“ძალიან საინტერესო სიმბოლოა, რომ პუტინმა „კურსკით“ დაიწყო და შესაძლოა კურსკით დაასრულოს” – რამაზ გიგაური

ასტროლოგი, რამაზ გიგაური: ძალიან საინტერესო სიმბოლოა, რომ პუტინმა „კურსკით“ დაიწყო და შესაძლოა კურსკით დაასრულოს. მისი პირველი ინაუგურაცია: 2000 წლის 7 მაისი; წყალქვეშა ნავის „კურსკის“ ჩაძირვა: 2000 წლის 12 აგვისტო; ბოლო ინაუგურაცია: 2024 წლის 7 მაისი; უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრა: 2024 წლის 6 აგვისტო.
სენატორი შაჰინი: „მადლობელი ვარ პრეზიდენტ ევროატლანტიკური მომავლისადმი ზურაბიშვილის ერთგულებით“

აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება, განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. შაჰინი აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იყო ვიზიტის პრეზიდენტთან შეხვედრით დაწყება და ამატებს: „მადლობელი ვარ მისი ურყევი ერთგულებით ევროატლანტიკური მომავლისადმი – ამბიციის, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს“.
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში გავიდა. პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა. იქამდე მან უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0) და პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) სძლია. ხვალ, ფინალში პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქ ტაჰა აკგულს 2:1 მოუგო. ფინალური ბლოკი 21:15 საათიდან დაიწყება. პეტრიაშვილი […]
„კორპორაციული ობლიგაციების ძლიერი ბაზარი ტრადიციული დაფინანსების უმნიშვნელოვანესი ალტერნატივაა“

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ, ბაზისბანკის მიერ მდგრადობის ობლიგაციების გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ბაზისბანკმა, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობის საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა, რაც ადგილობრივ ბაზარზე მდგრადობის ობლიგაციების პირველი გამოშვება და ბოლო წლების განმავლობაში კომერციული ბანკის მიერ ადგილობრივ ბაზარზე განხორციელებული პირველი საჯარო ემისიაა. ობლიგაციებში […]
რომელი პროდუქტები და სერვისები გაძვირდა და გაიაფდა – HICP ინდექსი

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2024 წლის ივლისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,1%-იანი ზრდაა, ხოლო 2024 წლის ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით 0,4-იანი კლება. წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (9,6%), ტრანსპორტი (9,1%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4.4%), განათლება (3.4%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.6%), ჯანმრთელობის დაცვა (1,1%), დასვენება, […]
პრეზიდენტი ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრისას – ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიული მომავლისათვის რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ოქტომბრის არჩევნებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, […]
“ორი ვერსიაა, ბატონ ბიძინას ჰყავს არაკვალიფიციური თანამშრომლები, ან…” – იაგო ხვიჩია

ჩემი აზრით, სულ ორი ვერსია შეიძლება დავუშვათ ბაობაბის ხეების გახმობასთან დაკავშირებით. 1. ბატონ ბიძინას ჰყავს არაკვალიფიციური თანამშრომლები ხეების მოვლაშიც ან მეორე ვარიანტია, რომ ნაცების წყევლამ ხე გაახმო. ეს განცხადება მაინც წააგავს იმას, რომ ბატონო ბიძინა, ჩვენ არ დაგვაბრალოთ ხეების გახმობა, ორი წელი რომ კარგად ვერ მოვუარეთ, სათანადოდ, ნაცებს დააბრალეთო.. პოლიტიკური ნაწილი ამას არ გააჩნია, ჩემი […]
მოიცადეთ 2-3 დღე, კურსკში კარგი შედეგები იქნება – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე, თქვა: მოიცადეთ 2-3 დღე, კურსკში კარგი შედეგები იქნება. მოიცადეთ 2-3 დღე, კურსკში კარგი შედეგები იქნება.
კსკ ვაგნერი პუტინს: მზად ვართ პირველივე მოხმობაზე ჩამოვიდეთ

კსკ ვაგნერის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც დაქირავებული რუსი სამხედროები მზარ არიან რუსეთში დასაბრუნებლად და კურსკის ოლქში საბრძოლველად, თუ შესაბამის თხოვნას მიიღებენ. “ჩვენი ძალები მზად არიან მოვიდნენ სამშობლოს დასახმარებლად და განლაგდნენ საბრძოლო მზადყოფნაში პირველივე დაძახებაზე. ისე, როგორც ეს ყოველთვის იყო.” – წერია ვაგნერის ჯგუფის განცხადებაში. ცნობისთვის, გასულ დღეს გავრცელდა ცნობა, რომ კურსკის ოლქში, საბრძოლო […]
Reuters: ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰამასის მაღალჩინოსანი მოკლა

ფოტო – Reuter Reuter-ის ინფორმაციით, ლიბანში ჰამასის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მოკლეს. თავდასხმა ლიბანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ სიდონთან მოხდა. მოკლული სამერ ალ-ჰაჯი ჰამასის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. ის პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში მუშაობდა. ღაზის სექტორში მიმდინარე ომის პარალელურად, ისრაელმა ბოლო 10 თვის მანძილზე არაერთი იერიში მიიტანა ჰამასისა და ჰეზბოლას მაღალჩინოსნებზე ლიბანის ტერიტორიაზე. იანვარში, ისრაელის ძალებმა ბეირუთთან […]