ავტომობილის მოვლის ხელოვნება – პროფესიად ქცეული ჰობი

„თეგეტა მოტორსი“ ზაფხულის კამპანიის ფარგლებში მორიგ ვიდეორგოლს გვთავაზობს. ამჯერად „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსი ლიკა მაისურაძე გვიზიარებს საკუთარ ისტორიას, როგორ იქცა მისთვის ავტომობილზე ზრუნვა საყვარელ პროფესიად და რას ნიშნავს „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“, როგორც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ლიკა იხსენებს, რომ ავტომობილთან პირველი შეხება ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში ჰქონდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ავტომობილზე ზრუნვის სიყვარული შვილმა […]

უკრაინის გენერალურმა შტაბმა „ლიპეცკის“ სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა დაადასტურა

უკრაინის თავდაცვის ძალები 9 აგვისტოს ღამეს თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო აეროდრომს „ლიპეცკს“, სადაც განლაგებულია „სუ-34“, „სუ-35“ და „მიგ-31“ ტიპის თვითმფრინავები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა „ლიპეცკის“ აეროდრომს შეუტიეს. თავდასხმის დროს დაზიანდა საწყობები მართვადი საჰაერო ბომბებით და რიგი სხვა ობიექტები აეროპორტის ტერიტორიაზე. გამოვლინდა აალების რამდენიმე წყარო, გაჩნდა […]

ჯო ბაიდენი სალომე ზურაბიშვილს – იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის „უცხოური აგენტების” კანონი და მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები

იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი […]

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის რიგით მეორე საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის მიმართულების კოორდინატორ მაია კოდუასთან ერთად, საზაფხულო ბანაკი „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბანაკში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს, პროექტის პარტნიორი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მოწვეული ტრენერების […]

გიორგი ვაშაძე – აშშ-ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

„ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. „კოვიდ ვირუსის პირველი ტესტები, ყველაფერი ლუგარის ლაბორატორიაში შემოვიდა. ეს არის ულტრათანამედროვე სისტემა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას იცავს, როცა მას შეჩერების საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა, შენ დამნაშავე ხარ საკუთარი სახელმწიფოს […]

საქართველოს სახალხო დამცველი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში, ისაუბრეს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის აღსრულების საკითხზე, ასევე ბავშვების, ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობაზე. „სახალხო დამცველმა […]

“აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი” – ბაიდენის წერილი ზურაბიშვილს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის. წერილს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე ავრცელებს. ის 7 აგვისტოთია დათარიღებული. “მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე. ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის […]

გიორგი ვაშაძე – ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა დავტოვოთ – 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის

ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა დავტოვოთ, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის. „განწყობა არის ერთიანობისკენ, ცვლილებებისკენ, წინსვლისკენ, მომავლისა და ევროკავშირისკენ. ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა […]

იაგო ხვიჩია – როცა “ნაცების” დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ “ნაცების” დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს – “ქართული ოცნება” გაკოტრებულია, მას დაპირების გაცემაც არ შეუძლია

როცა “ნაცების” დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ “ნაცების” დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს – “ქართული ოცნება” გაკოტრებულია, მას დაპირების გაცემაც არ შეუძლია! – ასე აფასებს “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია მმართველი პარტიის პირობას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლების შესახებ. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, “ქართული ოცნება” ყველა არჩევნების წინ “ნაცების” ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეზე საუბრობს, […]

საზოგადოება „ქართული“ აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს – პირდაპირ და ღიად ვიტყვით – პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაიწყო ომი რუსეთთან და ამით გეგმები აურია თქვენი ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის ესკალაციითაა დაინტერესებული

საზოგადოება „ქართული“ აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ვერანაირად ვერ გახდებოდა ქვეყნებს შორის მკვეთრი დაპირისპირების მიზეზი. მათივე ინფორმაციით, „კანონი არაფერ შუაშია და იგი მხოლოდ საბაბია ამ შემთხვევაში, მიზეზები კი ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების აცდენაში უნდა ვეძებოთ“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ყველამ იცის, რომ ომი რუსეთთან საქართველოს სახელმწიფოს განადგურებით დასრულდება“. […]