შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი – ჩასაფრებული პოლიტიკანების და მათ შირმად ქცეული ე.წ. არასამთავრობოების ცრუ დასმენებისა და ყალბი საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი – სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული […]

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

აბა გენოზე ცუდი როგორ უნდა წამოქცდეს,კაცზე რომელმაც ბევრი სიხარული მოგვანიჭა თავისი ლამაზი ჭიდაობით და გამარჯვებებით.თუმცა მე პირადად მისი ჭიდაობა აუთსაიდერთან არ მომეწონა.აშკარად არ არის ფორმაში როგორც მთელი ნაკრები.ვნახოთ.ღმერთმა ქნას ვცდებოდე.

გრიგოლ გეგელია – „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს პოლიტიკური არათანმიმდევრულობა, ვიტყოდი, იდიოტიზმის ხარისხში ასული, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს აზარალებს – ეს არის საბოტაჟი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს პოლიტიკური არათანმიმდევრულობა, ვიტყოდი, იდიოტიზმის ხარისხში ასული, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს აზარალებს – ეს არის საბოტაჟი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ,- აღნიშნულის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის მიერ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. გეგელიას თქმით, „ქართული ოცნება“ ქართულ სახელმწიფოს აბრალებს იმას, რასაც მხოლოდ რუსეთი აბრალებს. „ეს არის საბოტაჟი ქართული სახელმწიფოს […]

მიხეილ სარჯველაძე „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International (JCI)-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, JCI პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს და ამ მიმართულებით, მსოფლიოში, ოქროს სტანდარტადაა აღიარებული. „საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების აღსანიშნავად გამართული ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, […]

Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს 45 კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance რამდენიმე ათეული წელია, საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს. ამჯერად, საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით, 45 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ბანკების ჯილდოს უკვე 25 წელია, გასცემს. საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით წამყვანმა კომპანია Infosys-მა გამოავლინა. მსოფლიო […]

ხორდი ალბამ პირადი და ტურნირის რეკორდი დაამყარა [VIDEO]

“ინტერ მაიამის” მცველმა ხორდი ალბამ MLS-ის ლიგის თასზე “ტორონტოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში 4 საგოლე პასი გააკეთა და ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა. “ინტერ მაიამი” ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და კანადური გუნდი 1/16-ფინალში 4:3 დაამარცხა. “ბარსელონას” 35 წლის ექსმცველმა მონაწილეობა საკუთარი გუნდის მიერ გატანილ ყველა გოლში მიიღო. ეს აშშ-ის ლიგის თასის რეკორდია და ასევე ალბასიც – ვეტერან ესპანელს […]

“აწი რამდენ ქალაქს აიღებენ უკრაინელები რუსეთში, იმდენი ახალი ტალღა წამოვა საქართველოში” – ლევან შენგელია

ვინ იფიქრებდა, მაგრამ ასეა – კურსკის ოლქში ევაკუაცია გამოაცხადეს! ვინ და რა დაუშლის გამოქცეულ რუსს საქართველოში ჩამოეხეტოს და დაესახლოს?! აწი რამდენ ქალაქს და სოფელს აიღებენ უკრაინელები რუსეთში, იმდენი ახალი ტალღა წამოვა საქართველოში და ასე თუ გაგრძელდა მალე მოსახლეობა გაორმაგდება აქ და საქართველო ნოვოროსიად გადაიქცევა! ჰოდა, ვინ იფიქრებდა-მეთქი რომ უკრაინის წინსვლა რუსეთში ჩვენ შემოგვიბრუნდებოდა დემოგრაფიულ პრობლემად. […]

განადგურებული რუსული სამხედრო კოლონა – რას შიშობენ რუსები? – უკრაინული შეტევის ახალი დეტალები

უკრაინული შეტევა კურსკის ოლქზე [12:00 საათის შეჯამება | 09.08.2024]: – წუხელ ღამით უკრაინულმა არტილერიამ თითქმის სრულად გაანადგურა რუსული სამხედრო კოლონა კურსკის ოლქის რაიონული ცენტრის, რილსკის სიახლოვეს. განადგურებული კოლონა ძირითადად ცოცხალი ძალისაგან შედგებოდა. სავარაუდოდ გამოყენებული იყო კასეტური ბომბები, რომელიც საფანტივით იშლება და მასობრივ მსხვერპლს იწვევს. ასეთი მასშტაბის განადგურება 2022 წლის თებერვალ-მარტის შემდეგ აღარ ყოფილა. – უკრაინელებმა […]

ღიად და უპასუხოდ დარჩენილ ბევრ შეკითხვას შეუძლია ახადოს ფარდა მომავალმა საპარლამენტო კომისიამ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის ომის გამოძიების ინიციატივას ეხმიანება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი ასევე ეხმიანება ოპოზიციური მედიის კითხვებს ხელისუფლებისადმი, თუ რის გამოძიებას აპირებენ 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ექსპერტი წერს, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, მაგალითად ხომ არ იყვნენ ზეწოლის ქვეშ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელმომწერი დეპუტატები, რა იყო საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში […]

ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოდიან

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დღეს, 9 აგვისტოს ჩამოდიან. ინფორმაცია ავრცელებს აშშ-ის საელჩო და ხაზს უსვამს, რომ ეს ვიზიტი ორპარტიულია. პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა […]