ComCom-ი 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონს მეორედ აცხადებს – როგორია პირობები?

კომუნიკაციების კომისია მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის – 5G-ის დასანერგად აუქციონს უკვე მეორედ აცხადებს. კომისიაში განმარტავენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ აძლევს შესაძლებლობას აუქციონში მონაწილეობა მიიღონ და დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა […]

“იმ წამს მინდოდა სასტუმროდან გამოზიდული შოკოლადების გამო დასაკითხად გავეყვანე ვინმეს” – რას წერს ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სპორტსმენ გენო პეტრიაშვილზე წერს: “დღეს ის ასპარეზობს! ღმერთო, მიეცი ძალა და იღბალი!” და იხსენებს 2022 წლის ისტორიას: გამთენიისას ვარსკვლავური რეისით შემოვედი თბილისში. ვის არ აღმოაჩენდით თანამგზავრთა შორის … ელიტარული ინტელექტუალების, სახელგანთქმული სუპერმოდელების, ბერლინელი პროფესორებისა და დედაქალაქის მერის გარემოცვაში მომიწია საქართველოს საზღვრის გადმოლახვა. განსაკუთრებით გამაღიზიანა არასამთავრობო სექტორის ერთმა, თითქმის დავიწყებას მიცემულმა წარმომადგენელმა, რომელიც […]

„ამონიუმის ნიტრატის ფასი 1 ტონაზე 230 დოლარს შეადგენს“ – რატომ გაძვირდა პროდუქტი?

„ამონიუმის ნიტრატის ფასი 1 ტონაზე 230 დოლარს შეადგენს“ – რატომ გაძვირდა პროდუქტი? 2024 წლის ივლისში ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 4.5%-ით გაიზარდა. 2024 წლის დასაწყისიდან კი ზრდა 27.8%-ია. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული. „ზოგიერთი აზოტოვანი სასუქის მიწოდება, განსაკუთრებით კი ურეასი, შემცირებულია. ჩინეთს საკუთარი ექსპორტის მოცულობა უკვე თვეებია ლიმიტირებული აქვს, შედეგად 2024 წლის […]

„გვაქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და წარმატებული ჩემპიონატების ორგანიზების გამოცდილება „ბაკურიანი 2025“-ის მაღალი ხარისხით ჩასატარებლად“ – ირაკლი ბურჭულაძე

„გვაქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და წარმატებული ჩემპიონატების ორგანიზების გამოცდილება „ბაკურიანი 2025“-ის მაღალი ხარისხით ჩასატარებლად“ – ირაკლი ბურჭულაძე „ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხით, რასაც ადასტურებს ჩვენი გუნდის გამოცდილება და ასევე თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურის ხარისხი, რომელიც 2023 წლის ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოეწყო“ – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების […]

გრიგოლ გეგელია – აშშ-ის პრეზიდენტის უმკაცრესი წერილი კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხის ინტერესებს და ისინი მოქცეული არიან სრულ იზოლაციაში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმკაცრესი წერილი კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს. ისინი მოქცეული არიან სრულ და საბოლოო საერთაშორისო იზოლაციაში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. გრიგოლ გეგელიას განცხადებით, დღეს უკვე აშშ-ის პრეზიდენტის პირით ვისმენთ, […]

გორში, გორგასლის ქუჩის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება

გორში, გორგასლის ქუჩის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. „სპორტულ და დასასვენებელ სივრცეში მოეწყობა: ცალფარიანი კალათბურთის მოედანი, ბილიკები, წყლის სისტემა, ტრენაჟორები, დეკორატიული ღობე, ორკომპონენტიანი გაზონი, სარწყავი სისტემა, ახალი ლამპიონები. გარდა ამისა, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის მცენარეები და […]

ლოტკინის დასახლებაში ხანძარი იყო

ლოტკინის დასახლებაში ხანძარი იყო. ცეცხლი მეორად საბურავებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდაცვის მინისტრი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა. სამთო მომზადების სკოლის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე მინისტრს ქვედანაყოფის ამოცანების, მიზნებისა და განვითარების გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ირაკლი ჩიქოვანი ქვედანაყოფის შესაძლებლობებს, სკოლის ინფრასტრუქტურასა და ბაზაზე გამოფენილ სამთო აღჭურვილობას გაეცნო. სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო საჩვენებელი […]

კონსტანტინოვკაზე თავდასხმას ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. სამიზნე გახდა სავაჭრო ცენტრი, სადაც 14:56 საათისთვის არსებული ინფორმაციით, 11 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ადგილზე გაჩნდა ძლიერი ხანძარი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და რამდენიმე ათეული ავტომობილი. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: “კონსტანტინოვკა, დონეცკის ოლქი. რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ ჩვეულებრივ სუპერმარკეტს და ფოსტას. ხალხი ნანგრევების […]

ხელისუფლებამ უნდა მისცეს სადიგოვს უფლება თავისუფლად დატოვოს საქართველო – IPI

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოს დატოვებისა და მესამე ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის უფლება. “საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) უერთდება MFRR-ის პარტნიორ ორგანიზაციებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცეს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს და გაათავისუფლოს იგი საექსტრადიციო პატიმრობიდან. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა მისცეს სადიგოვს უფლება თავისუფლად დატოვოს საქართველო და გადავიდეს […]