ოთარ შამუგია – შვეიცარიული კომპანიის მიერ თანამედროვე მეთოდებით და მიდგომებით ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანია, რათა მყინვარებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის „GEOTEST AG“ ექსპერტმა დანიელ ტობლერმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა და შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან გამართულ შეხვედრაზე შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა, როგორც ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარული […]

ავსტრიელმა სამართალდამცავებმა ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის გეგმასთან დაკავშირებით ერაყის მოქალაქე დააკავეს

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის სავარაუდო გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერაყის 18 წლის მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას CNN-ი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ერაყელმა ეჭვმიტანილმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ერთგულებაზე 6 აგვისტოს ფიცი დადო, მაგრამ, ჯერჯერობით, გაურკვეველია ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი დაგეგმილ თავდასხმასთან. მანამდე, […]

2014 წლიდან რიგით მე-8 ემისია – m²-მა (საქართველოს უძრავი ქონება) $25 მილიონის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

m²-მა “გალტ ენდ თაგარტისა” და “თიბისი კაპიტალის” მხარდაჭერით, 25 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. m² (საქართველოს უძრავი ქონება) პიონერია ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, 2014 წლიდან ეს უკვე რიგით მერვე ემისიაა, ხოლო ჯამურად მოზიდული სახსრები 185 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოში არა ფინანსური სექტორისთვის განსაკუთრებული მაჩვენებელია. საჯარო ობლიგაციების გამოშვებას დიდი დაინტერესება მოჰყვა ადგილობრივი […]

“იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობით…. კრემლის სტილი… ცრუ განცხადებები…” – ბაიდენის წერილი ზურაბიშვილს

შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში – აშშ-ს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით წერილს უგზავნის. ბაიდენის წერილს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. აშშ-ს პრეზიდენტი ქართველ ხალხს ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს და შეშფოთებას გამოხატავს ქვეყნის ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო. პარტნიორი ქვეყნის მეთაური პირდაპირ წერს, […]

იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით – ბაიდენი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისადმი ჯო ბაიდენის წერილს ავრცელებს. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე. ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, […]

ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნუსი ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი გახდა

8 აგვისტოს ბანგლადეშის პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ფიცი დადო ნობელის მშვიდობის პრემიის 84 წლის ლაურეატმა მუჰამედ იუნუსმა. იგი ქვეყნის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა მას შემდეგ, რაც მასობრივი დემონსტრაციებისა და ძალადობის ტალღის შემდეგ ქვეყანა დატოვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ. აქციები რამდენიმე კვირა გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში აქციების 400-მდე მონაწილე დაიღუპა. მუჰამედ იუნუსი, რომელიც ჰასინას ვეტერანი პოლიტიკური […]

რა საკითხები განიხილა სახალხო დამცველმა გაეროს ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე?

2024 წლის 9 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა – ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობისდა ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს. „შეხვედრაზე განიხილეს, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში, ისაუბრეს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის აღსრულების საკითხზე, ასევე ბავშვების, ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე […]

29.90 ლარი 69.90 ლარის ნაცვლად – ვოლტ+ ის წლიური გამოწერის შეძენა სპეციალური აქციის ფარგლებშია შესაძლებელი

მორიგი სიახლე მომხმარებელს მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი, ფინური კომპანია ვოლტისგან – ვოლტ+ ის წლიური გამოწერის შესაძენად სპეციალური აქცია 9 აგვისტოდან ამოქმედდა. ვოლტ+ის წლიური გამოწერის ფასი 69.90 ლარის ნაცვლად 29.90 ლარი იქნება. სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა მხოლოდ შეზღუდული დროით იქნება შესაძლებელი. Wolt+ არის კარგი საშუალება, დაზოგოთ თანხა და ისარგებლოთ უფასო მიტანის სერვისით მთელი წლის განმავლობაში. გარდა […]

გუშინ სექტანტების ასეთი განცხადებები დამაკლდა – 2008 წლის აგვისტოში, პუტინთან შეთანხმებით, ომი დაიწყო “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც მაშინ ჯერ არ იყო კატაკომბებიდან გამოსული, მაგრამ იმთავითვე – რუსული იყო

გუშინ სექტანტების ასეთი განცხადებები დამაკლდა – 2008 წლის აგვისტოში, პუტინთან შეთანხმებით, ომი დაიწყო “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც მაშინ ჯერ არ იყო კატაკომბებიდან გამოსული, მაგრამ იმთავითვე – რუსული იყო პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის ომთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ეხმიანება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების აბსურდულობას უსვამს ხაზს. „გუშინდელ დღეს რა […]

The Athletic: მიკელ არტეტამ ჯიბის ქურდები დაიქირავა

The Athletic-ის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა ჯიბის ქურდებს თანხა გადაუხადა და ისინი გუნდის ვარჯიშზე, სადილის დროს მიიწვია. “მეთოფეების” დამრიგებელმა საიდუმლოდ მიიყვანა ჯიბის ქურდები და ისინი ფეხბურთელებთან ერთად სადილზე დაპატიჟა. მათთვის სპეციალური დავალება ჰქონდა – ქურდებს დაცვისა და მოთამაშეებისთვის თავი ისე უნდა აერიდებინათ, რომ ფეხბურთელთა ტელეფონები და საფულეები მოეპარათ. ამ დადგმის ბოლოს, არტეტამ მოთამაშეებს ჯიბეების […]