გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალშია. მან მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი 9:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალის საგზურისთვის გენო პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე, გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება. ნახევარფინალური შეხვედრები დღეს 20:15 საათიდან დაიწყება.
მექსიკა არ დააპატიმრებს პუტინს ქვეყანაში მისი ჩასვლის შემთხვევაში

მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებაზე იმ შემთხვევაში, თუკი პუტინი მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა მექსიკაში. ამ ცნობას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს. “ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ეს ჩვენი საქმე არ არის”, – განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. მექსიკაში უკრაინის საელჩომ 8 აგვისტოს […]
„ევოლუშენი“ საქართველოში თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს

„ევოლუშენ საქართველო“ თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს. კომპანია აღნიშნავს, რომ პროტესტის გამო მისი მუშაობა შეფერხდა და ამ მიზეზით პარტნიორების ნაწილს აღარ სურს მასთან თანამშრომლობა. საუბარია 1000 თანამშრომლის შემცირებაზე. „ევოლუშენი ბიზნეს პარტნიორების სპეციფიკური მაგიდების უმეტესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გადაიტანს. აღნიშნული მაგიდების შემცირება და დემონტაჟი უკვე დაწყებულია. ევოლუშენი არ გამორიცხავს რისკს, რომ შესაძლოა, იძულებული გახდეს, განახორციელოს შემდგომი შემცირება იმ […]
თიბისის მხარდაჭერით ყვარელში დაარსებული „ქართული სამეფო ღვინო“ განვითარდა

კომპანია “ქართული სამეფო ღვინო” (GRW) რევაზ ყარალაშვილმა ქალაქ ყვარელში 2012 წელს დააარსა. GRW საოჯახო ღვინის კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოებს და ექსპორტზე გააქვს 20 ქვეყანაში. ყარალიშვილების ოჯახი უკვე მეხუთე თაობაა მეღვინეობით არის დაკავებული. თამაზ ყარალაშვილი, რევაზის მამა, იმ მხარეში ცნობილი მეღვინეა და კომპანიაში მთავარი მეღვინის ფუნქციაც საკუთარ თავზე აქვს აღებული. გამოცდილი მეღვინეები, ოჯახური […]
კონსტანტინოვკაში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში სუპერმარკეტზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაშავებულების რიცხვი კი 37-ია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და ათზე მეტი ავტომობილი. თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და […]
გია ჯაფარიძე – ადამიანები ითხოვენ ცვლილებებს – ყველას ყელში აქვს ამოსული „ქართული ოცნების“ მმართველობა

ადამიანები ითხოვენ ცვლილებებს. ყველას ყელში აქვს ამოსული “ქართული ოცნების” მმართველობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობა მთავარ პრობლემად სიღარიბესა და უმუშევრობას ასახელებს. „საგარეჯოში ვართ, ჩვენი კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოქალაქეებთან ვმართავთ შეხვედრებს. ვიტყოდი, რომ განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური. ადამიანები ითხოვენ ცვლილებებს. ყველას ყელში აქვს ამოსული „ქართული ოცნების” […]
ლაშა ბაქარაძე – აუცილებელია, სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და ქვეყანაში კეთილდღეობა თითოეულ მოქალაქეზე გადანაწილდეს

აუცილებელია მთლიანი სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და ქვეყანაში კეთილდღეობა თითოეულ მოქალაქეზე გადანაწილდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ საგარეჯოში მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას სურს, რომ ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. „დავდივართ მთელს საქართველოში, ამჯერად კი საგარეჯოში ვართ. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზად არის ცვლილებებისათვის და ამის დიდი სურვილია ხალხში. ხალხს […]
ირაკლი ქადაგიშვილი – გასარკვევი და გამოსაკვლევია, პროვოკაცია, რასაც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი წამოეგო, მისი უგუნურების შედეგი თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული იყო

გასარკვევი და გამოსაკვლევია, პროვოკაცია, რასაც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი წამოეგო, მისი უგუნურების შედეგი თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა ამ კონტექსტში აღნიშნა, კარგად დასანახია მთელი ის პროცესი, რასაც ომის დაწყებამდე ჰქონდა ადგილი. „ფაქტია, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგო. ეს პროვოკაცია […]
ნინო ლაცაბიძე – ჩვენ დავპირდით მოსახლეობას და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ვაგრძელებთ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტების მონიტორინგს

რუსთავის მერია, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მასშტაბური პროექტის მონიტორინგს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამჯერად, „ჯივიპიმ” რუსთავში, კიდევ ერთი მსხვილი პროექტი – გაგარინის და მშვიდობის ქუჩების მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, დღეს დილიდან, წყალმომარაგების კომპანია, გაგარინის ქუჩაზე განახლებული ქსელის დაერთებით სამუშაოებს ატარებს. პროექტის ამ მონაკვეთზე, 2 კილომეტრის სიგრძის […]
“ბატონო ლაშა, რა დამოკიდებულება გაქვთ იარაღთან?” – რას წერს ლაშა რუხაია

უკრაინაში მებრძოლ ლაშა რუხაია, რომელიც ცოტა ხნის წინ, ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოიკითხა, წერს: ლილუაშვილის ინტერვიუს ვუსმინე და შემდეგ კარგადაც ვიცინე რომ განაცხადა მტკიცებულებები გვაქვსო ისემც შენ რაგითხარი რამე რომ გაქვს. სუსი რუსეთის კანტორაა ჩვეულებრივი არც სამხილები აქვთ და არც მტკიცებულებები თუმცა მათგან ყველაფერს ველით, არ გვეშინია ლილუაშვილო შეიგნე ბრძოლა ნაღდად იქნება ბოლომდე როდესაც სუსის […]