალება მიეცეს. ბოლო სამი სეზონი ანალოგიური სცენარი თამაშდებოდა და ნეაპოლური კლუბი თასზე ჩართვისთანავე, მერვედფინალში ეთიშებოდა. უკანასკნელ ორზე მეტი ვთქვათ – ჯერ საჩემპიონოდ შემართულმა […]
სააკაშვილის მიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ სააკაშვილს ხომ აქებდა და ადიდებდა, მაგრამ თან „დიდი დიპლომატის“, ლავროვის უნარების მაქებარ-მადიდებელიც იყო – ნანა კაკაბაძე პრეზიდენტზე

სააკაშვილის მიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ სააკაშვილს ხომ აქებდა და ადიდებდა, მაგრამ თან „დიდი დიპლომატის“, ლავროვის უნარების მაქებარ-მადიდებელიც იყო – ნანა კაკაბაძე პრეზიდენტზე სალომეს უყურებენ. კვარცხლბეკზე შემხტარს ჰგონია, რომ მართლა ვიღაცაზე მაღლა დგას, ის კი არ იცის, რომ მაიმუნი რაც უფრო მაღლა აცოცდება, მით უფრო უკეთ აჩენს საკუთარ უკანალს. და ბოლოს, ქალი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით აპოლიტიკური […]
ტერორისტული საფრთხის გამო ვენაში ტეილორ სვიფტის 3 კონცერტი გაუქმდა

ტერორისტული საფრთხის გამო ვენაში ტეილორ სვიფტის 3 კონცერტი გაუქმდა ავსტრიის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომლებიც ვენაში ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის კონცერტის დროს ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ. დაგეგმილი 3 კონცერტი კი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა. სვიფტი ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ავსტრიის დედაქალაქ ერნსტ ჰაპელის სტადიონზე უნდა გამოსულიყო. ავსტრიის ხელისუფლების განცხადებით, 19 წლის მთავარი ეჭვმიტანილი დააკავეს ტერნიცში, ვენის სამხრეთით, […]
“ალიევის ხელი საქართველოშიც გვწვდება” – დაკავებული აფგან სადიგოვის ცოლი

თბილისში 3 აგვისტოს დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა, ასევე ჟურნალისტია და აზერბაიჯანში რეპორტიორად მისივე ქმრის არხზე, Azer.tv -ზე მუშაობდა. ნეტგაზეთთან საუბარში ის აზერბაიჯანში მისი ოჯახის დევნასა და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებზე ალიევის რეჟიმის კონტროლის შესახებ საუბრობს. ცხოვრება აზერბაიჯანში – მუდმივი მუქარები და აუტანელი ყოფა ვაშუქებდი მიტინგებსაც. მუშაობის დროს პოლიცია მემუქრებოდა. იყო ისეთი შემთხვევაც, […]
ისრაელმა „ჰამასის“ მაღალჩინოსნის ნაელ სახლის ლიკვიდაცია დაადასტურა

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) უსაფრთხოების ძალებთან ერთად 24 ივლისს ღაზის სექტორში ჩატარებული ოპერაციის შედეგად „ჰამასის“ მაღალჩინოსანი ნაელ სახლი მოკლა. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. მისი ლიკვიდაციის დადასტურებას რამდენიმე დღე და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება დასჭირდა. როგორც ისრაელის თავდაცვის არმია იუწყება, სახლი იუდეასა და სამარიაში განხორციელებული ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა. სახლი ათ წელზე მეტი […]
ISW: უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის სიღრმეში 10 კილომეტრით წინ წაიწიეს

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) ადასტურებს, რომ უკრაინის ჯარები სახმელეთო ოპერაციას განაგრძობენ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში. უკრაინას ამ ოპერაციის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ამერიკელი ექსპერტები 6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრების გაანალიზების საფუძველზე აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზეა შესული. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. […]
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 8 აგვისტოს თბილისის გარეუბნებში დროგამოშვებით შესაძლებელია ქარის 18-20 მ/წმ-მდე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32 +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 8 აგვისტოს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 8 აგვისტოს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 8 აგვისტოს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: · 1 აშშ დოლარი – 2.7047; · 1 ევრო – 2.7047; · 1 ფუნტი – 3.4393; · 1 ლირა კი 0.0806 ლარი ეღირება.
100 ფოტოამბავი აგვისტოს ომიდან – ის, რაც უნდა გვახსოვდეს

საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღეებიდან ზუსტად 16 წელი გავიდა. ომის საშინელება საკუთარ თავზე მთელმა საქართველომ იწვნია, ათიათასობით ადამიანმა გამოცადა, რას ნიშნავს ტყვიების წვიმაში გადარჩენისათვის ბრძოლა, ათასობით მათგანმა კი საკუთარ ქვეყანაში დევნილის სტატუსი მიიღო. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჯანდაცვის […]